გუშინ, 27 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი გაიხსნა და 30 ოქტომბერს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ჩატარდება 20-ზე მეტი ღონისძიება - ჩვენებები, მაღაზიის გახსნა, პრეზენტაციები და წვეულებები.
2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ მასპინძლობს.
თბილისის მოდის კვირეული აგრძელებს ტრადიციას და SOLO-სთან ერთად წარმოადგენს პროექტს Style Icon, რომელიც ამჯერად გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ელენე ახვლედიანის ეძღვნება. ღონისძიება ლეღვთახევში 30 ოქტომბერს გაიმართება და თბილისი მოდის კვირეულის მე-16 სეზონი ამით დაიხურება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს.
ამ სეზონზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვიდა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა ALDUCA D’AOSTA (VENEZIA), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, NEW YORK), TESSABIT (MILAN) და L’ECLAIREUR (PARIS).
პირველი დღე/ 27.10
პირველი ღონისძიება, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, ეს არის დიზაინერ მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა ქობულეთის ქუჩაზე.
თუმცა კვირეული, ოფიციალურად 19:00-ზე ლაშა ჯოხაძის კოლექციის ჩვენებით, მულტიფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“ გაიხსნა.
პირველი დღის კიდევ ერთი ჩვენება 20:00-ზე ისევ მულტიფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“ ჩატარდა. დიზაინერმა MIRO - თავისი 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.
მოგვიანებით კი, პირველი დღის დახურული წვეულება Weekend Maxmara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI გაიმართა.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია