ტანსაცმლის დიზაინერები ყოველთვის საკუთარ წესებს გვკარნახობენ. ინსტაგრამის მომხმარებლები ტრენდულ სამოსს არეკლამებენ. ჩვეულებრივი ხალხი კი რას აკეთებს? - ამ კითხვის საპასუხოდ შევადგინეთ ერთ შეხედვით ძალიან მოდური ნივთების სია, რომლებიც სინამდვილეში ადამიანებს აღიზიანებს.
1. ბოტასები New Balance
Hater-ის სტატისტიკა: ახალგაზრდა გოგონებს ძალიან აღიზიანებს ბოტასები New Balance. საერთოდ, რამდენი ადამიანია, იმდენი აზრია. თუ მოგწონთ ნივთი და თავს მასში ჰარმონიულად გრძნობთ - დაივიწყეთ სტატისტიკა!
2. ვიწრო ჰალსტუხები
ასევე Hater-მა გამოარკვია, რომ საშუალო ასაკის ქალებს ყველაზე ძალიან მამაკაცებში სწორედ ვიწრო ჰალსტუხი აღიზიანებთ. უცნაურია, მაგრამ სტატისტიკას ვერ შეეკამათები.
3. ქალის ბათინკები, რომლებიც მამაკაცისას ჰგავს
ფოტოზე მამაკაცის ბათინკების გამარტივებული ვარიანტია, მაგრამ რაც უფრო „მამაკაცურად“ გამოიყურება ქალის ფეხსაცმელი, მით უფრო ნაკლებად მოსწონს ის მამაკაცს.
4. მამაკაცის მოკლესახელოიანი პერანგი
ერთნი თვლიან, რომ მოკლესახელოიანი პერანგი - ეს უგემოვნებაა. სხვებს ძალიან მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დიზაინერებმა ასეთი მოდელების გამოშვება დაიწყეს, ჩვეულებრივი ხალხი მათ არ სწყალობს.
5. შემოკეცილი ჯინსები
თვით გადაკეცილი ადგილი არ გამოიყურება რაღაც საშინელებად, მაგრამ ძალიან ხშირად არ მოსწონს ხალხს. ალბათ იმიტომ, რომ მასე ძალიან ბევრი დადის, მიუხედავად იმისა, უხდებათ თუ არა.
6. კაბა მაისურის ან როლინგის ზემოდან
ბევრი ამ სტილს სუპერმენის კოსტიუმს ადარებს, რომელსაც ტრუსები ზევიდან აცვია. ვფიქრობთ, არ არის საჭირო იმის ახსნა, რატომ არ მოსწონთ ასეთი შეხამება ადამიანებს.
7. მაისურები Levi’s
მოდის მიმდევრები საკუთარ თავს ვალდებულად თვლიან იყიდონ ეს მაისური. მეორე ადგილს იკავებს Tommy Hilfiger-ი.
8. კამუფლაჟის პრინტი
თუნდაც გატაცებული ხართ ნადირობით, ბავშვობაში ოცნებობდით გამხდარიყავით ჯაშუში და საერთოდ გიყვართ დარჩეთ შეუმჩნეველი ნებისმიერ სიტუაციაში, კამუფლაჟი მაინც არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება ქალაქისთვის.
9. სვიტრები მაღალი ყელით
არა აქვს მნიშვნელობა, ქალის ყელია ეს თუ კაცის, - ბევრი თვლის, რომ ადამიანი ასეთ სამოსში გვაგონებს რაღაც საშუალო პერსონაჟს გვაგონებს, რომელიც 80-იანებში გაიჭედა.
10. მაღალწელიანი ჯინსები
მიუხედავად იმისა, რომ მაღალწელიანი ჯინსები ზედმეტ კოლოგრამებსაც მალავენ, და ფიგურასაც ხაზს უსვამენ, ეს ნივთი, მამაკაცებს ყველაზე ძალიან არ უყვართ, და ხშირად წერენ ამის შესახებ ინტერნეტ-ფორუმებზე.
თემები: ფეხსაცმელი, მოდა, ტანსაცმელი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>