ზოგიერთი ადამიანი იმდენად რეაგირებს ღალატზე, რომ საერთოდ არიდებს ურთიერთობებს თავს ადამიანებთან. როცა სხვებისგან ინფორმაციას ვმალავთ ჩვენთვის მტკივნეული მოვლენის შესახებ, ამით საკუთარ თავს შესაძლებლობას ვართმევთ მივიღოთ მხარდაჭერა ან დავინახოთ მომხდარი სხვების თვალით. იზოლაცია გვწირავს მარტოობისთვის, რაც საბოლოოდ დეპრესიით სრულდება. მაგრამ იმისათვის რომ წარმატებულად განვკურნოთ ღალატისგან მიყენებული ტრავმა, ჩვენ გვჭირდება სრულიად საპირისპირო.
როგორ განვიკურნოთ ღალატის ტრავმისგან და დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა?
1. მიეცით საკუთარ თავს საშუალება გაიაზროთ მომხდარი. ზოგიერთი დაუყონებლივ იწყებს მოქმედებას, მაგრამ სრულიად ნორმალურია მისცეთ დრო საკუთარ თავს. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ შურისძიებას აპირებთ.
2. იზრუნეთ საკუთარ თავზე - როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. სწორად იკვებეთ, დაკავდით სპორტით, გამოიძინეთ და იყავით კეთილები საკუთარი თავის მიმართ.
3. ეცადეთ დაიცვათ საკუთარი თავი მომავალი ზიანისგან, რომელიც შეიძლება მოგაყენოთ „მოღალატემ“.
4. მოუყევით საკუთარი განცდების შესახებ მას, ვისაც ენდობით. დამალვის დრო არ არის. ხშირად იურთიერთედ მათთან, ვინც გაფასებთ და კარგად იცნობს თქვენს საუკეთესო თვისებებს.
5. არ დაიდანაშაულოთ თავი მომხდარის გამო. შეახსენეთ საკუთარ თავს, რატომ ინარჩუნებდით ურთიერთობებს ადამიანთან, რომელმაც გიღალატათ, და რისი იმედი გქონდათ. გამოავლინეთ თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ და გახსოვდეთ, რომ ღალატი - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და მსგავსის გადატანა ბევრს მოუწია.
არ მისცეთ საშუალება მომხდარს დაანგრიოს თქვენი ურთიერთობები მათთან, ვისაც არასოდეს არ გაუკეთებია თქვენთვის ცუდი. ეცადეთ ყოველდღე მონახოთ დრო სასიამოვნო და პოზიტიური საუბრებისთვის.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ღალატი, ქალები, რჩევები
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>