1. პროპორციის დარღვევა
თუ იცვამთ თავისუფალ შარვალს, უკეთესია შეურჩიოთ მომდგარი ტოპი, და პირიქით - ოვერსაიზის პერანგი შეუხამეთ ვიწრო ჯინსებს.
2. ირჩევთ ერთი ტონალობის აქსესუარებს
ერთი ფერის ჩანთა, ფეხსაცმელი, ქამარი ძველმოდურად ითვლება. თანამედროვე სტილის შესაქმნელად საკმარისია დაამატოთ ერთი მოდური ნივთი, დანარჩენი ყველაფერი კი შეარჩიოთ ნეიტრალურ ფერებში.
3. გავიწყდებათ ქამარი
გამოიმუშავეთ ჩვევა ეცადეთ ნებისმიერ სტილს შეუხამოთ სილუეტი „ქვიშის საათი“, და თქვენი სტილი ყოველთვის თვალისმომჭრელი იქნება.
4. გიყვართ სტილი რეტრო
ისეთმა უნივერსალურმა ნივთმაც კი, როგორიცაა ჯინსი, შეიძლება ასაკი მოგიმატოთ, თუ თვალს არ ადევნებთ მოდელების აქტუალურობას. მაგალითად, გაშვებულ ჯიბს ძველმოდური სახე აქვს და მხოლოდ ზედმეტ წლებს მოგიმატებთ. დაუთმეთ ეს მოდელი მათ, ვინც ჯერ კიდევ 20 წლისაც არ არის.
5. აგრძელებთ მოზარდის ტანსაცმელის ყიდვას
არ ღირს იმის ტარება, რასაც 16 ან 20 წლის ასაკში ატარებდით. ჯინსები სტრაზებით და მაისურები მულტფილმების გმირებით თქვენ სტილს უფრო ახალგაზრდულს არ გახდის, პირიქით, ასაკობრივ კონტრასტს გააძლიერებს. ყველაზე უბრალო ჯინსებსა და უპრინტო მაისურში თქვენ ნამდვილად ახალგაზრდულად და მოდურად გამოჩნდებით.
6. ატარებთ სათვალის ძველმოდურ ჩარჩოს
სათვალე დიდი ხანია სტილური და სასარგებლო აქსესუარია, რომელსაც შეუძლია თქვენს სასარგებლოდ გაუკეთოს კორექტირება სახის ნაკვთებს, ასევე გააფუჭოს ერთიანი სტილი.
7. უპირატესობას ანიჭებთ მუქი ფერის პომადებს
მუქი ფერის პომადა აპატარავებს ტუჩებს და გმატებთ ასაკს. თუ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ მოდურ ტრენდზე, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ ხასხასა კენკროვან ფერებს, ცივი ტონალობის პომადები კი გააჩუქეთ.
თემები: როგორ ჩავიცვათ, სად რა ჩავიცვა, ტრენდი, ქალები, რჩევები, ჩაცმულობა
<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია