ჰოროსკოპი

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

1. ჰაპი - ეგვიპტური ღვთაება, რომელიც ნილოსის ყოველწლიურ მოდიდებას განაგებდა (1-7 იანვარი, 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი) - ეგვიპტური ზოდიაქოს მიხედვით, ამ ნიშნის ადამიანები რაღაც ახლის დასაწყისთან არიან ასოცირებულები. როგორც წესი, ისინი გიჟდებიან ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე, თავს არიდებენ კონფლიქტურ სიტუაციებს რამდენადაც შეუძლიათ. ისინი ოცნებობენ განსხვავებულ შესაძლებლობებზე და ყველაზე კარგად ეწყობიან ზოდიაქოს ნიშნებს ამონ რასა და სეთს.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

2. ამონ რა - მზის ღმერთი (8-21 იანვარი, 1-11 თებერვალი) - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ბუნებით ლიდერები არიან. არიან აბსოლუტურად თავდაჯერებულები და შეუძლიათ ადამიანების, მოვლენების გაკონტროლება. ყოველთვის აკეთებენ საუკეთესოს, ეხმარებიან სხვებს მოტივაციის ამაღლებაში. ისინი შესანიშნავი მენტორები არიან. ყველაზე კარგად ეწყობიან ზოდიაქოს ნიშნებს - ჰაპსა და ჰოროსს.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

3. მუტი - ეგვიპტის ქალღმერთების დედოფალი (22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი) - ზოდიაქოს ეს ნიშანი არის დედის სიმბოლო. მუტის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებით მზრუნველი ხასიათი აქვთ და როგორც წესი, ისინი საუკეთესო მშობლები არიან. მათ აქვთ ლოგიკურად და პრაქტიკულად აზროვნების უნარი. წარმატებას აღწევენ იურისპუდენციაში, ასევე პედაგოგიკის მიმართულებით. ყველაზე კარგად ეწყობიან ამონ რას და თოტს.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

4. გები - დედამიწის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში (12-29 თებერვალი, 20-31 აგვისტო) - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მგრძნობიარე ხასიათით გამოირჩევიან და ძალიან კეთილები არიან. ისინი ენდობიან ინტუიციას და თავიანთ გრძნობებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ მსოფლიოზე. მათ იციან გარემოსა და ბუნების ფასი და ვერ იტანენ, როცა ვინმე ბუნებას ვნებს. ყველაზე კარგად ეწყობიან სეთსა და ჰოროსს.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

5. ოსირისი - ეგვიპტურ მითოლოგიაში მცენარეულობისა და წყლის ღმერთი (1-10 მარტი, 27 ნოემბერი - 18 დეკემბერი) - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ორი განსხვავებული ხასიათი აქვთ. ერთი მხრივ ისინი ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან, მაგრამ მეორე მხრივ დაუცველობის შეგრძნება სტანჯავთ. არიან დამოუკიდებლები და მოსწონთ, როცა მიზნისკენ დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით მიისწრაფვიან. ისინი ყველაზე კარგად თოტსა და ისიდას ეწყობიან.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

6. ისიდა - ნაყოფიერების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი (11-31 მარტი, 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი) - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან პირდაპირები არიან და თავს არიდებენ ყოველგვარ გაუგებრობას. ისინი იცავენ და დედობრივ მზრუნვალობას იჩენენ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება. არიან ძალიან ენერგიულები და მხიარულები. ყველაზე კარგად ეწყობიან ოსირისსა და თოტს.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

7. თოტი - სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება (1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი) - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის ძალიან მარტივია ურთულესი პრობლემის გადაჭრაც კი. მათ აქვთ შესანიშნავი მეხსიერება და არასოდეს არაფერი ავიწყდებათ. ასევე არიან ძალიან რომანტიკულები და სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა სურთ. ყველაზე კარგად ისიდასა ბასტეტს ეწყობიან.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

8. ჰოროსი - ცისა და მზის ღმერთი (20 აპრილი - 7 მაისი, 12-19 აგვისტო) - ამ ადამიანებს უყვართ რისკის გაწევა. იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ, უკან არაფერზე იხევენ. არიან ოპტიმისტები და ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. ყველაზე კარგად ეწყობიან ბასტეტსა და გებს.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

9. ანუბისი - სიკვდილის ღმერთი (8-27 მაისი, 29-13 ივლისი) - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან ვნებიანები არიან. მათ უყვართ სიმშვიდე, განტვირთვა, მშვიდ გარემოში ცხოვრება. ძალიან თავდაჯერებულები არიან. ყველაზე კარგად ბასტეტსა და ისიდას ეწყობიან.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

10. სეთი - მრისხანების, ქაოსის, ომისა და სიკვდილის ღმერთი (28 მაისი - 18 ივნისი, 28 სექტემბერი - 2 ოქტომბერი) - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები პერფექციონისტები არიან და მუდამ ცვლილებისკენ ისწრაფვიან. მათ უჭირთ ერთ ადგილას გაჩერება. კარგად გამოსდით კომუნიკაცია და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. უყვართ გამოწვევები. ყველაზე კარგად ჰაპსა და გებს ეწყობიან.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

11. ბასტეტი - მთვარის ქალღმერთი (14-28 ივლისი, 23-27 სექტემბერი, 3-17 ოქტომბერი) - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ცხოვრებაში ბალანსს და სიმშვიდეს ეძებენ. გამოირჩევიან ინტუიციის გრძნობით და ყველაზე კარგად ჰოროსსა და სეხმეტს ეწყობიან.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით

12. სეხმეტი - ომისა და განსაცდელის ღვთაება (29 ივლისი - 11 აგვისტო, 30 ოქტომბერი - 7 ნოემბერი) - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მყარად დგანან მიწაზე, არიან ჭკვიანები და ინტელექტუალები. საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით და დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ყველაზე კარგად გებისა და ბასტეტის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეწყობიან.

ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ ეგვიპტური ასტროლოგიის მიხედვით



<a href="http://soulspottv.com">http://soulspottv.com</a>