1. შავი - თუ თქვენი საყვარელი ფერი შავია, ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია პრესტიჟი, ძალაუფლება და რეპუტაცია. გსურთ, ყველაფერი აკონტროლოთ.

2. ცისფერი - კონსერვატორი, სანდო და საიმედო ადამიანი ხართ. ყველაზე მეტად გჭირდებათ იპოვოთ შინაგანი სიმშვიდე და მუდამ სიმართლის, ჭეშმარიტების ძიებაში ხართ.

3. ყავისფერი - მიწაზე მყარად დგახართ. ყველაზე მეტად გჭირდებათ დაცულობის განცდა. ცხოვრებაში კომფორტს და მატერიალურ კეთილდღეობას ეძებთ.

4. მწვანე - ხართ კეთილი, დიდსულოვანი და შეგიძლიათ, ადამიანის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანით. გსურთ, რომ გიყვარდეთ და უყვარდეთ. ეძებთ დაცულობისა განცდას.

5. ნაცრისფერი - ძალიან მშვიდი ხართ. ყოველგვარ პრობლემას მშვიდად და აუღელვებლად ხვდებით. გსურთ, რომ ადამიანებმა პატივი გცენ და შეგიყვარონ ისეთი, როგორიც ხართ.

6. მუქი ლურჯი - პატიოსანი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია ყველას გაუგოს. ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ჰარმონიის პოვნა გჭირდებათ.

7. ნარინჯისფერი - ძალიან თბილი და მეგობრული ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები, სხვადასხვა ადამიანებთან ინტეგრაცია.

8. ვარდისფერი - ძალიან საყვარელი, კეთილი და მგრძნობიარე ხართ. ყოველთვის სხვების დახმარებისკენ მიილტვით. ყველაზე მეტად სიყვარული გჭირდებათ.

9. წითელი - ოპტიმისტი და თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ყველაზე მეტად წარმატების მიღწევისკენ და მატერიალური კეთილდღეობისკენ მიილტვით.

10. ფირუზისფერი - მეგობრული ხართ და თქვენთან კომუნიკაცია მარტივია. პრობლემებს არასდროს ქმნით და ყველასთვის სასურველი მეგობარი ხართ. ყველაზე მეტად გჭირდებათ, რომ საკუთარი გრძნობები, ოცნებები ვინმეს გაუზიაროთ.

11. იისფერი - თავისუფალი სული ხართ, რომელიც მუდამ სიახლეებს ეძებს. ყველაზე მეტად გჭირდებათ თავისუფლება, საკუთარი დრო შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად.

12. თეთრი - ძალიან სუფთა, ნაზი და სპეტაკი ადამიანი ხართ. პოზიტიური და ოპტიმისტური ბუნებით გამოირჩევით. ყველაზე მეტად ცხივრების გამარტივება გსურთ,

13. ყვითელი - ძალიან მხიარული ადამიანი ხართ. მუდამ იდეებით სავსე. ყველაზე მეტად გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება ლოგიკური თანმიმდევრობით ვითარდებოდეს.