LIFE

მოიშორეთ ლექსიკონიდან ეს ორი სიტყვა და თქვენ უფრო წარმატებულები იქნებით

მოიშორეთ ლექსიკონიდან ეს ორი სიტყვა და თქვენ უფრო წარმატებულები იქნებით

სიტყვებს, რომლებსაც მეტყველების დროს ვიყენებთ, ძალიან დიდი ეფექტი აქვს ჩვენზე, ჩვენს ცხოვრებაზე, თვითშეფასებასა და წარმატებაზე. ამის შესახებ კვლევის დასკვნაშია ნათქვამი.

მაგ: პოზიტიურ წინადადებებს, დადებით კონტექსტში საუბარს, თქვენთვის კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა კი დაასკვნა, რომ სამეტყველო ენის სწორად შერჩევას და სწორად გამოყენებას ადამიანისთვის წარმატება მოაქვს.

პროფესორი ბერნარდ როთი თავის წიგნში „The Achievement Habit” აქვეყნებს ლინგვისტურ მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ ჩვენი ლექსიკონი ისე შევცვალოთ, რომ ის ჩვენთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდეს.

როთის თეორიის მიხედვით,ორი ყველაზე მარტივი რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ არის შემდეგი: 1. ჩაანაცვლეთ „მაგრამ“ „და“ კავშირით; 2. ხოლო სიტყვა „უნდა“ ჩაანაცვლეთ სიტყვებით - „მინდა“, „მსურს“.

მაგ: „მეგობრები კინოში აპირებენ წასვლას, მაგრამ საქმე მაქვს“, ფრაზა უნდა შეცვალოთ ასე - „მეგობრები კინოში აპირებენ წასვლას და მე საქმე მაქვს“.

როთის თეორიის მიხედვით, როცა იყენებთ სიტყვას „მაგრამ“ თქვენ ქმნით კონფლიქტს, წინააღმდეგობას საკუთარ თავთან. თუ მას ჩაანაცვლებთ „და“ კავშირით, ამ ფორმით საკუთარ თავს ეუბნებით, აჯერებთ, რომ ორივე საქმის გაკეთება შეგიძლიათ.

რაც შეეხება სიტყვებს „უნდა“ და „მსურს“, როთის თეორიის თანახმად, როცა ვამბობთ, რომ რაიმე საქმე უნდა გავაკეთოთ, ეს მიუთითებს, რომ რაიმე ჩვენთვის არასასიამოვნო საქმე გვაქვს შესასრულებელი და ამ სიტყვით თავს კიდევ უფრო მეტად ვაჯერებთ, რომ ამ საქმის გაკეთება ჩვენთვის მტანჯველი იქნება.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი: თქვით, „მინდა, მსურს, დღეს ვიმუშაო“ ნაცვლად ფრაზისა - „დღეს უნდა ვიმუშაო.“ რაც გარანტიას გვაძლევს, რომ ამ შემთხვევაში სამუშაო დღეს მხიარულად დავიწყებთ, უფრო მოტივირებულები ვიქნებით და საქმეც უფრო წარმატებული გამოვა. 



<a href="http://www.prima.co.uk">http://www.prima.co.uk</a>