როგორ უნდა დაივიწყოთ ადამიანი, რომელიც თქვენი არასოდეს იქნება? – 10 რჩევა
- 30.10.2017
თითქმის ყველა ადამიანს აქვს გამოცდილება უყვარდეს ვინმე ისეთი, ვინც მის გვერდით არასოდეს იქნება. შესაძლოა,ის თქვენი საუკეთესო მეგობარია, ან პარტნიორი, ან თანამშრომელი. თქვენ გიყვართ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ის თქვენი არასოდეს გახდება.
ეს ძალიან მტკივნეული გამოცდილებაა და ბევრი ჩვენგანი ყოფილა მსგავს სიტუაციაში. საბედნიეროდ, შესაძლებლია, რომ სწორი ქმედებებით ტკივილი დაამარცხოთ, მოერიოთ საკუთარ თავსდა ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეთ.
გთავაზობთ 10 გზას - როგორ უნდა მოიშოროთ იმ ადამიანზე ფიქრი თავიდან, რომელიც თქვენი არასოდეს იქნება:
1. ისიამოვნე მასთან ერთად დროის გატარებით - როცა დროს ატარებთ ადამიანთან, რომელიც გიყვართ და თან იცით, რომ თქვენი არასოდეს იქნება, შეიძლება რთულია, მაგრამ თუ ამაზე უარს იტყვით, უფრო მტკივნეული იქნება. ფოკუსირება მოახდინეთ საკუთარ სიამოვნებაზე და დატკბით მის გვერდით გატარებული დროით. შეინახეთ ეს დრო სასიამოვნო მოგონებად. სჯობს ასე მოიქცეთ, ვიდრე საკუთარ თავში ჩაიკეტოთ, თავი საშინლად იგრძნოთ და დაიტანჯოთ იმაზე ფიქრით, თუ რა საშინელებაა, რომ ის თქვენი არასოდეს იქნება.
2. დაკავდით საყვარელი საქმით, ჰობით და კონცენტრირება მთლიანად ამ საქმეზე მოახდინეთ - როცა ვინმეზე უიმედოდ ხართ შეყვარებული, ძალიან რთულია კონცენტრირება სხვა რამეზე მოახდინოთ. თუმცა აუცილებლად სცადეთ, რომ ყურადღება სხვა რაღაცებზე გაამახვილოთ, ისეთ რაიმეზე, რაც სასიამოვნო იქნება თქვენთვის. გამონახეთ ისეთი საქმე, რომლითაც ნამდვილად ისიამოვნებთ და მთელი ენერგია ამ საქმეში ჩადეთ. მალე აღმოაჩენთ, რომ ასე უფრო გაგიმარტივდებათ ცხოვრება.
3. აკონტროლეთ გრძნობები - შეგიძლიათ მის გვერდით იყოთ, როცა დასჭირდებით, მაგრამ უნდა იცოდეთ ზღვარი და ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. ისწავლეთ, აკონტროლოთ გრძნობები და დააწესოთ საზღვრები. დაეხმარეთ თუკი შეგიძლიათ, მაგრამ საკუთარ თავს და საკუთარ თავზე ზრუნვას ნუ დაივიწყებთ.
4. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა - მეგობრების გარემოცვაში ყოფნა დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რომ მარტო არ ხართ. შემოიკრიბეთ მეგობრები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ, გაგიგებენ და დაგეხმარებიან ცხოვრების ამ მტკივნეული ეტაპის დაძლევაში.
5. ნუ იქნებით შეპყრობილი - ნუ იფიქრებთ მხოლოდ მასზე. მიმოიხედეთ, გარშემო უამრავი მშვენიერი რამ არსებობს და თქვენ კი დროს მასზე ფიქრში კარგავთ. გააკონტროლეთ ემოციები და აზროვნება.
6. საკუთარ თავს დაუწესეთ მასთან ურთიერთობის ლიმიტი - თუ მის გვერდით ყოფნა ტკივილს გაყენებთ და უფრო ცუდად ხდებით, სჯობს დაუწესოთ საკუთარ თავს ლიმიტი და ხშირად არ ეკონტაქტოთ მას, თუმცა საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. იკონტაქტეთ ადამიანებთან, გაერთეთ, დაკავდით სხვა საქმით.
7. შეხვდით სხვა ადამიანებს - საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი დააღწიოთ ასეთ მტანჯველ სიყვარულს არის ის, რომ პაემანზე წახვიდეთ სხვა ადამიანთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს სხვა ადამიანი არ შეადაროთ მას, ვინც გიყვართ. ამით თავსაც ცუდად იგრძნობთ და ამასთანავე, მასაც ვისაც ხვდებით, ცხოვრებას გაურთულებთ. ისიამოვნეთ ადამიანებთან ერთად ყოფნით და მიიღეთ ისინი ისეთები, როგორებიც რეალურად არიან.
8. დაწერეთ საკუთარი გრძნობების შესახებ - თუმცა ეს არ გააკეთოთ სოციალურ ქსელებში. დაწერეთ მხოლოდ თქვენთვის, გამოხატეთ თქვენი გრძნობები ღიად, თქვენი მოლოდინები. ამით საშუალება მოგეცემათ, რომ რეალობას მარტივად გაუსწოროთ თვალი.
9. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას ასეთ რთულ მდგომარეობაში დიდხანს იყოთ ჩაფლული - იმუშავეთ საკუთარ თავზე, შთააგონეთ თავს, რომ ნაბიჯების გადადგმა, ცხოვრების გაგრძელება გჭირდებათ. მიმართეთ თერაპევტს.
10. მოუყევით მას თქვენი გრძნობების შესახებ - გამოხატო საკუთარი გრძნობები ღიად და გაუმხილო ეს იმ ადამიანს, რომელიც გიყვარს, შესაძლოა, საუკეთესო გზა აღმოჩნდეს იმისთვის, რომ რთული პერიოდი გადალახოთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ. ის იმსახურებს ცოდნას, თუ რას გრძნობთ სინამდვილეში. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც მის რეაქციას ნახავთ, შესაძლოა მიხვდეთ, რომ ეს სიყვარული არაა და თქვენ უბრალოდ შეპყრობილი ხართ კონკრეტული ადამიანით.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>