HENDRICK’S-მა თბილისში პიარის ლეგენდას — დენის უილკოქსს უმასპინძლა
- 21.11.2017
ყველაზე ავანგარდული, შემოქმედებითი და არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანების საყვარელი სასმელის რადარში ამჯერად ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინტეგრირებული კომუნიკაციების სააგენტო „ფაბლისითი ჯგუფი“ მოექცა. თუმცა Hendrick’s-ი მას ოფისის ნაცვლად ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ განსაკუთრებულ საღამოზე ეწვია: ღონისძიება საქართველოს პიარ-კლუბის წევრებისთვის გაიმართა და მისი განსაკუთრებული სტუმარი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედებითი მოაზროვნე, პიარის ლეგენდა დენის უილკოქსი იყო.
უილკოქსი საქართველოში სწორედ „ფაბლისითი ჯგუფის“ მოწვევით ჩამოვიდა და დახურულ საღამოზე პიარ-კლუბის წევრებისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმში მასტერკლასი გამართა; სტუმრების შემოქმედებითი საუბრები კი ჭიქა კოქტეილმა — Hendrick’s Tonic-მა გაალამაზა.
შეგახსენებთ, რომ HENDRICK’S-ი ყველაზე არასტანდარტული გემოთი გამორჩეული ჯინია, რომელსაც ავანგარდული ადამიანების საყვარელ სასმელს უწოდებენ, ამიტომაც მისი წვეულებების მთავარი სამიზნე შემოქმედებითი სააგენტოების თანამშრომლები არიან. მის განსხვავებულ გემოს 11 სახის იშვიათი ინგრედიენტი განაპირობებს, დისტილაციის უჩვეულო მეთოდებთან ერთად.
ბრენდის 2 სიმბოლო — ვარდი და კიტრი ჯინის ყველაზე შემოქმედებით ფორმულას — ვარდის და კიტრის ესენციების ნაზავს აღნიშნავს; მიღებული სითხე კი 2 სხვადასხვა მეთოდით გამოხდილი სპირტის — ორთქლზე ხარშვით და დუღილის ტექნოლოგიით დამზადებული ჯინის მიქსია. რაც მთავარია, HENDRICK’S-ის ჩამოსხმა აბსოლუტურად ხელნაკეთ პროცესს წარმოადგენს.
თემები: Hendrick's, Hendrick's Gin, Hendrick's-ის კოქტეილის წვეულება, კოქტეილის საღამო, Hendrick's-ის კოქტეილები, დენის უილკოქსი, პიარის ლეგენდა, Dennis L. Wilcox, Public Relations, PR Legend, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი, პიარ-კლუბი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია