ყველა დროის 15 საუკეთესო სუნამო
06.08.2025ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ურთიერთობებს რომანტიკულად იწყებენ და მარტივად ამთავრებენ
- 09.08.2025

ზოდიაქოს ზოგიერთმა ნიშანმა იცის, როგორ დაიწყოს ურთიერთობა ისე, თითქოს რომანტიკულ ფილმში იყოს: სიყვარულში გამოტყდომა მთვარიან ღამეს, სასიყვარულო ლექსები თუ ყავა საწოლში... მაგრამ მათი სიყვარულის დასასრული ხშირად დრამას ჰგავს, ბევრი ცრემლით და ტკივილით.
ლომი
ლომმა იცის, როგორ დაიწყოს სასიყვარულო რომანი. მასთან ერთად თავს საუკეთესო რომანტიკული კომედიის გმირად იგრძნობთ - უზარმაზარი თაიგულები, სანთლის შუქზე საღამოები, სიურპრიზები, მოგზაურობები და აღსარება, რომელსაც სიხარულით გაუზიარებთ მეგობრებს.
ლომებმა იციან, როგორ წარმოაჩინონ თავი იდეალურ პარტნიორად - გულუხვი, ნათელი, ყურებამდე შეყვარებული, თითქოს კვარცხლბეკზე დგახართ და მთელი მსოფლიო უყურებს თქვენი სიყვარულის ისტორიას;
თუმცა, ამ ზღაპარს მეორე მხარეც აქვს - ლომი შეყვარებულია არა მხოლოდ თქვენზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად საოცრად გამოიყურება თავად თქვენს გვერდით. საქმე სიყვარულში არ არის - აპლოდისმენტებშია, როგორც კი ოვაციები ჩაივლის, ლომი იწყენს; უეცრად, თქვენ აღარ ხართ მთავარი როლი, არამედ ზედმეტი პირი, რომელიც ერევა ახალ სცენარში.
როგორია ლომისთვის სიყვარულის დასასრული? - ის დაბლოკავს ყოფილ პარტნიორს სოციალურ პლატფორმებში, წაშლის ყველა საერთო ფოტოს და დაგაიგნორებთ ყველგან. მას არ გაუჭირდება ახალი პარტნიორის მალე პოვნა, თუმცა აქაც ყველაფერი კარგად იქნება მანამ, სანამ ახალი ობიექტიც არ მობეზრდება.
ტყუპები
ტყუპებთან ყველაფერი მარტივად და სახალისოდ იწყება - ვუდი ალენის კომედიის მსგავსად, თქვენ მთავარ როლში იქნებით; გაუთავებელი საუბრები გათენებამდე, მახვილგონივრული მიმოწერა, სპონტანური მოგზაურობები - და ეს ყველაფერი იმ განცდით, რომ საბოლოოდ შეხვდით არა მხოლოდ საყვარელ ადამიანს, არამედ ცხოვრების საუკეთესო მეგზურს. თითქოს საერთო ინტერესები გაქვთ: ხუმრობები, მუსიკა, წიგნები, ფილმები, უზარმაზარი გეგმები - თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს „ის“ არის!
მაგრამ როგორც კი ტყუპებს ეს ურთიერთობა მობეზრდებათ, მოწყენილობა იპყრობთ. მათი ბუნება მოითხოვს სიახლეს, ფლირტს, მოძრაობას. ისინი იბნევიან თავიანთ სურვილებში, შეუძლიათ ერთი კვირით გაქრნენ „უბრალოდ ფიქრისთვის“, დაიწყონ ყოფილებთან მეგობრობა ან შექმნან დრამა მოწყენილობის გასაფანტად; და თუ მოულოდნელად სტაბილურობა მოგინდებათ, ისე გაქრებიან, როგორც საპნის ბუშტი.
ურთიერთობის დასასრული ყველაზე ხშირად მშვიდია - ისინი უბრალოდ ჩუმდებიან. მათ შეუძლიათ დაგბლოკონ ტელეფონში სკანდალის გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ თავს „ემოციურად რთულად“ გრძნობენ. შემდეგ კი, რამდენიმე თვეში დაბრუნდნენ შეტყობინებით: „გამარჯობა, გადავწყვიტე, ერთად გვენახა ის ფილმი, რომელიც ორივეს გვიყვარს...“
მორიელი
თუ ოდესმე გქონიათ შეხვედრა მორიელთან, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც იცოდით სიყვარულის შესახებ. ეს არ არის ურთიერთობა, ეს არის ასტროლოგიური თრილერი - ყველაფერი იწყება ჰიპნოზური მზერით და ფრაზით: „მგონი, წარსული ცხოვრებიდან ვართ დაკავშირებული“. პირველი შეხვედრა ელვისებურ დარტყმას ჰგავს - საუბრები სულის, ბედისწერისა და სიკვდილის თემაზე, ვნება, როგორც ყველაზე გულწრფელ რომანებში. თითქოს არასდროს არავისთან გიგრძვნიათ ასეთი ძლიერი სიყვარული, მაგრამ ამ მიზიდულობის უკან უფსკრული იმალება.
მორიელები მტკივნეულად ეჭვიანები, ჰიპერკონტროლირებადები არიან, ვერ ახერხებენ წყენის დათმობას და ყველაფერს სერიოზულად აღიქვამენ. მათთვის სიყვარული ბრძოლის ველია, სადაც ფსონები საკმაოდ მაღალია. ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება დრამის მიზეზი გახდეს. დღეს ის გაღმერთებს, ხვალ კი ცივად და სარკასტულად გიყურებს - იმიტომ, რომ არ უთხარით, ვისთან ერთად იყავით ვახშამზე.
მორიელთან დაშორება შეიძლება დამანგრეველი იყოს: ხმაურიანი სკანდალი, მიმოწერის გაშიფრვა, ცრემლები, მუქარა... და, შესაძლოა, ექვსი თვის შემდეგ მიიღოთ შეტყობინება: „სულ შენზე ვოცნებობდი“ - გირჩევთ, უბრალოდ პასუხის გაცემაზე არც კი იფიქროთ.
თევზები
თევზებთან ყველაფერი ისე იწყება, თითქოს ახალი მელოდრამის გადაღებაზე დაგპატიჟეს - სანთლები, მუსიკა, პოეზია, წვიმაში სეირნობა - მათ იციან, როგორ შექმნან ზღაპრული ატმოსფერო. გეჩვენება, რომ ეს ადამიანი გამოიცნობს შენს სურვილებს, გიყურებს სიყვარულით, თითქოს მისი შთაგონება ხარ. უკვე მეორე პაემანზე ოცნებობს ზღვისპირა სახლზე, ბავშვებზე და ოჯახურ იდილიაზე.
პრობლემა ის არის, რომ თევზებდ ხშირად არა თქვენ, არამედ მათ მიერ შექმნილი იდეალური იმიჯი უყვარდებათ. მათთვის რთულია ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება, პირდაპირ საუბარი, რეალობის წინაშე დგომა.
თუ რამე სცენარის მიხედვით არ მიდის, ისინი ქრებიან, იკარგებიან, სხვა ემოციებში იხრჩობიან - და ზოგჯერ ახალ ჰობიებშიც. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ სხვა ადამიანიც შეუყვარდეთ ისეთივე გულწრფელი თავდადებით, როგორც თქვენ უყვარდით და პასუხად მხოლოდ ეს მიიღოთ: „ეს უბრალოდ ასე მოხდა“.
თევზები ჩუმად და მტკივნეულად მიდიან. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - როდესაც გადაწყვეტილებების მიღების, მოქმედების, პასუხისმგებლობის აღების დროა - თევზები მოულოდნელად ქრებიან, ისინი გბლოკავენ, რათა „ტრავმა“ არ მიიღონ და შემდეგ ამ ფრაზით ბრუნდებიან: „მე უბრალოდ მინდოდა მეგობრებად დარჩენა“.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია