რა ვაჩუქო? - მარტივი და სასიამოვნო საახალწლო საჩუქრების ჩამონათვალი, რომელთა ყიდვაც ძვირი არ დაგიჯდებათ
- 14.11.2017
რა ვაჩუქო? - ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ეს კითხვა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. საჩუქრების გაცვლა ახალი წლის გამორჩეულად სასიამოვნო ნაწილია, მაგრამ საკმაოდ რთულია ყველასთვის - მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა. გარდა იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის გაქვთ შესაბამისი საჩუქარი მოსაფიქრებელი, ამავდროულად ბიუჯეტზეც უნდა იფიქროთ და ისე უნდა მოიქცეთ, რომ ფული ყველას საჩუქრისთვის გეყოთ.
ამიტომ, გადავწყვიტეთ სასიამოვნო და სახალისო სააახალწლო საჩუქრების სია შემოგთავაზოთ, რომელთა ყიდვაც ძვირი არ დაგიჯდებათ:
1. დეკორაციული და სურნელოვანი სანთელი - ახალი წელი დეკორაციული სანთლების გარეშე წარმოუდგენელია. მისი ყიდვა ნამდვილად შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად, თანაც დიდი არჩევანია და ეცადეთ მაქსიმალურად ორიგინალური სანთელი შეარჩიოთ.
2. ფერადი, ნახატებით სავსე წიგნი - ასეთი წიგნები მხოლოდ ბავშვებისთვის არაა. ნახატებით სავსე წიგნი უფროსებისთვისაც სასიამოვნო საჩუქარია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი წიგნების დათვალიერება ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება.
3. ფრჩხილის ლაქი, ან რაიმე სხვა კოსმეტიკური საშუალება - ქალების დიდი ნაწილი გიჟდება კოსმეტიკურ საშუალებებზე. შეგიძლიათ აჩუქოთ მისთვის საყვარელი ფერის პომადის ახალი ტუბი, ფრჩხილის ლაქი და ა.შ.
4. რაიმე უნიკალური სუვენირი, რომელიც თქვენი მოგონებებიდან ადრესატს რაიმეს გაახსენებს.
5. უბრალოდ, შეგიძლიათ აჩუქოთ საყვარელი ყავის შეკვრა - ძნელი წარმოსადგენია, რომ არ გყავდეთ მეგობარი, რომელიც არ გიჟდება ყავაზე. მისთვის სწორედ ასეთი საჩუქარი იქნება იდეალური.
6. დღიური ჩანაწერებისთვის - განსაკუთრებით გოგონებს მოსწონთ მსგავსი საჩუქრები.
7. შეგიძლიათ, საჩუქრად უყიდოთ საყვარელი კერძი, ან თავად მოუმზადოთ - ეს ნამდვილად განსაკუთრებული საჩუქარია.
8. ჩაის შეკვრა - რა თქმა უნდა, ჩაის მოყვარული მეგობრისთვის. შეგიძლიათ, რაიმე განსაკუთრებული და მისთვის აქამდე უცნობი არომატი შეარჩიოთ.
9. ორიგინალური ფორმის ფანარი.
10. საყვარელი წიგნი, ან ჟურნალი.
11. სამზარეულოს პირსახოცი, თეფშების ტილო.
12. ყავის, ან ჩაის ჭიქა.
13. სურნელოვანი საპონი.
14. ტკბილეული, ტკბილი პური, ფუნთუშა.
15. ჟელეს შემცველი ტკბილეული.
16. კალენდარი - ეს ნამდვილად სასარგებლო საჩუქარია.
17. რაიმე არომატული სასმელი.
18. კოქტეილი.
19. სახლში მომზადებული საშობაო ნამცხვარი.
20. ყვავილები.
21. დონატები.
22. თეატრის, ან კინოს ბილეთები.
თემები: საჩუქრები, საჩუქრები ქალებს, ახალი სუნამო
<a href="http://lifestyle.allwomenstalk.com">http://lifestyle.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია