
ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი და შიმშილის გრძნობა? - სავარაუდოდ, თქვენი ორგანიზმი გაუწყლოებულია. ჩვენ გაგაცნობთ 6 ნიშანს იმისა, რომ საკმარის წყალს არ სვამთ.
მუდმივი წყურვილი
ადვილია იმის გამოცნობა, რომ თუ ხშირად გწყურიათ, საკმარის წყალს არ იღებთ. თუმცა, პრობლემა შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ექიმები ამბობენ, რომ პირის სიმშრალე გაუწყლოების პირველი ნიშანია; ტუალეტში გასვლის იშვიათი სურვილიც ასევე შეიძლება განგაშის სიგნალი იყოს: სტატისტიკის თანახმად, ჯანმრთელი ადამიანი დღეში ოთხიდან ათჯერ მიდის საპირფარეშოში.
თუ ფიქრობთ, რომ გაუწყლოებული ხართ, შეეცადეთ დღეში მინიმუმ ერთნახევარი ლიტრი წყალი დალიოთ.
თავის ტკივილი
შაკიკმა და თავის ტკივილმა შეიძლება შეგაწუხოთ წყლის ნაკლებობის გამო. Verywell Health-ის კვლევის თანახმად, გაუწყლოება იწვევს სისხლის შესქელებას, რაც თავის მხრივ ამცირებს ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას.
ხანგრძლივმა დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და ჰალუცინაციები, ამიტომ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი მაშინვე, როგორც კი თავის ტკივილს იგრნობთ.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
სტომატოლოგისა და ბაქტერიოლოგის, ჰაროლდ კაცის თქმით, დეჰიდრატაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან: „როდესაც საკმარის წყალს არ იღებთ, ნერწყვის გამომუშავება ნელდება, რაც საშუალებას აძლევს ბაქტერიებს პირის ღრუში სწრაფად გამრავლდნენ, კარგია თუ კვებებს შორის რამდენიმე ჭიქა წყალს დალევთ, რათა ჩამოიბანოთ საკვების ნარჩენები და ნერწყვის დინება შეინარჩუნოთ“.
შიმშილის გრძნობა
ზოგჯერ ერთმანეთში გვერევა ორგანიზმის სიგნალი წყლის ნაკლებობის შესახებ შიმშილის გრძნობასთან. თუ ჩვეულებრივ ჭამის დროს სვამთ, მაშინ პირობითმა რეფლექსიამ შეიძლება ჭამისკენ გიბიძგოთ, ამიტომ, სანამ წაიხემსებთ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი - სავსებით შესაძლებელია, რომ ამის შემდეგ ჭამა აღარც მოგინდეთ.
კონცენტრაცია
სამსახურში გვიანობამდე რჩებით, რადგან საქმეზე ვერ კონცენტრირდებით? - წყლის ნაკლებობამ შეიძლება შეამციროს ტვინში სისხლის მიმოქცევა, რის გამოც ის საკმარის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს ვერ მიიღებს. ეცადეთ, ყოველ საათ-ნახევარში ერთი ჭიქა წყალი დალიოთ - ეს დაგეხმარებათ სტრესისა და დაღლილობის მოხსნაში.
ყაბზობა
თუ საკმარის წყალს არ სვამთ, შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გქონდეთ. წყალი არა მხოლოდ ხელს უწყობს ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას, არამედ ნაწლავების სწორ ფუნქციონიერებასაც უწყობს ხელს. საკმარისი სითხის გარეშე, თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია საკვების სწორად მონელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა და, უარეს შემთხვევაში, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭები.
თემები: ცხელი წყალი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია