ერთი რამ, რაც ქორწინებას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის - ურთიერთობების ექსპერტთა რჩევები
- 28.10.2017
რა არის მთავარი პრობლემა, რასაც დაქორწინებული წყვილები აწყდებიან და რა უქმნის ქორწინებას ყველაზე დიდ საფრთხეს? - ამ კითხვაზე პასუხად, ალბათ, პირველ რიგში ფინანსური პრობლემები, ინტიმური საკითხები, ემოციური შეუთავსებლობა და ა.შ. გახსენდებათ.
„თითოეულმა ცალ-ცალკე და ერთად ურთიერთობის დანგრევა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ყველა მათგანი მხოლოდ სიმპტომებია უფრო ფართო და დიდი საკითხისა“, - ამბობენ ურთიერთობების ექსპერტები.
მათი მტკიცებით, ის, რაც ქორწინებას და ზოგადად, ურთიერთობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის, ეს არასწორი მოლოდინებია.
„მე მინახავს ტკივილი და იმედგაცრუება, რომლის გამომწვევი მიზეზიც საყვარელი ადამიანისადმი არასწორი მოლოდინებია. ეს არ ეხება მხოლოდ ქორწინებებს, ეს ეხება ზოგადად სხვადასხვა სახის ურიერთობებს ადამიანებს შორის“, - ამბობს ურთიერთობების ექსპერტი და მწერალი დერეკ ჰარვი.
საიდუმლო არ არის, რომ ადამიანისადმი დიდი მოლოდინები ურთიერთობაში პრობლემად იქცევა ხოლმე. შესაძლოა, ეს მარტივი და ბანალური იმედგაცრუებებით დაიწყოს, მაგრამ შემდეგ ქორწინებისთვის დიდ საფრთხედ იქცეს.
მაგ: შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ იმის გამო. რომ პარტნიორი საშინლად ხვრინავს, ან იმის გამო, რომ კონკრეტული სამოსის ჩაცმას გიკრძალავთ და ოცნებებიც მარტივად ინგრევა.
ფსიქოლოგი ჯეიმს პრისიც ეთანხმება თავის კოლეგებს და ამბობს, რომ დიდი მოლოდინები ურთიერთობის დანგრევის მთავარი ფაქტორია.
„ადამიანები ქორწინდებიან, ან იწყებენ გრძელვადიან ურთიერთობას იმ მოლოდინით, რომ მათი პარტნიორი შეიცვლება. ისინი ფიქრობენ, რომ დროთა განმავლობაში მათი პარტნიორი ისეთი გახდება, როგორზეც ოცნებობდნენ და სინამდვილეში, ეს საშინელ იმედგაცრუებას იწვევს“, - ამბობს პრისი.
ის წყვილებს ურჩევს, რომ ასეთ დროს უმჯობესია დასხდნენ და თავიანთ გრძნობებზე, ემოციებზე, იმედგაცრუებაზე ერთმანეთს გულწრფელად და რაც მთავარია, მშვიდად ესაუბრონ და ერთად იპოვონ გამოსავალი.
თემები: რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.independent.co.uk/">http://www.independent.co.uk/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია