როგორ დავძლიოთ უიმედობა 3 დღეში - პენებეიკერის 20 წუთის მეთოდი, რომელიც უამრავ ადამიანს დაეხმარა
- 30.10.2017
ძალიან რთულია გადაიტანო მტკივნეული დაშორება ან სამსახურიდან განთავისუფლება, გაუმკლავდე დეპრესიას. მიუხედავად ამისა, ეს სულ რაღაც რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. როგორ მუშაობს ეს?
დალასის კომპიუტერულ კომპანიაში სამსახურიდან გაათავისუფლეს 100 უფროსი ინჟინერი. მათი უმეტესობა დაახლოებით 50 წლის იყო, რომლებმაც ამ კომპანიაში თითქმის ნახევარი ცხოვრება გაატარეს. გათავისუფლებულები პანიკაში ჩავარდნენ. გავიდა 4 თვე, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ იშოვა სამსახური. სწორედ ამ დროს შესთავაზა დახმარება პროფესორმა პენებეიკერმა, რომელიც ცნობილია, როგორც „ექსპრესიული წერილის“ მეთოდის ავტორი. მაშ, რაში მდგომარეობდა პენებეიკერის მეთოდი?
ექსპრესიული წერილის მეთოდი: წერეთ შეუჩერებლად
მათ უნდა დაეწერათ ყველაფერზე, რასაც გრძნობდნენ სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ: დამცირება, განკიცხვა, რისხვა. წესი ასეთი იყო: უნდა დააყენო თაიმერი 20 წუთზე. გადაშალო რვეული ან ფაილი კომპიუტერზე და დაიწყო წერა. არ უნდა იფიქროთ პუნქტუაციაზე და წერტილებზე და რა ადგილას არიან განლაგებული კლავიატურაზე. ასევე მოვლენების თანამიმდევრობაც არ არის მნიშვნელოვანი.
უბრალოდ ჩაწერეთ აზრების ნაკადი, ყველაფერი, რაც მოგივათ თავში. წერეთ საკუთარი თავისთვის, მეტი არავისთვის. როცა ტაიმერი დარეკავს, გაჩერდით. მომდევნო დღეს ისევ გადაშალეთ რვეული და წერეთ 20 წუთის განმავლობაში იმ მოვლენებისა და საკუთარი ემოციების შესახებ. გაიმეორეთ ვარჯიში სამი დღე. შემდეგ დახურეთ დოკუმენტი და არ შეინახოთ. დააჭირეთ delete-ს. თუ ქაღალდზე წერდით, გადააგდეთ ის.
სანამ ინჟინრები წერდნენ, მათ ცხოვრებაში ცოტა რამ შეიცვალა. შეიცვალა მათი მოტივაცია. ერთი თვის შემდეგ ის ისეთი ძლიერი გახდა, რომ მათ დატოვეს ყველანაირი ეჭვი და აქტიურად დაიწყეს ახალი სამსახურის ძებნა და პოვნა.
წერის პროცესში მათ შექმნეს დისტანცია იმ ადამიანს შორის, ვინც ყველაფერს განიცდიდა და იმ ადამიანის, რომელიც ახლა ზის მაგიდასთან.
3 დღე იმისათვის, რომ უკეთესად გახდე
40 წელზე მეტი მუშაობდა პენებეიკერი იმაზე, როგორ შეამსუბუქოს წერილის დახმარებით ადამიანების მძიმე ემოციების განცდა. ემოციური წერილის მისი მეთოდი მთელ მსოფლიოში გხდა ცნობილი და უამრავ ადამიანს დაეხმარა.
20 წუთის განმავლობაში 3 დღე წერდა უამრავი ხალხი იმის შესახებ, რაც წლობით ჰქონდათ გულში. დანაკარგებსა და საკუთარ ბრალეულობაზე. შემთხვევითობებზე, რომლებსაც ვერ გაითვალისწინებდნენ. გადიოდა თვეები იმის შემდეგ, რაც ყველაფერს გამოთვამდნენ ქაღალდზე, და უცვლელად ხდებოდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესება. არა მხოლოდ ემოციური, არამედ ფიზიკურიც. მათ უქვეითდებოდათ წნევის დონე, ისინი ნაკლებად ხდებოდნენ ავად.
თემები: ფსიქოლოგია, ქალები, რჩევები, დეპრესია
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია