როცა ახალგაზრდები და ლამაზები ვართ გვგონია, რომ ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ როცა 40 წელს მივაღწევთ, ვხედავთ, როგორ იცვლება ჩვენი სხეული და არამარტო. ჩვენ გარშემო თითქოს ყველაფერიიცველბა, ცხოვრებას სხვაგვარად ვუყურებთ. იცვლება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიზუალი, თმები, კანი, ხასიათი. ბევრი ქალი ამ პროცესს ვერ უმკლავდება და მათ დეპრესია და შფოთვა აწუხებთ.

ზოგადად, დეპრესია და შფოთვა ქალის ცხოვრებაში ჩვეულებრივი და აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა, განსაკუთრებით კი, მენოპაუზის ანუ „კლიმაქსურ“ პერიოდში.

მენოპაუზა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, რომელსაც ბევრი სიმპტომი ახასიათებს - მაგ: ზოგჯერ ძალიან გცხელათ, ემოციურად გაუწონასწორებლები ხდებით, აღარ ხართ ადრინდელივით ენერგიულები.

იმისთვის, რომ ეს პერიოდი ნაკლებად მტკივნეული იყოს და მარტივად გაუმკლავდეთ დეპრესიასა და შფოთვას, გთავაზობთ რჩევებს:

1. ძილი - აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო ძილისთვის. თქვენს ორგანიზმს სჭირდება ძილი იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ სტრესს, კუნთებს, სხეულს მოდუნება სჭირდება. ძილი ასევე კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და უკეთ შეძლებს ორგანიზმი, რომ დაწვას ზედმეტი კალორიები.

2. დიეტა - მნიშვნელოვანია ასევე შესაბამისი დიეტა. ჯანსაღი კვება ყველა ასაკში მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მას 40 წლის შემდეგ ენიჭება. მიიღეთ უფრო მეტი მინერალები, ვიტამინებით მდიდარი საკვები, ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძის პროდუქტები. თავი აარიდეთ „ფასთ ფუდებს“, ზედმეტად მარილიან საკვებს და ალკოჰოლს.

3. ვარჯიში - როცა 40 წლის ხდებით, შესაძლოა, მოტივაცია დაკარგული გქონდეთ და აღარ ვარჯოშობდეთ. აუცილებელია დღის განმავლობაში 30 წუთით მაინც ივარჯიშოთ. ირბინეთ, ველოსიპედით იარეთ და დაკავდით ცურვით. ყოველივე გააუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მოქმედებას და უფრო ჯანმრთელები იქნებით, ამასთანავე ვარჯიში კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და ცხოვრების ხალისს შეგმატებთ.

4. ჯანსაღი მკერდი - მკერდის სიჯანსაღეზე ადრეულ წლებში არ ზრუნავთ, მაგრამ 40 წლის შემდეგ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ რამდენად ჯანსაღია ის. ექიმები სწორედ ამ რეკომენდაციას გვაძლევენ. ოდნავი ცვლილების შემჩნევის შემთხვევაშიც კი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

5. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის - თქვენ ყოველთვის გჭირდებათ დრო საკუთარი თავისთვის. ზოგჯერ შეიძლება ეს რთული იყოს, რადგანაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. რეგულარული მედიტაცია, ან იოგის გაკვეთილები დაგეხმარებათ, რომ ემოციური სიჯანსაღე გაიუმჯობესოთ. ჩვენს სხეულს განტვირთა სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა ყოველთვის პირველ ადგილას უნდა დააყენოთ.