1. დანაშაულის გრძნობა
დანაშაულის გრძნობა დამახასიათებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც საკუთარი მოქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია. მაგრამ ხანდახან ეს გრძნობა ადამიანებს გაუგებარი მიზეზებით ან სიტუაციის მიმართ უჩნდებათ, რომელსაც უკვე ვეღარ გამოასწორებ.
რჩევა: თუ არასწორად მოიქეცით და ხვდებით ამას, გამოასწორეთ სიტუაცია, არ „დააძველოთ“ დანაშაულის გრძნობა“.
2. ვარაუდი
ხანდახან გვაწუხებს იმაზე ფიქრი, თუ რას განიცდიან გარშემომყოფები ჩვენი სიტყვების ან ქმედებების მიმართ. ამ დროს, საკუთარი ვარაუდების წყალობით, ვალაგებთ მოვლენების სცენარს - რაც უფრო ხშირად ჩვენთვის ხელისშემშლელი ხდება.
რჩევა: თუ გინდათ გაიგოთ ვინმეს აზრი ან ქცევის მიზეზი, უბრალოდ ჰკითხეთ. ჯობია მაშინვე გაარკვიოთ ყველაფერი, ვიდრე დაკარგოთ დრო უაზრო ვარაუდზე.
3. დაკარგოთ დრო უსარგებლო ფიქრებზე
ფიქრი იმაზე, რომ - „აი ასე რომ გამეკეთებინა...“, ძალიან ცუდია. ამ თვისებას პირველი ადგილი უკავია მავნე აზრების სიაში. აზრი არა აქვს განიცადოთ უკვე გაკეთებული არჩევანის შესახებ. სულელური აზრების კიდევ ერთი სახეობაა - მომავლის შიში. გახსოვდეთ: ბოლო ყველას ერთი აქვს.
რჩევა: როცა ამჩნევთ, რომ რაიმე ერთ აზრზე იციკლებით, შეეკითხეთ საკუთარ თავს, რას მოიტანს ეს ფიქრი მომავალში? თუ არაფერს - ჩართეთ მუსიკა, წადით სასეირნოდ და ა.შ. მოკლედ, რაღაც გააკეთეთ, რომ ასეთმა ფიქრებმა აღარ შეგაწუხონ.
4. გააკეთოთ არჩევანი არაჯანსაღი საკვების სასარგებლოდ
არაჯანსაღ საკვებში იგულისხმება ჰოთ-დოგები და ფასტ-ფუდის სხვა წარმომადგენლები. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ ასეთ საკვებს, დეპრესიაში ჩავარდნის ალბათობა 51 %-ით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ჯანმრთელი კვების პრინციპებს მისდევს.
რჩევა: თუ ყველა მავნე საკვების მიმართ სიყვარული სისხლში გაქვთ გამჯდარი - სახლში გამოაცხეთ, ასე მოარიდებთ ორგანიზმს ტრანსცხიმებსა და სხვა მავნე ინგრედიენტებს.
5. არასწორად გაანაწილოთ დრო
დროის განაწილების უუნარობა ორ უკიდურესობას იწვევს: დღის ბოლოს უკვე დაღლილი ხართ იმაზე ფიქრით, რომ საქმეების ნაწილის გადატანა ხვალისთვის მოგიწევთ, ან თავიდანვე გადაგაქვთ ყველა საქმე მეორე დღისთვის.
რჩევა: გაანაწილეთ პრიორიტეტები მანამ, სანამ დაგეგმილი საქმეების შესრულებას დაიწყებთ. საქმეები, რომლებიც მაინცდამაინც არ გინდათ რომ გააკეთოთ, გადაიტანეთ დილისთვის.
6. შეამოწმოთ სოციალური ქსელები უფრო ხშირად
სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები ნაკლებად ბედნიერებად გრძნობენ თავს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები. ყველაფერი ფოტოების დათვალიერების ბრალია, რომლებზეც ვიღაცის ქმრები ერთის გამოტოვებით ტოპ-მენეჯერები არიან, თქვენი კი კონსულტანტია მაღაზიაში. ან აქვთ სახლები ოკეანის პირას, თქვენ კი უკვე სამი წელია რემონტზე ოცნებობთ.
რჩევა: სოციალურ ქსელებში აქტივობების დათვალიერებისას, გახსოვდეთ, რომ ფოტოების მეტი წილი - ფეიკია.
7. სურვილი ყველგან მოასწროთ
როცა გვინდა ბევრი რამ მოვასწროთ, აღარ ვაქცევთ ყურადღებას წვრილმანებს, რომლისგანაც შედგება ჩვენი ცხოვრება. წვრილმანებს, რომლებიც სწორედ ჩვენ გვხდიან ბედნიერს.
რჩევა: ხშირად დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: „ეს რაში მჭირდება?“ ან „მომწონს ეს ყველაფერი?“. ეს ძალიან მარტივი, მაგრამ მოქმედი მეთოდია გაიგოთ, რა არის თქვენი ნამდვილი სურვილი და რა - კარგად მოწოდებული მეგობრისგან ან კოლეგისგან.
8. იმპულსურად შეიძინოთ არასაჭირო ნივთები
შეაგროვეთ კოსმეტიკა, სამზარეულო ინვენტარი და უამრავი სხვა ნივთი, რომლებიც იყიდეთ, მაგრამ არ იყენებთ. ნახეთ, რამდენ ადგილს იკავებს ყველაფერი ეს, და დათვალეთ რამდენი ღირდა. 800-1000 ლარად, შეგიძლიათ პარიზშიც გადაფრინდეთ.
რჩევა: კარგი იქნება ნაკლებად იაროთ მაღაზიებში და თავი შეიკავოთ უაზრო საყიდლებისგან. დაისახეთ მიზანი, მაგალითად, შეაგროვოთ ფული მოგზაურობისთვის. ეს ის ხომ არის, რაც ნამდვილად ბედნიერს გვხდის.
9. რეგულარულად დააგვიანოთ
გაიხსენეთ თქვენი მდგომარეობა იმ მომენტში, როცა სადმე გაგვიანდებოდათ. გაღიზიანებული ხართ, ზოგი მძღოლი ძალიან ნელა მართავს საჭეს, შუქნიშნები, რომლებიც მწვანეს არ ანთებენ, ამ დროს გეუფლებათ მოსალოდნელი ჯარიმის ან გაცდენილი გაკვეთილის შიში.
რჩევა: არ დაგავიწყდეთ, რომ როცა აგვიანებთ, შეიძლება არ შერცხვეთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ გახასიათებთ დადებითად.
10. გადაწიოთ მაღვიძარა
როცა გაღვიძების შემდეგ გადაწევთ მაღვიძარას კიდევ 5 წუთით, ორგანიზმი ისევ ცდილობს ჩაეშვას ძილის რეჟიმში, ისევ ცდილობს დაიძინებას და ასე წრიულად - ჩვენ ხომ არაერთხელ ვიქცევით ასე.
შედეგი: სიჩქარეში დალეული ყავა, გამოუძინებელი მდგომარეობა, დაგვიანება და, რა თქმა უნდა, სიბრაზე. რჩევა: როდესაც დილას საყვარელი საქმით კავდებით, უსმინეთ ერთი და იგივე მელოდიას, და იგივე დააყენეთ მაღვიძარას ზარზე. ამის შემდეგ გაღვიძება ტანჯვის ასოციაციას არ გამოიწვევს.
თემები: ქალი, ურთიერთობა, პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები