ჯანმრთელობა

ძილის 5 ძირითადი პრობლემა

ძილის 5 ძირითადი პრობლემა

ძილის აშლილობა ძილის რეგულარული ფაზების დარღვევაა. ამ დროს ადამიანი საგრძნობლად სუსტდება და მთელი დღის განმავლობაში უფუნქციოა. უძილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა — თითქმის ყველა ადამიანი ავლენს ცხოვრების გარკევულ ეტაპზე რომელიმე სახის ძილის აშლილობის სიმპტომებს. თანაც, თუ მიზეზები დროულად გამოკვლეული არ არის, შეიძლება ადამიანის ორგანიზმს სერიოზული სტრესი მიადგეს და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

ძილის აშლილობა ყველაზე ხშირად 5 ფორმით ვლინდება:

5. ინსომნია

ძილის 5 ძირითადი პრობლემა

ინსომნია ძილის აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მარტივი სიმპტომებით ვლინდება — ადამიანებს უჭირთ ჩაძინება და დღისით დროულად გაღვიძება. ინსომნიის გამომწვევი მიზეზები სტრესი და გარკვეული კლინიკური მდგომარეობა შეიძლება იყოს. ინსომნიას, როგორც წესი, ექიმები კომპლექსურად მკურნალობენ: სპეციალურ აბებთან ერთად, ქცევის თერაპიას ნიშნავენ; ინსომნიის მარტივი შემთხვევები ძილის უნარების ჩამოყალიბებითაც იკურნება.

4. ძილის აპნეა

ძილის 5 ძირითადი პრობლემა

ძილის აპნეა, ინსომნიის შემდეგ, ძილის აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს ადამიანები ძილის დროს უეცრად წყვეტენ სუნთქვას და დროის ამ მონაკვეთში სისხლში ნახშირორჟანგი წარმოიქმნება. შედეგად, ადამიანს მოულოდნელად, სულის შეხუთვის შეგრძნებით ეღვიძება. სუნთქვის შეჩერების მონაკვეთი რამდენიმე წამიდან საკმაოდ დიდხნიან ინტერვალამდე მერყეობს — ზოგიერთ ადამიანს, რომელიც სუნთქვის შეჩერებას დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობასი განიცდის, ჟანგბადის ნაკლებობის გამო კანი მთლიანად ულურჯდება. 

3. ნარკოლეფსია

ძილის 5 ძირითადი პრობლემა

ნარკოლეფსია ძილის ნევროლოგიური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანებს დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ, მოულოდნელად ეძინებათ. ჩაძინების ინტერვალები რამდენიმე წუთს და ზოგ შემთხვევაში რამდენიმე საათსაც გრძლედება: ადამიანს შეიძლება ჭამის, საუბრის ან მანქანის ტარების დროს უეცრად ჩაეძინოს.

ნარკოლეფსია ქრონიკული მდოგმარეობაა, რომელიც გარდატეხის ასაკში ყალიბდება და ხშირად ძილიანობასთან ერთად სხვა სიმპტომებიც ახლავს: კატაპლექსია — კუნთების უეცარი მოდუნება და ძილის დროს ჰალუცინაციები და დამბლა.

2/1 ძილში სიარული და ღამის შიშები

ძილის 5 ძირითადი პრობლემა

ინსომნიისა და აპნეასგან განსხვავებით, ეს პრობლემები, როგორც წესი, ბავშვებშია გავრცელებული. მთვარეულები ძილის დროს საწოლიდან დგებიან და ზოგჯერ წარმოუდგენლად დიდ დისტანციებს გადიან, შემდეგ კი მოულოდნელად უცხო ადგილებში ეღვიძებათ. ღამის კოშმარები კი 2-იდან 6 წლამდე ბავშვებს აწუხებთ, თუმცა მისგან დაზღვეული არც ერთი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი არ არის. კოშმარების ტიპური თანმხლები სიმპტომებია გადამეტებული ოფლიანობა, კანკალი და შიშის შეგრძნება.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.verywell.com/sleep-disorders-2795933">www.verywell.com</a>