LIFE

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ ბუდისტური წინასწარმეტყველება თქვენ შესახებ

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ ბუდისტური წინასწარმეტყველება თქვენ შესახებ

მანდალა ინდუიზმისა და ბუდიზმის წმინდა სიმბოლოა. ის არის მრგვალი ფორმის და დედამიწას წარმოადგენს. მანდალას მედიტაციის დროს იყენებენ.

გთავაზობთ ექვს, სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებულ მანდალას, აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი და გაიგეთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი.

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ ბუდისტური წინასწარმეტყველება თქვენ შესახებ

1. თუ პირველი მანდალა აირჩიეთ, სულგრძელი, გულუხვი ადამიანი ხართ, რომელიც ცდილობის ზნეობის ნორმები ზედმიწევნით დაიცვას - ძალიან ამბიციური ადამიანი ხართ და ყველას მაღალ სტანდარტებს უწესებთ, განსაკუთრებით კი, საკუთარ თავს. ცდილობთ, ყოველთვის საუკეთესო იყოთ. ძალიან შრომისმოყვარე და მოტივირებული ხართ. გსურთ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამავდროულად, ხისტი ხასიათი გაქვთ, სისასტიკით გამოირჩევით, რის გამოც ადამიანები გაგირბიან და როცა წარმატებას მიაღწევთ, გვერდით არავინ გეყოლებათ ვისთვისაც ბედნიერების გაზიარებას შეძლებთ.

2. მომაჯადოებლად მომხიბვლელი და ერთგული, სიმართლისმოყვარე ადამიანი ხართ - გიყვართ სხვებზე ზრუნვა. ყველა საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, პასუხისმგებლობითა და სრული სერიოზულობით ეკიდებით. კარგი ადამიანი ხართ და ხშირად ხდებით სხვებისთვის ინსპირაციის წყარო. საოცრად სასიამოვნო ხასიათი გაქვთ. შეგიძლიათ სხვების წარმატებით გაიხაროთ, რის გამოც ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ და აუცილებლად წარმატებული იქნებით.

3. თუ მესამე მანდალა აირჩიეთ, თქვენ დიადი იდეებით სავსე ადამიანი ხართ და საოცრად ნათელი გონება გაქვთ - გიყვართ დროის მარტო გატარება, რათა ცხოვრების გეგმა შეადგინოთ და უკეთ დასახოთ მიზნისკენ მისაღწევი გზა. გიყვართ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუდამ რაიმის შესწავლისკენ ისწრაფვიან. ზოგჯერ თქვენს იდეებს ადამიანები ეჭვით უყურებენ, მაგრამ თქვენ მხოლოდ თქვენს გონებას ენდობით და სწორედ ამაშია თქვენი წარმატების გასაღები.

4. თუ მეოთხე მანდალა აირჩიეთ, გამჭრიახი და ფილოსოფოსი ხართ - სიკეთე, გულწრფელობა და პატიოსნება გახასიათებთ. შემოქმედებითი უნარითა და იტუიციით გამოირჩევით, ამასთანავე ძალიან ემოციური ხართ და ხშირად გტკენენ გულს ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი გაგება არ შეუძლიათ. შეგიძლიათ, დაინახოთ ცხოვრების როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარე.

5. თავდაჯერებული და მბრძანებლურიხასიათი გაქვთ, თუ მეხუთე მანდალა აირჩიეთ - ძალიან დამოუკიდებელი ხართ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი, ნდობა და რწმენა გაქვთ. იცით თქვენი შინაგანი ძალის შესახებ. მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ სასურველის მისაღებად.

6. თუ მეექვსე მანდალა აირჩიეთ, თქვენ დიდსულოვანი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ - ძალიან კომუნიკაბელური ხართ და ბევრი მეგობარი გყავთ. გიყვართ ადამიანებთან ჯანსაღი და მყარი ურთირთობების აგება. დადებითი აურა გაქვთ და გადამდები სიკეთით გამოირჩევით. მგრძნობიარე და დიდსულოვანი ხართ.



<a href="http://soulspottv.com">http://soulspottv.com</a>