LIFE

Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ახალი მარშრუტი 2025 წლის 2 დეკემბრიდან შესრულდება კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს – ავიაკომპანიის თანამედროვე Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით.  ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-სა და WIZZ აპლიკაციაში, ფასი კი 59 ლარიდან იწყება.

ვენეცია ცოცხალი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც 100-ზე მეტ კუნძულზეა გაშენებული და ერთმანეთთან არხებისა და ისტორიული ხიდების ქსელითაა დაკავშირებული. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქი უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის, სადაც ისტორია, ხელოვნება და რომანტიკა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ქართველ მოგზაურებს შეუძლიათ გაისეირნონ ვიწრო ქუჩებში, მოინახულონ გრანდიოზული მოედნები, როგორიცაა სან მარკოს მოედანი, აღფრთოვანდნენ დოჟების სასახლის დიდებულებით და დაათვალიერონ წმინდა მარკოზის ბაზილიკის ულამაზესი მოზაიკები. გრანდ კანალზე გონდოლით სეირნობა სრულიად განსხვავებულ ხედს გვთავაზობთ – საუკუნოვანი სასახლეებითა და დახვეწილი ფასადებით. ვენეცია ასევე კულტურული ცენტრია, რომელიც მასპინძლობს მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის ვენეციის ბიენალეს – თანამედროვე ხელოვნების დღესასწაულს და ვენეციის ცნობილ კარნავალს, რომლის განმავლობაშიც ქალაქი მრავალფეროვანი ნიღბებითა და კოსტიუმებით ცოცხლდება.

მარშრუტი

სიხშირე

ფასი

პირველი ფრენა

ქუთაისი-ვენეცია

სამშაბათი და შაბათი

59 ლარიდან

2 დეკემბერი, 2025 წელი


გაბრიელე სალვატორე იმპერიალე, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი:

„ჩვენთვის დიდი პატივია ქუთაისისა და ვენეციის დაკავშირება - ორი ქალაქის, რომელიც მდიდარი ისტორიით, სილამაზითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ახალი მარშრუტით ვცდილობთ, მოგზაურობა საქართველოსა და იტალიას შორის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, კომფორტული და მრავალფეროვანი გავხადოთ. ქართველი მგზავრები ახლა შეძლებენ ვენეციის რომანტიკის განცდას, მისი არხებისა და მოედნების მონახულებას, მსოფლიო დონის ხელოვნების გაცნობას და იტალიის საუკეთესო მხარეების აღმოჩენას Wizz Air-თან ერთად.”

Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი. 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.



მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და ქუთაისში თითქმის 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია, და მიიღო თითქმის 1 მილიონი ბილეთის ჯავშანი (+9,9% წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით), საშუალო შესრულების მაჩვენებელმა კი 99,7%-ს მიაღწია.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 240 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი ყოველდღიურად უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებასა და დაბალ ფასებს, რაც 2025 წელს Wizz Air-ს 75 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცევს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. Wizz Air ახლახან დასახელდა მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის (airlineratings.com-ის რეიტინგით) — ეს გახლავთ ერთადერთი სააგენტო, რომელიც უსაფრთხოებასა და პროდუქტის ხარისხს აფასებს. 2019 და 2023 წლებში კი Wizz Air დასახელდა წლის ავიაკომპანიად Air Transport Awards-ის მიერ. Wizz Air-მა ასევე მოიპოვა არაერთი ეკოსდაჯილდოება, მათ შორის „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის” ტიტული World Finance Sustainability Awards-ის მიერ 2021–2025 წლებში და “EMEA რეგიონის ყველაზე ეკომეგობრული ავიაკომპანიის ჯგუფის” ჯილდო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2024-ზე.