პრიალა კანის 6 საიდუმლო, რომელსაც ლამაზი ქალები არასოდეს ამხელენ
- 19.11.2017
ყველას გვხიბლავს პრიალა და მოვლილი კანი, თუმცა როცა საიდუმლო რეცეპტის გაგებას მოვინდომებთ, იშვიათად ვინმე გაგვიმხელდეს. რა არის სინამდვილეში გლუვი და პრიალა კანის საიდუმლო? გაგიმხელთ 6 ეფექტურ რეცეპტს, რომელთა საშუალებითაც თქვენი კანი საოცარი გახდება.
1. ბრინჯიანი წყალი - ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანისთვის. ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან. ერთ ფინჯან წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი ბრინჯი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ მოურიეთ, წყალი ღრუბლისფერი უნდა გახდეს. ამის შემდეგ წყალი და ბრინჯი განაცალკევეთ და მიღებული სითხე სახეზე წაისვით. დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. მომდევნო დილით სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. პიტნა და მწვანე ჩაი - პიტნა და მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელსაც შეუძლია თქვენს კანს ჯანსაღი იერი დაუბრუნოს, უფრო გლუვი და პრიალა გახადოს. ცხელ წყალში მოათავსეთ მწვანე ჩაის ბალიში, ჩაყარეთ პიტნის ფოთლები და გააჩერეთ 10 წუთი. დაელოდეთ სანამ მიღებული სითხე არ გაგრილდება შემდეგ კი ბამბით სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.
3. ეთერზეთები - შეგიძლიათ, გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ლავანდის, ან ზეითუნის ზეთი. წაისვით სახეზე და თან თითების ნელი მოძრაობით 5 წუთის განმავლობაში მასაჟი გაიკეთეთ. ასეთი ზეთები ატენიანებს კანს და უფრო ბრწინვალეს ხდის. რამდენიმე დღეში ნახავთ, რომ თქვენს სახეს უფრო ახალგაზრდული იერი ექნება.
4. ნიღაბი უფრო ნათელი სახისთვის - ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ფორთოხალი და იოგურტი. ერთი ფორთოხლითა და ერთი სუფრის კოვზი იოგურტით გააკეთეთ მიქსი. წაისვით სახეზე და 20 წუთში ჩამოიბანეთ.
5. ლიმონისა და ალოე ვერას ნიღაბი -ეს ნიღაბი კანს ატენიანებს, უფრო ნათელს ხდის და ამასთანავე, სახიდან შავ წერტილებსაც აშორებს. წაისვით მიღებული ნაზავი სახეზე ბამბით და აცადეთ გაშრობა. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ დღეში ორჯერ.
6. შალის ბალიში - საუკეთესო გზა სახის გასაწმენდად შალის ბალიშის გამოყენებაა. გამოყენებამდე მოათავსეთ თბილ წყალში და რამდენიმე წუთი გააჩერეთ და შემდეგ სახე გაიწმინდეთ. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს, დაძინებამდე.
თემები: კანის მოვლა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები
<a href="https://www.gofit-stayfit.com/">https://www.gofit-stayfit.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია