SEX

4 მითი მამაკაცებისა და სექსის შესახებ

4 მითი მამაკაცებისა და სექსის შესახებ

1. მამაკაცი უფრო მეტს ფიქრობს სექსზე, ვიდრე ქალი - ზოგიერთი ძველი კვლევა აჩვენებს, რომ მამაკაცი სექსზე უფრო ხშირად ფიქრობს, ვიდრე ქალი. 2012 წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც ადამიანის სექსუალურ სურვილებს შეისწავლიდა, კვლევაში ჩართულ მამაკაცებსა და ქალებს ჰკითხეს ეთქვათ, რამდენად ხშირად ფიქრობდნენ სექსზე და დაესახელებინათ სავარაუდო რიცხვი. კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები სექსზე ფიქრობდნენ დღეში რვაჯერ, ხოლო ქალები ექვსჯერ - ეს ძალიან მცირე სხვაობაა. (საინტერესოა, რომ კიდევ ერთი კვლევის თანახმად, მამაკაცები უფრო მეტს ფიქრობდნენ ქალებთან შედარებით სხვა საკითხებზეც. მაგ: საკვებზე, ძილზე და ა.შ).

ამის შემდეგ მკვლევარებმა ქალებსა და მამაკაცებს სთხოვეს, რომ დაეთვალათ და ჩაენიშნათ ის, თუ რამდენჯერ იფიქრებდნენ დღის განმავლობაში სექსზე. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებმა საშუალოდ დღეში 34-ჯერ იფიქრეს სექსზე, ხოლო ქალებმა 19-ჯერ. თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ კვლევის ეს შედეგი ვერ იქნება სარწმუნო, ვინაიდან ქალები ზოგადად უარს აცხადებენ სექსუალური სურვილების გულწრფელად აღიარებაზე.

ამგვარად, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცები უფრო მეტს ფიქრობენ სექსზე, ვიდრე ქალები. რამდენჯერ ფიქრობ დღის განმავლობაში სექსზე? - ეს ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრია, რომ კაცები უფრო მეტს ფიქრობენ და ამ მოსაზრებას ფსიქოლოგები სტერეოტიპად მიიჩნევენ.

 

2. კაცებს ჰყავთ უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი, ვიდრე ქალებს - რამდენიმე კვლევის თანახმად, ჰეტეროსექსუალ მამაკაცს ჰყავს უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალს. საკითხი დგას ასე, თუ ჰეტეროსექსუალ მამაკაცს ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ მას პარტნიორობას ქალი უწევს და ქალსაც წესით უნდა ჰქონდეს სექსი. თუ მამაკაცს ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავს და ქალს არა, მაშინ ვისთან კავდება მამაკაცი სექსით?

მკვლევარები ამბობენ, რომ მსგავსი კვლევების შედეგებიც ვერ იქნება სარწმუნო, ვინაიდან მამაკაცები, როგორც წესი, სიამაყით გაცილებით უფრო მეტ სექსუალურ პარტნიორს ასახელებენ, ვიდრე რეალურად ჰყოლიათ, ხოლო ქალები უფრო ნაკლებ პარტნიორს ასახელებენ, მაშინ როცა მათ რეალურად უფრო მეტი ჰყავდათ. სწორედ ამიტომ, ზუსტ სურათს ვერ ვიღებთ.

2003 წელს იმის დასადგენად, თუ ვის ჰყავდა უფრო მეტი პარტნიორი - ქალს, თუ მამაკაცს, ჩატარდა კვლევა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით, რომელმაც აჩვენა, რომ კაცებზე ოდნავ მეტი რაოდენობისსექსუალური პარტნიორი ქალებს ჰყავდათ.

 

3. მამაკაცი უფრო მიდრეკილია ღალატისკენ, ვიდრე ქალი - მკვლევარები წერენ, რომ ეს სტერეოტიპია და რეალური სურათი სხვაგვარია. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ამ საკითხში ქალი და მამაკაცი თანაფარდობას ავლენს.

4 მითი მამაკაცებისა და სექსის შესახებ

ერთ-ერთი კვლევის თანახმად,როცა საუბარია გეი და ლესბოსელ წყვილებზე, ღალატის შემთხვევები ლესბოსელ წყვილებში უფრო ხშირია, ვიდრე გეი წყვილებში, ამიტომაც მამაკაცებს ქალებზე უფრო მოღალატეებად ვერ მივიჩნევთ.

 

4. მამაკაცი უფრო მეტადაა დაინტერესებული ერთდროულად რამდენიმე პარტნიორთან სექსით, ვიდრე ქალი - 2004 და 2016 წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ მამაკაცს უფრო მეტად აინტერესებს და მოსწონს ერთდროულად რამდენიმე პარტნიორთან სექსი, ვიდრე ქალს. მკვლევარები წერენ, რომ კვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა იმიტომ, რომ ქალები გაუფრთხილდნენ თავიანთ რეპუტაციას და გულწრფელად არ აღიარეს საკუთარი რეალური სექსუალური სურვილები.

ფსიქოლოგების აზრით, ესეც მხოლოდდა მხოლოდ სტერეოტიპია, რომელიც მამაკაცებს ძალიან მოსწონთ და ეამაყებათ რეალურად კი, იმის განსაზღვრა რომელი სქესის ადამიანებს მოსწონთ ჯგუფური სექსი, ძალიან რთულია და გადაჭრით ამას ვერ ვიტყვით.



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>