LIFE

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

იაპონელი მებრძოლი მიამოტო მუსაში ამტკიცებს, რომ არსებობს ცხოვრების 20 წესი და თუ მათ მივყვებით ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრება გვექნება. მუსაშიმ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეადგინა სრულყოფილი ცხოვრებისთვის 20 მთავარი წესი.

1. ისწავლე, მიიღო ცხოვრება ისეთი, როგორიც არის - იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ფსიქიკური მდგრადობა, უნდა მიიღოთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, უნდა მიიღოთ ის, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. სტრესი, შფოთვა და იმედგაცრუება ადამიანის ცხოვრების ნაწილია.

2. უარყავით ნებისმიერი აკვიატება, თუ გინდათ, რომ სასიამოვნო ცხოვრება გქონდეთ - იცხოვრეთ მარტივად, ყოველგვარი აკვიატებების გარეშე და დატკბით ცხოვრების თითოეული წუთით.

 

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

3. ნუ მოიქცევით იმპულსურად - ხშირად გვეუბნებიან, რომ მივყვეთ გულისთქმას, მაგრამ მუსაში გვასწავლის, რომ გულისთქმის მიყოლა არასოდეს არ არის კარგი იდეა. ის გვირჩევს, რომ არ მივიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. ჯერ კარგად დავფიქრდეთ და ამის შემდეგ ვიმოქმედოთ.

4. ნუ იქნებით შემპყრობილი საკუთარი თავით - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანთა დიდი ნაწილისთვის. თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ბევრი საშუალებაა ადამიანმა საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის პრეზენტაცია მოაწყოს. ამაში კი, სოციალური ქსელები ასრულებს დიდ როლს. ზოგიერთი ნამდვილად შემყრობილია საკუთარი თავით, უამრავ „სელფს“ დებს „ინსტაგრამზე“ დღის განმავლობაში. რეალურად მსგავსი ქმედება ჩვენს ცხოვრებას ვნებს. ეცადეთ, ცხოვრების ყველა მიმართულებით ბალანსი დაიცვათ.

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

5. არასოდეს მისცეთ ეჭვიანობას ნება, მართოს თქვენი ცხოვრება - მუსაშის მიხედვით, ეჭვიანობა სიძულვილის ძალიან მძიმე ფორმაა და მას შეუძლია, ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს. ის ამბობს - არასოდეს იეჭვიანოთ სხვებზე. უბრალოდ და მარტივად მადლიერი იყავით იმის, რაც გაქვთ.

6. უარყავით მისაკუთრების სურვილი - ზოგჯერ ადამიანებს უჩნდებათ ძლიერი სურვილი, მათი საკუთრება იყოს ის, რაც მათი არასოდეს, ვერასოდეს იქნება და ეს ხელს უშლით ცხოვრებაში. სჯობს გააცნობიეროთ ეს და ცხოვრება განაგრძოთ.

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

7. არასოდეს იცხოვროთ მწუხარებაში - ხშირად ვამბობთ, რომ წარსულზე არ უნდა ვიდარდოთ, წარსულს ვეღარ შევცვლით. მუსაშის სჯეროდა, რომ ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, აქვს თავის მიზეზი. რატომ უნდა ვიდარდოთ ისეთ რაღაცებზე, რასაც ვეღარ შევცვლით?!

8. ნუ იფიქრებთ განშორებაზე, ნუ დაიტანჯავთ თავს - გამუდმებით ფიქრი იმაზე, რომ მეგობარს ეჩხუბეთ, ან საყვარელ ადამიანს დაშორდით, ან ოჯახის წევრთან კონფლიქტი მოგივიდათ, უარყოფითად მოქმედებს ცხოვრებაზე. არ ღირს ნეგატიური ფიქრებით ცხოვრების დამძიმება. უბრალოდ უნდა შეძლოთ და განაგრძოთ ცხოვრება. ყველა უსიამოვნება წარსულში დატოვეთ.

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

9. თქვენს ცხოვრებაში არ არის წუწუნის დრო - ბევრ ადამიანს გამუდმებით წუწუნი კომფორტს უქმნის, მაგრამ მუსაშის მიხედვით, ეს მხოლოდ დროის ფუჭი კარგვაა. ცხოვრებაში წუწუნის დრო ნამდვილად არ გვაქვს.

10. ნუ მისცემთ ვნებებს ნებას, მართოს თქვენი ცხოვრება - ბევრი ადამიანი ძალიან დიდ დროს ხარჯავს სექსუალურ ფანტაზიებსა და წარმოსახვებზე. ბევრის ცხოვრებას სწორედ ეს ფანტაზიები და ვნებები მართავენ. მუსაში თვლის, რომ ამის ნაცვლად სჯობს, ვიზრუნოთ ნამდვილ სიყვარულზე და სამუდამო ურთიერთობებზე.

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

11. იყავით გულღია და გახსნილი - ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. მიეცით იდეებსა და ოცნებებს გადაქანი, იყავით გახსნილი. სწორედ ასეთ დროს შემოგთავაზებთ ცხოვრება ყველაზე დიდ შესაძლებლობებს.

12. ნუ დახარბდებით ქონებას - ქონება, ძვირადღირებული სახლი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი განძიც არსებობს. მაგ: სიყვარული, ჯანმრთელობა და თვითონ სიცოცხლე.

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

13. ნუ იქნებით გაუმაძღარი - ადამიანების დიდ ნაწილს უყვარს გემრიელად ჭამა, ამით სიამოვნების მიღება. თუმცა მუსაშის სჯერა, რომ ადამიანმა ჭამით სიამოვნება არ უნდა მიიღოს, აუცილებელია საკვები იყოს სასარგებლო და არა გემრიელი.

14. უარი თქვით ისეთ საგნებზე, რომლებიც აღარ გჭირდებათ.

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

15. ნუ დაიჯერებთ იმას რასაც გეუბნებიან - ნუ მიჰყვებით უმრავლესობის აზრს, უნდა გქონდეთ საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. უმრავლესობა ხშირად ცდება.

16. პატივი ეცით ღმერთებს, მაგრამ ნუ მიჰყვებით მათ წესებს.

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

17. ნუ შეგეშინდებათ სიკვდილის - ეს შიში სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას გართმევთ. იცხოვრეთ ყოველი დღით და შეიგრძნეთ თითოეული მომენტი.

18. ნუ გამოიყენებთ იარაღს, სანამ ამის საჭიროება არ დადგება - მუსაში მებრძოლი იყო და ის ამტკიცებდა, რომ იარაღი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოთ, როცა ამის საჭორება ნამდვილად არის. თუ ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებთ ისე, რომ ის დამნაშავე არ არის, ეს დიდი დანაშაულია.

ცხოვრების 20 წესი იაპონელი სამურაისგან, რომელიც მთლიანად შეგცვლით

19. ნუ დატანჯავთ საკუთარ თავს სიმდიდრის მოსაპოვებლად ბრძოლისთვის - ისევ და ისევ, გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში უფრო მეტი საგანძურია, ვიდრე მატერიალური სიმდიდრე.

20. ყოველთვის დაიცავით თქვენი პატიოსნება - იყავით მართალი საკუთარ თავთან და მიჰყევით საკუთარ რწმენას.



<a href="https://www.peacequarters.com">https://www.peacequarters.com</a>