რა ენატრება ყოფილ პარტნიორს ყველაზე მეტად თქვენში - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 07.11.2017
1. ვერძი - ვერძებს უერთიერთობაში მხიარულება შეაქვთ და აქვთ უნარი, პარტნიორს ტკივილი შეუმსუბუქონ, თავი განსაკუთრებულ ადამიანად აგრძნობინონ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ცხოვრება რისკია. მათ უყვართ საუკეთესო მომენტებით ტკბობა. თუ სასიყვარულო ურთიერთობა წარუმატებელი გამოდგება, ვერძის უკვე ყოფილი პარტნიორი მის გარეშე ძალიან მოიწყენს და მისთვის ცხოვრება უინტერესო გახდება. ვერძთან თანაცხოვრების პერიოდი საინტერესო მიმენტებით იყო სავსე, განშორების შემდეგ კი, დღეები ერთფეროვანი და რუტინული ხდება. სწორედ საინტერესო და მხიარული დღეები ენატრება ვერძის ყოფილ პარტნიორს განშორების შემდეგ.
2. კურო - თუ კუროს დაშორდებით, თქვენ მოგენატრებათ ის დაცულობის და უსაფრთხოდ ყოფნის განცდა, რომელსაც მის გვერდით გრძნობდით. იგრძნობთ, როგორი რთულია ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება მის გარეშე. მოგენატრებათ კუროს მზრუნველობა. მოგენატრებათ იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობდა ის თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერი გაეკეთებინა.
3. ტყუპები - თუ ტყუპებს დაშორდებით, ყველაზე მეტად მოგენატრებათ მისი ჩვევა და უნარი, რომლითაც შეეძლო თქვენთვის მოვლენები განსხვავებული კუთხით ეჩვენებინა. მოგენატრებათ ის, თუ როგორ წარმოაჩენდა მოსაწყენ ფაქტებს და მოვლენებს საინტერესოდ და როგორ სძენდა თქვენს ცხოვრებას ახალ, მხიარულ ფერებს. მოგენატრებათ ასევე ის ფაქტი, რომ ის გიღებდათ ისეთს, როგორიც ხართ, არასოდეს განგსჯიდათ და მუდამ მხარს გიჭერდათ. ეს ის მახასიათებლებია, რომლებსაც სხვა ადამიანში ძალიან იშვიათად იპოვნით.
4. კირჩხიბი - მასთან განშორების შემდეგ ყველაზე მეტად მისი მზრუნველობა მოგენატრებათ. ის ყოველთვის ზრუნავდა და თქვენს დახმარებას ცდილობდა. სწორედ ამიტომ, მის გვერდით თავს დაცულად გრძნობდით. ურთიერთობის დასრულების შემდეგ კი, დაუცველობის განცდა დაგტანჯავთ, არ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგანაც შეჩვეული ხართ, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მისი თანადგობის, რჩევის შედეგად იღებდით. ძალიან ხშირად კირჩხიბის ყოფილი პარტნიორი მათთან განშორების შემდეგაც ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას, ვინაიდან რთულია ამ ადამიანების გარეშე ცხოვრება.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანთან განშორების შემდეგ მოგენატრებათ მისი ძალიან ძლიერი ხასიათი, ის, თუ როგორ სჯეროდა თქვენი და როგორ გენდობოდათ. ის მზად იყო თქვენთან ერთად ნებისმიერი მწვერვალი დაეპყრო. ასეთ მიმნდობ ადამიანს სხვას ნამდვილად ვერ იპოვნით.
6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს უყვართ წესრიგი, ორგანიზებულობა, ყველაფერს გეგმის მიხედვით აკეთებენ და სწორედ ეს, წინასწარ გაწერილი ცხოვრება მოგენატრებათ მასთან განშორების შემთხვევაში. მოგენატრებათ მისი კეთილშობილური ხასიათი. ის არა მხოლოდ თავის დღის განრიგს ადგენდა, არამედ თქვენთვისაც ქმნიდა სამოქმედო გეგმას და ამით გიმარტივებდათ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ამის გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. მოგენატრებათ ის, თუ როგორ გიმაგრებდათ ზურგს, როგორი ძლიერი საყრდენი იყო.
7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანთან განშორების შემდეგ ცხოვრებაში ბალანსს ვეღარ იგრძნობთ. სასწორი შესანიშნავად ახერხებდა ბალანსის დაცვას ყველა საკითხში. სწორედ ეს მოგენატრებათ მასთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ყველაზე მეტად. ის თქვენ მშვიდ გარემოს გიქმნიდათ. მსგავსი სიმშვიდის მოპოვება სხვა პარტნიორთან შეძლოთ, რთულად წარმოსადგენია. ის მხოლოდ კი არ უსმენდა თქვენს პრობლემებს, არამედ ცდილობდა, მათი გადაჭრის საუკეთესო გზები ეპოვნა, ასე მოქცევა ყველას არ შეუძლია.
8. მორიელი - მასთან განშორების შემდეგ ყველაზე მეტად მოგენატრებათ ის, თუ რა ვნებიანი შეყვარებული იყო, როგორი ცეცხლოვანი, ქარიზმატული, ის, თუ რა ვნებიანად გამოხატავდა თქვენდამი სიყვარულს. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მოგენატრებათ მისი იდუმალი ბუნება, რომლის ამოცნობაც ბოლომდე ვერ შეძელით და რომლის გამოც იყო ის თქვენთვის ასეთი საინტერესო.
9. მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანთან განშორების შემდეგ მოგენატრებათ ის, თუ როგორ ცდილობდა და ყოველთვის სურდა, რომ რაღაც ახალი გაეკეთებინა და რა აღფრთოვანებული იყო, როცა ურთიერთობაში რაიმე სიახლე შემოჰქონდა. თუ მშვილდოსანს დაშორდებით, იგრძნობთ სამყარო და თქვენი ახალი პარტნიორი რა მოსაწყენები არიან და როგორ აკლია თქვენს ახალ ურთიერთობას მხიარულება. მოგენატრებათ ის, თუ რა მხიარულად, ბედნიერად და საინტერესოდ ატარებდით მშვილდოსნის გვერდით დროს და როგორ შეეძლო მას ცხოვრება ნათელი ფერებით აევსო ყველაზე რთულ მომენტშიც კი. მის გვერდით ცხოვრებას პოზიტიური კუთხით უყურებდით.
10. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და ისინი პარტნიორს საუკეთესო ცხოვრებას სთავაზობენ. სწორედ საუკეთესო ცხოვრება მოგენატრებათ მასთან განშორების შემთხვევაში. მოგენატრებათ იმის ნახვა, თუ როგორ ჰქონდა თითოეული ნაბიჯი გათვლილი, როგორ ისწრაფვოდა მიზნისკენ და თავისი ქცევით თქვენზეც დადებით გავლენას ახდენდა. მოგენატრებათ ის ბედნიერების განცდა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის გვერდით გქონდათ.
11. მერწყული - არავის შეუძლია დაინახოს ადამიანის სილამაზე და მისი შინაგანი ბუნება ისე, როგორც მერწყულს. ის თქვენში განსაკუთრებულ სილამაზეს ხედავდა და თავს საუკეთესოდ გაგრძნობინებდათ. სწორედ ეს მოგენატრებათ ყველაზე მეტად მერწყულთან განშორების შემთხვევაში. მოგენატრებათ მისი შემოქმედებითი ბუნება, რომლის წყალობითაც თქვენი ცხოვრება საინტერესო იყო.
12. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს აქვთ უნარი ცხოვრება, სამყარო განსხვავებული თვალით დაგანახონ, უფრო მეტი ფერი შემოიტანონ ურთიერთობაში და თქვენთვის უცნობ, რომანტიკით სავსე სამყაროში გამოგზაურონ. თევზების გვერდით სამყარო გაცილებით ლამაზია. მასთან განშორების შემთხვევაში, მოგენატრებათ ის, თუ როგორ შეეძლო მარტივი საგნებით, მარტივი ქმედებებით ჩვეულებრივი დღე ნამდვილ დღესასწაულად ექცია და ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა.
თემები: წყვილი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://soulspottv.com/">http://soulspottv.com/</a>