რა არის მყარი ქორწინების საიდუმლო, როგორ უნდა გახადოთ სასიყვარულო ურთიერთობა სამუდამო? ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს იმ წყვილების ცხოვრება, რომლებსაც მყარი ურთიერთობა აქვთ.
სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით ისინი ავლენენ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ადამიანების ცხოვრების მთავარ წესებს. წესები დაგეხმარებათ, რომ აღმოაჩინოთ თქვენს ურთიერთობაში ძლიერი და სუსტი მხარეები და სცადოთ ის უკეთესი გახადოთ:
1. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი გაკეთებაა შესაძლებელი? რა იქნება საუკეთესო გამოსავალი რთულ სიტუაციაში? - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არასოდეს მიიღოთ ცხელ გულზე.
2. გამოიჩინეთ მოხერხებულობა, ეს მოგცემთ საშუალებას შეცვალოთ უარყოფითი დადებითისკენ.
3. უნდა შეგეძლოთ სიმართლისა და წარმოსახვის ერთმანეთისგან განსხვავება.
4. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ეძებეთ ამ შეცდომის გამომწვევი მიზეზი.
5. მიიღეთ დახმარება და მხარდაჭერა საყვარელი ადამიანისგან.
6. ხშირად გამოხატეთ მადლიერების გრძნობა.
7. იყავით გახსნილები და გამოიჩინეთ მგრძნობიარე ხასიათი.
8. ენდეთ მათ ვისაც შეუძლია დაინახოს ის, რისი დანახვასაც თქვენ ვერ ახერხებთ.
9. ყოველთვის თქვით სიმართლე.
10. უარყავით ტყუილი და ნუ მოატყუებთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს.
11. ისწავლეთ მოთმინება მაშინ, როცა ლოდინით იღლებით.
12. დააწესეთ საკუთარი საზღვრები.
13. ნუ იტყვით უარს სიყვარულზე.
14. მზად იყავით იმისთვის, რომ ტკივილს იგრძნობთ.
15. გაეცით სიყვარული მოჭარბებულად.
16. იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ ორს გსურთ.
17. ზოგჯერ საკუთარ გრძნობებზე სხვებსაც ესაუბრეთ.
18. იყავით გულწრფელები და ღიად ისაუბრეთ საჭიროებებსა და სურვილებზე.
19. ისიამოვნეთ კომფორტით.
20. დაკავდით იმ საქმით, რომელიც ნამდვილად მოგწონთ, გიყვართ და კარგად გამოგდით.
21. ემეგობრეთ შვილების მეგობრებს.
22. რაიმე საქმის კეთების დროს, სხვების თანხმობა არ გჭირდებათ, აზრი მხოლოდ საყვარელ ადამიანს ჰკითხეთ.
23. არ იმოქმედოთ სხვა ადამიანების გეგმების მიხედვით.
24. გაიაზრეთ, რომ ცხოვრება იმედგაცრუებებისა და ტკივილის გარეშე არ არსებობს.
25. ცხოვრებაში მიიღეთ გამოცდილება იმისთვის, რომ ის უკეთესი გახადოთ, არ თქვათ უარი გამოწვევებზე.
26. ენდეთ საკუთარ გამოცდილებას.
27. ნუ იქნებით მსხვერპლი, ეცადეთ, არ ჩამოგიყალიბდეთ მსხვერპლის ფსიქოლოგია.
28. აბსოლუტურად ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ.
29. ეცადეთ, არც საკუთარი თავი და არც სხვები არ დაადანაშაულოთ.
30. თავი აარიდეთ ცუდ თერაპევტებს.
31. იცოდეთ საკუთარი სისუსტეები.
32. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე.
33. გიყვარდეთ ადამიანები.
34. უნდა იცოდეთ, რა გიშველით დეპრესიის დროს.
35. ენდეთ შინაგან ხმას.
36. იცოდეთ, რა გაგრძნობინებთ თავს კარგად და ხშირად დაკავდით ამ საქმით.
37. არასოდეს დანებდეთ.
38. სანამ შესაძლებელია, ყველაფერი გააკეთეთ ურთიერთობისთვის.
39. დაკავდით მედიტაციით და მიეცით თავს განტვირთვის საშუალება.
40. იპოვეთ რაიმე ისეთი, რაც ყოველთვის შეძლებს თქვენს კარგ განწყობაზე დაყენებას.
41. მიიღეთ ადამიანებისგან სიყვარული.
42. თავი დაანებეთ სხვებთან შედარებას.
43. უთხარით ყველაფერს „დიახ“ რაც ცხოვრებას გაგრძნობინებთ.
44. აუცილებლად დატოვეთ კომფორტის ზონა.
45. ითხოვეთ დახმარება და მხარდაჭერა როცა გჭირდებათ.
46. ზოგჯერ იყავით სპონტანურები.
47. თქვით „არა“ ყოველგვარი განმარტების გარეშე.
48. თვალი გაუსწორეთ საკუთარ შიშებს.
49. გაატარეთ დრო ბუნებაში.
50. მიუტევეთ საკუთარ თავს და სხვებს. აპატიეთ ყველას.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>