1. ვერძი - როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას და ფლირტს ეხება, ვერძს ურჩევნია, მისი პარტნიორი გაბედული იყოს. მას სურს ვინმე ისეთი, ვინც კოცნის ნებას არ სთხოვს, პირდაპირ აკოცებს ყოველგვარი ზედმეტი კითხვების და ნებართვების აღების გარეშე. სწორედ ასეთ ადამიანს შეუძლია ვერძის მარტივად ცდუნება. ვერძებს ასევე უყვართ თავბრუდამხვევი კომპლიმენტები, როცა თავს ისე აგრძნობინებთ თითქოს ყველაზე სექსუალური და მომხიბვლელი ადამიანია გარშემომყოფებს შორის.
2. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების მოხიბვლას ყვავილების ლამაზი თაიგულით, რაიმე რომანტიკული საჩუქრით შეძლებთ. ფრთხილად იყავით, კუროს არ უყვარს როცა ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. ის თვლის, რომ სასიყვარულო ურთიერთობისთვის სიჩქარეს წარმატება ვერ მოაქვს. კუროს ცდუნება შესაძლებელია ძალიან მარტივი რომანტიკული ფრაზებითაც.
3. ტყუპები - თუ გსურთ ტყუპები აცდუნოთ, პირველ რიგში, თქვენი ინტელექტით უნდა მოხიბლოთ და ასევე აჩვენოთ, რომ მის ნიჭს პატივს სცემთ. სთხოვეთ მას რეკომენდაცია გაგიწიოთ და გირჩიოთ რაიმე წიგნი. ასეთ დროს ტყუპები თავს განსაკუთრებულ ადამიანებად გრძნობენ. ტყუპები იხიბლებიან ადამიანებით, რომლებსაც მოსწონთ უცნაური და უჩვეულო საგნები.
4. კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის ცდუნება თუ გსურთ, აჩვენეთ მას თქვენი ყველაზე სენსიტიური, მგრძნობიარე მხარე. გამოხატეთ თანაგრძნობა და გამოიჩინეთ გულმოწყალება გასაჭირში მყოფი ადამიანებისადმი. მისი თანდასწრებით გამოიჩინეთ ქველმოქმედება. კირჩხიბებს მოსწონთ, როცა მათ ბავშვებით ექცევიან. ამიტომაც, იზრუნეთ მასზე, როგორც ბავშვზე, მოუმზადეთ საჭმელი. სანამ აკოცებთ, აიღეთ ნებართვა.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის საცდუნებლად ბევრი ქათინაურის თქმა დაგჭირდებათ. ყოველგვარ ქმედებაზე, ყველაზე სულელურ ნაბიჯზეც კი, კომპლიმენტი უნდა უთხრათ. ისე მოიქეცით, რომ მან დედამიწის ცენტრად ირძნოს თავი.
6. ქალწული - თუ ძალიან ორგანიზებული, მოწერიგებული ადამიანი ხართ, რომელიც ზრუნავს ჩაცმის სტილზე, თქვენ მარტივად შეძლებთ ქალწულის ცდუნებას. ქალწულს ხიბლავს სუნამოს სურნელი, ამიტომ მასთან პაემანის დროს არ დაგავიწყდეთ იპკუროთ რაიმე სასიამოვნო სურნელი.
7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის მოსახიბლად უნდა უყუროთ რაიმე რომანტიკულ ფილმს მასთან ერთად, მოაწყოთ რომანტიკული ვახშამი, ან მოუსმინოთ მუსიკას. საუკეთესო იდეაა მისი ოპერაში დაპატიჟება. ის ეძებს სასიამოვნო პარტნიორს, რომლის გვერდითაც სასიამოვნო ემოციები არ მოაკლდება.
8. მორიელი - საიდუმლოებით მოცული მორიელის ცდუნება ნამდვილი გამოწვევაა. ძალიან რთულია, წინასწარ განსაზღვრო, რა რეაქცია ექნება მას თქვენს ამა თუ იმ ნაბიჯზე. რთულია, მაგრამ იმედი არ დაკარგოთ. საუკეთესო გზა მის საცდუნებლად ჟესტების ენაა. შეგიძლიათ, ჩაბნელებულ კინოთეატრში ხელი ხელზე მაგრად მოჰკიდოთ, ეს ჟესტი ძალიან იმოქმედებს. მორიელს არ უყვარს სიტყვები, მას სხეულის ენით კომუნიკაცია ურჩევნია.
9. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადმიანების მოხიბვლას შეძლებთ იუმორით, ხუმრობებით. დაუტოვეთ მას რაიმე მხიარული ხმოვანი შეტყობინება, ამით ძალიან მოიხიბლება და მის საძინებლამდე ძალიან ახლოს მიხვალთ. დაკავდეთ სექსით ბუნებაში - ეს არის იდეა, რომელიც მშვილდოსანს აღაფრთოვანებს. ამიტომ, შესთავაზეთ მას ლაშქრობაზე წასვლა, სადაც ერთ კარავში დაიძინებთ.
10. თხის რქა - თხის რქის მოხიბვლა ძალიან რთულია. გააზრებული და კარგად გათვლილი ნაბიჯები უნდა გადადგათ და თან ძალიან ნელა უნდა იმოქმედოთ. უნდა გამოიჩინოთ მზრუნველობა და მისი შრომისმოყვარეობისადმი პატივისცემა. ასევე, თავადაც უნდა აჩვენოთ, რომ შრომისმოყვარე ხართ. სხვა შემთხვევაში, მასთან არაფერი გამოგივათ.
11. მერწყული - თუ გსურთ, მერწყული აცდუნოთ, მას თქვენი განსაკუთრებულობა და უნიკალურობა უნდა აჩვენოთ. ამასთანავე დაინტერესებული უნდა იყოთ სექსში ექსპერიმენტებით. ეს მერწყულს ძალიან ხიბლავს.
12. თევზები - გსურთ თევზების მოხიბვლა? მაშინ აჩვენეთ მას განსხვავებული სამყარო, შესთავაზეთ დაუვიწყარი მოგზაურობა, დააკვირდით მასთან ერთად ტელესკოპით ვარსკვლავებს, აკოცეთ კისერში. ძალიან სენსიტიურ თევზებთან თქვენც მგრძნობიარე ბუნება უნდა გამოავლინოთ.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, ზოდიაქო, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="http://soulspottv.com">http://soulspottv.com</a>