LIFE

ყველაფერი შესაძლებელია, თუ შესაბამის საფასურს გადაიხდით - რა არის სასურველის მიღების ფასი?

ყველაფერი შესაძლებელია, თუ შესაბამის საფასურს გადაიხდით - რა არის სასურველის მიღების ფასი?

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, რაც გსურთ, გქონდეთ, რაც გინდათ, ან უბრალოდ იყოთ ისეთი, როგორიც ყოველთვის გსურდათ რომ ყოფილიყავით, მაგრამ ამისთვის შესაბამისი ფასი გადაიხადოთ.

შეგიძლიათ, გახდეთ მილიონერი საკმაოდ მცირე დროში.

შეგიძლიათ, იყოთ ნებისმიერ საკითხში ექსპერტი.

შეგიძლიათ, იყოთ წარმატებული ბიზნესმენი.

შეგიძლიათ, იყოთ რკინისებურად გამძლე ნებისმიერი სახის შეჯიბრის დროს.

შეგიძლიათ, იყოთ მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ შესაბამის საფასურს გადაიხდით - რა არის სასურველის მიღების ფასი?

შეგიძლიათ, გქონდეთ შესანიშნავი და მყარი ურთიერთობები რომანტიკულ პარტნიორთან, ბიზნეს პარტნიორებთან, კოლეგებთან, მენტორებთან და საერთოდ, იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი შთაგონების წყარონი არიან.

შეგიძლიათ, რომ უბრალოდ იყოთ ის პიროვნება, როგორიც გსურთ.

შეგიძლიათ, იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორიც მოგწონთ.

მაგრამ ამ ყველაფრისთვის შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოთ.

უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ გსურთ რომ იყოთ ყველგან, უნდა დაასრულოთ ერთ ადგილას ყოფნა. თუ გინდათ იყოთ მნიშვნელოვანი ადამიანი, უნდა დაასრულოთ ისე ცხოვრება, თითქოს არავინ ხართ.

უნდა აირჩიოთ - რისი გაკეთება გსურთ და როგორი ადამიანი გინდათ რომ იყო.

თუ გინდათ მნიშვნელოვან საქმეებს გაუძღვეთ, უნდა დაასრულოთ უმნიშვნელო საქმეების კეთება.

უნდა მართოთ თქვენი გონება და დრო.

არ უნდა გააგრძელოთ ოცნებებში ცხოვრება, რეალური ნაბიჯები უნდა გადადგათ.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ შესაბამის საფასურს გადაიხდით - რა არის სასურველის მიღების ფასი?

უნდა გააანალიზოთ, რა გსურთ სინამდვილეში და არავის არ უნდა მისცეთ თქვენი შეჩერების უფლება.

უნდა დაივიწყოთ ცუდი ჩვევები.

უნდა გადაალაგოთ პრიორიტეტები.

ხშირად უნდა თქვათ „არა“.

ყოველ დღე უნდა გააკეთოთ პირველ რიგში ის, რაც პრიორიტეტულია.

უნდა გადაიხადოთ ყველაფრის საფასური.

თუ საფასურს გადაიხდით, აბსოლუტურად ყველაფერს მიიღებთ, რაც გსურს.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ შესაბამის საფასურს გადაიხდით - რა არის სასურველის მიღების ფასი?

უნდა შეეშვათ "ფეისბუქში“ დროის უსარგებლოდ გატარებას.

კონცენტრირება უნდა მოახდინოთ სწავლაზე, ახლის შეცნობაზე, ახლის შექმნაზე.

ალბათ უამრავი ისეთი საქმე არსებობს, რომლითაც ყოველდღიურად ხართ დაკავებული, დროს ხარჯავთ და რეალურად ეს საქმე არაფრის მომცემია, შეეშვით ასე ცხოვრებას.

დატოვეთ ყოველგვარი ასეთი აქტივობა წარსულში და დაკავდით მხოლოდ სასარგებლო საქმით.

დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:

როცა თავისუფალი 5 წუთი გაქვთ, რას აკეთებთ? მიგაჩნიათ, რომ უნდა გაერთოთ, თუ რაიმის მისაღწევად საფასური უნდა გადაიხადოთ, ანუ მიზნის მისაღწევად რაღაც უნდა გააკეთოთ?

როცა დილით მაღვიძარა რეკავს, თიშავთ მას და ძილს აგრძელებთ, თუ სასურველის მისაღწევად საფასურს იხდით (ანუ დგებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გეზარებათ)?

ყველაფერი შესაძლებელია, თუ შესაბამის საფასურს გადაიხდით - რა არის სასურველის მიღების ფასი?

როცა ვინმე მოგწონთ, შეყვარებული ხართ, სმარტფონში უყურებთ მის ფოტოებს, თუ მოქმედებთ და სასურველის მისაღებად საფასურს იხდით?

ნამდვილად გსურთრაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევა, თუ ჯერ კიდევ არ ხართდარწმუნებული?

ერთ ნაბიჯს დგამთ 20 მიზნისკენ, თუ 20 ნაბიჯს ერთი მიზნისკენ?

რამდენ საათს ატარებთ დღის განმავლობაში სრულიად უსაქმოდ? რამდენ საათს ატარებთ წარმატების მისაღწევ ბრძოლაში, რამდენი საათის განმავლობაში იხდით საფასურს მიზნის მისაღწევად?

რა გსურთ სინამდვილეში?

მზად ხართ, რომ შესაბამისი ფასი გადაიხადოთ?

გახსოვდეთ, ცხოვრებაში უფასო არაფერია, განსაკუთრებით კი, დრო. ის ყველაზე ძვირად ფასობს. უკან ერთ წუთსაც კი ვერ დაიბრუნებთ.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ შესაბამის საფასურს გადაიხდით - რა არის სასურველის მიღების ფასი?

შეგიძლიათ, იცხოვროთ კონკრეტული მიზნისთვის. შეგიძლიათ, დრო თქვენს ღირებულებებს მოახმაროთ. შეგიძლიათ გახდეთ ისეთი, როგორიც ყოველთვის გსურდათ, რომ ყოფილიყავით.

მაგრამ ყოველთვის უნდა გადაიხადოთ შესაბამისი საფასური.



<a href="https://www.thriveglobal.com">https://www.thriveglobal.com</a>