ისტორიულად, ტრადიციულად ითვლება, რომ ქალს, დედას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს შვილის აღზრდის თვალსაზრისით, ვიდრე მამას. მიიჩნევა, რომ განსაკუთრებულ როლს დედები ქალიშვილების აღზრდის კუთხით ასრულებენ, თუმცა ახალი კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს.

რა თქმა უნდა, ორივე მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ კვლევის თანახმად, მამები დედებზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ ქალიშვილების ცხოვრებაზე.თუ გოგონა ორივე მშობლის გვერდით იზრდება, ეს მხოლოდ ჯანსაღი ოჯახური გარემო არ არის, ეს მის ემოციურ მდგრადობასა და კეთილდღეობას განაპირობებს.

როცა საქმე ეხება ემოციურ ასპექტს, გოგონები განსაკუთრებით მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, როცა მამა აქტიურადაა ჩართული მათ ცხოვრებაში. აქ არ ვგულისხმობთ მამის მხრიდან მისი თითოეული ნაბიჯის კონტროლს, ვგულისხმობთ ისეთ მამას, რომელსაც შეუძლია მოუსმინოს ქალიშვილს და მამასთან ერთად მისი მეგობარი და საუკეთესო მრჩეველი იყოს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გოგონებს, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ მამასთან, აქვთ სხვებთან შედარებით უკეთესი უნარი მარტივად გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციებს და ნაკლებად აწუხებთ დეპრესია და შფოთვა.

მამის ჩართულობას ქალიშვილის ცხოვრებაში და ახლო ურთიერთობას ასევე დადებითი გავლენა აქვს ქალიშვილის სასიყვარულო ურთიერთოებაზე. ასეთი გოგონები უფრო თავდაჯერებულები და დამოუკიდებლები არიან. მათ შეუძლიათ უკეთ ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზე და ამის წყალობით ახერხებენ, რომ ადამიანებთან მყარი ურთიერთობები დაამყარონ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ გოგონებს, რომლებსაც მამებთან ახლო ურთიერთობა აქვთ, უფრო თავდაჯერებულები არიან და ეს საშუალებას აძლევთ, თავიანთი ცხოვრება აკონტროლონ დაწარმატებული ადამიანები გახდნენ.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, თუ მამასა და ქალიშვილს ახლო ურთიერთობა აქვთ, ეს გოგონას ფიზიკურ ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს. როგორც წესი, ასეთი ადამიანების ცხოვრება მშვიდი და დაბალანსებულია, რაც რა თქმა უნდა, ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება.

სხვადასხვა კვლევები აჩვენებენ, რომ მამა ქალიშვილისთვის ფინანსური უსაფრთხოების გარანტია და სწორედ მამაა ის, ვინ წარმატების მისაღწევად შვილს ყველაზე ფართო არეალს უჩვენებს.