გაკვეთილი 1. ფული ხდის ცხოვრებას უფრო მოხერხებულს, მაგრამ არა უფრო ბედნიერს
ბედნიერება - ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაში, ოჯახში, მოგზაურობაში, ერთად გატარებულ დროში, მშვიდობიან ცაში, საკვების, წყლის არსებობაშია და ა.შ. მილიარდობით ადამიანს პლანეტაზე არ გააჩნიათ ეს ყველაფერი. „მთავარ მიზნად დაისახო ფული (და ასეთივე მაგალითი აჩვენო საკუთარ შვილებს) - ეს იგივეა, რაც სპორტულ დარბაზში ავარჯიშო მხოლოდ ცალი ფეხი - ეს ზიანის მეტს არაფერს მოიტანს“.
გაკვეთილი 2. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს
მამა ყოველთვის შენს გვერდით არ იქნება. დადგება დრო, როცა შვილებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე. ჯობია ამისათვის წინასწარ მოემზადოთ და თავიდან ამოიგდოთ ისეთი ფიქრები, როგორიცაა: „მე ეს არ მქონდა, ჩემს შვილებს მაინც ჰქონდეთ!“ „ბევრად ადვილია გაზარდო დამოუკიდებელი და ძლიერი შვილები, ვიდრე მერე ეცადო გამოასწორო გათამამებული და ცხოვრებისადმი მოუმზადებელი შვილები.
გაკვეთილი 3. ფულს იღებ შრომისთვის და არა სხვაგვარად!
მინდა ვასწავლო ჩემს შვილებს ის, რომ ფულს იღებენ მხოლოდ შრომისთვის და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. ამ სამყაროში არავისი არაფერი მმართებს! იდეალური საშუალებაა მიაჩვიო შვილები შრომას და გააგებინო მათ ფულის ფასეულობა - მისცე მათ ჯიბის ფული (შრომისთვის) და შესაძლებლობები ანაზღაურებისთვის. „შრომას ჯერ არავინ გაუფუჭებია, მისი უარყოფა კი - პირიქით“.
გაკვეთილი 4. გართობები არ უნდა იყოს ძვირადღირებული
თქვენი დრო - ყველაზე ძვირფასია, რასაც ბავშვი გაიხსენებს მთელი ცხოვრება - ის დრო, რომელიც თქვენ ერთად გაატარეთ. არსებობს მილიონი იდეა, რომლებიც თითქმის არაფერი არ ღირს, და რომლებიც თქვენ შვილებს მთელი ცხოვრება ემახსოვრება. „მაჩვენეთ ბავშვი, რომელიც უფრო ჭკვიანი და წარმატებული გახდა ტელევიზორის უსასრულო ყურებით, პლანშეტის ან კომპიუტერული თამაშებით“.
გაკვეთილი 5. მოიზიდეთ ბავშვები ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებისას
მოგზაურობისთვის მომზადება, მანქანის, ბინის ყიდვა, შოპინგი მაღაზიაში - ჩართეთ ბავშვები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახსენით საკუთარი არჩევანი, ერთად მოძებნეთ თქვენი ოჯახისთვის საუკეთესო ვარიანტები.
გაკვეთილი 6. აუხსენით და აჩვენეთ შვილებს რთული პროცენტის ძალა
რთული პროცენტი - როცა განსაზღვრულ პერიოდში (მაგალითად, ერთ თვეში) დაგროვილი პროცენტი უერთდება დეპოზიტს, და შემდეგ თვეში პროცენტი ერიცხება ანაბრის ძირ თანხასაც (დეპოზიტს). გაუხსენით ბავშვს საბანკო ანგარიში ან დაურიცხეთ რთული პროცენტები საკუთარი ჯიბიდან დანაზოგზე, რომელსაც თქვენი შვილი აკეთებს. ამ გაკვეთილმა შეიძლება თქვენი შვილი მდიდარიც გახადოს. გაკვეთილი
7. იცხოვროთ უფრო ნაკლები თანხებით, ვიდრე გამოიმუშავებთ
მხოლოდ ასე ისწავლიან შვილები ცხოვრებას აწმყოთი, წარსულის გაყიდვით (ადრე გამომუშავებული ფულით), კრედიტებისგან განსხვავებით, როცა ისინი გაყიდიან საკუთარ მომავალს (ჯერ გამოუმუშავებული ფული). ამ გაკვეთილმა შეიძლება გადაარჩინოს თქვენი შვილების ცხოვრების წლები და ათასობით დოლარი, როცა გაიზრდებიან. „რკინის წესი - „შენ შეგიძლია დახარჯო მხოლოდ ის ფული, რომელიც გამოიმუშავე და დააგროვე“.
გაკვეთილი 8. გადადებული სიამოვნება
თუ ამ მომენტში ფული არ გაქვთ - საშინელი არაფერია, საკმარისია ცოტაოდენი მოთმინება და დისციპლინა, რომ დააგროვოთ ის. სასურველი სათამაშოებისთვისა და საყიდლებისთვის დააგროვეთ ერთად. ბავშვის მიერ გადადებულ ყოველ დოლარზე შეგიძლიათ დაამატოთ 20, 30, 50 ან 100 %. მთავარია აჩვენოთ, რომ შეიძლება და საჭიროც არის დააგროვოს ყველაფრისთვის - მთავარია შეგეძლოს გადადო სიამოვნება რაღაც დროისთვის, და არ თქვა უარი მასზე. „ბავშვს სრულიად სხვა დამოკიდებულება ექნება ნივთის მიმართ, თუ მას ლოდინი მოუწევს და თავად დააგროვებს“.
გაკვეთილი 9. მეწარმეობა
სამწუხაროდ, ამას არ ასწავლიან სკოლაში. მაგრამ თვისებები, რომლებსაც ასწავლის მეწარმეობა, ეხმარება ბავშვებს მიაღწიონ ცხოვრებაში წარმატებას ყველა სფეროში, ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული.
გაკვეთილი 10. თითოეულ დოლარს გააჩნია გეგმა
აჩვენეთ საკუთარ მაგალითზე, რომ თითოეულ დოლარს გააჩნია საკუთარი გეგმა. და თუ ეს გეგმა არ გაქვთ, ესე იგი თქვენ არ ხარჯავთ ფულს. ვგულისხმობ ბიუჯეტს და ბიუჯეტის კონტროლს. ბიუჯეტის დანიშნულება ის არის, რომ წინასწარ „უთხრა“ საკუთარ ფულს, სად წავიდეს, და არა იმისთვის, რომ თვეში ერთხელ ნახო სად წავიდა და მერე თავში შემოირტყა ხელები. ეს დიდი განსხვავებაა.
გაკვეთილი 11. განიხილეთ მეუღლესთან ფინანსური საკითხები
ბავშვებზე მემკვიდრეობით გადადის არა მხოლოდ გარეგნობა, დამოკიდებულება ჯანმრთელობის, ოჯახისა და ქორწინების მიმართ, არამედ ისიც, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენთვის ყველაზე მთავარ ადამიანთან (მეუღლესთან) ფულად საკითხებში.
გაკვეთილი 12. გქონდეთ დანაზოგი
ცხოვრებაში უამრავი საგანგებო სიტუაცია ხდება - ამისგან არავინ არ არის დაზღვეული. ასეთი მოვლენებისგან დაცვა შეუძლებელია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ თქვენს შვილებს ჩამოაყალიბონ „სახანძრო დანაზოგი“, რათა მსგავს სიტუაციებს მომზადებულები შეხვდნენ, თუნდაც ფინანსურ ასპექტში.
დასასრული
მამა - ძალის, მამაკაცობის, გაბედულობისა და სხვ. მრავალი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული თვისებებისა და უნარების განსახიერებაა, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. ფულთან დამოკიდებულების უნარი და არა ჩაციკვლა მასზე. უნარი მშვიდად ილაპარაკო ფულის შესახებ და მეუღლესთან და შვილებთან ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, გქონდეს ბავშვობიდან საკუთარი თავის იმედი და მიაღწიო მიზნებს - ეს არის ის, რაც შეიძლება ასწავლოს საკუთარ შვილებს თითოეულმა მამამ, რა თქმა უნდა, საკუთარი მაგალითის ჩვენებით!
თემები: მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბავშვები, მამა
<a href="http://moneypapa.ru">http://moneypapa.ru</a>