8 საკვები, რომლებიც თქვენი კბილებისთვის ტკბილეულზე უფრო მეტად სახიფათოა - სტომატოლოგის რჩევები
- 15.11.2017
ბავშვობიდან გონებაში ჩაბეჭდილი გვაქვს, რომ არ უნდა მივირთვათ ბევრი ტკბილეული, შოკოლადი, რადგანაც ის ზოგადად ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით კბილებისთვის მავნებელია.
გამოცემა „Insider“ აქვეყნებს სტომატოლოგ მარკ ბარჰენის რჩევებს.
„შაქარი არ იწვევს კბილების გაღიზიანებას, მათ გაღიზიანებას იწვევს მჟავა“, - ამბობს მარკ ბარჰენი.
„საკვების მირთმევის შემდეგ პირის ღრუში რჩება მჟავა და სწორედ ის უქმნის დიდ პრობლემებს კბილებს. მჟავა აშორებს კბილებს კალციუმს, ასევე კბილის ემალს აშორებს მინერალებს და მის სტრუქტურას ცვლის“, - ამბობს სტომატოლოგი.
მარკ ბარჰენი გამოყოფს რვა სახის საჭმელსა და სასმელს, რომლებიც კბილებზე ყველაზე ცუდად მოქმედებენ:
1. მარილიანი საკვები - მაგ: კრეკერები, მარილიანი ჩხირები, უფრო ცუდია კბილებისთვის ვიდრე კანფეტები, რადგანაც ეს პროდუქტი არის ფერმენტირებული და სახამებლის მაღალი შემცველობა აქვთ.
2. „ოქროს თევზი“ - ოდესმე შეგინიშნავთ, რომ ეს პროდუქტი პირში წებოვანი ხდება? თითქოს საღეჭი რეზინია. ასეთ დროს, როგორც სტომატოლოგი ამბობს, ბაქტერია უფრო აქტიურდება და პირის ღრუში კბილებისთვის მავნებელი მჟავა უფრო აქტიურად გამოიყოფა. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ ეს საკვები და განსაკუთრებით მავნებელია ის ბავშვებისთვის. ბარჰენი გირჩვეთ, რომ უმჯობესია, მიირთვათ ჯანსაღი საკვები, ხილი და ბოსტნეული, ნუში, ასევე შავი შოკოლადი.
3. ჩირი - კბილებისთვის ყველა სახის ჩირი მავნებელია. როცა ხილი გამომაშრალია, გამხმარია, მასში აღარ არის წვენი, რაც შაქარს ძალიან ააქტიურებს და კბილებს ვნებს.
4. ყელის ტკივილისა და ხველის საწინააღმდეგო საწუწნი აბები - ეს აბები კანფეტების მსგავსად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ის ააქტიურებს ბაქტერიას პირის ღრუში და პრობლემებს წარმოშობს.
5. გრეიფრუტი - ადამიანები თვლიან, რომ გრეიფრუტი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ რეალურად, მას საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია თქვენი კბილებისთვის. გრეუფრუტი დიდი რაოდენობით შეიცავს მჟავას. მისი მოქმედების შედეგად, კბილის ემალი კარგავს ჯანსაღ იერს, ის კბილიდან შთანთქავს კალციუმს.
6. ყავა - ყავა შეიცავს ტანინის მჟავას და შესაბამისად, ყავას იმაზე მეტი ზიანის მიყენება შეუძლია თქვენი კბილებისთვის, ვიდრე წარმოიდგენთ. მისი მოქმედების შედეგად შეიძლება დაიშალოს ემალი. რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ყავას, მით უფრო ცუდ გავლენას ახდენს ის კბილებზე.
7. დიეტური სასმელები - ამ სასმელებს არ აქვთ შაქარი, თუმცა შეიცავენ დიდი რაოდენობით მჟავებს, მათ შორის ფოსფორის მჟავას, რაც კატასტროფულად მოქმედებს კბილებზე.
8. ლიმონის ცივი ჩაი - ბარჰენის რეკომენდაციით მსგავსი სასმელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ, თუ გსურთ, რომ კბილებს ჯანსაღი იერი დიდხანს შეუნარჩუნდეს, ვინაიდან ის დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს და ისეთი ეფექტი აქვს კბილებზე, როგორც ძმრის მოხმარებას.
თემები: დიეტა, სწორი კვება, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, კბილები
<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია