უკეთესი ადამიანი მაშინ გახდებით, როცა ცხოვრების ამ 5 ჭეშმარიტებას ისწავლით - ბუდისტური ფილოსოფია
- 25.11.2017
იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები, მივაღწიოთ დასახულ მიზანს, ან უბრალოდ, იმისთვის, რომ გადავრჩეთ, ყველა ჩვენგანს ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს.
ზოგჯერ ვცდილობთ, უარვყოთ, არ ვაღიაროთ ეს დაბრკოლებები იმიტომ, რომ ძალიან რთულია. რთულია, თვალი გაუსწორო და პირდაპირ შეხედო პრობლემას, მაგრამ რამდენადაც რთულია ასე მოქცევა, იმდენად საჭირო და აუცილებელი გახლავთ.
ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით, ბედნიერება გულისხმობს ცხოვრების უარყოფითი მხარეების მიღებასაც. ნეგატივის უარყოფით ჩვენ უბრალოდ თვალებს ვიბრმავებთ, ვცდილობთ, არ აღვიქვათ რეალობა.
გთავაზობთ 5 სიმართლეს ცხოვრების შესახებ ბუდიზმის მიხედვით:
1. დარდი უსარგებლოა - ის რეალურად არ გეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში. შესაძლებელია რომ დარდმა შეცვალოს ის, რაც უკვე მოხდა, ან მოაგვაროს პრობლემა? - რა თქმა უნდა, არა. დარდი უბრალოდ დროის ფუჭად ხარჯვაა. შფოთვითა და წუხილით ცხოვრებას კიდევ უფრო იმძიმებთ და ირთულებთ. მაშინაც კი, როცა ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც თქვენ გსურდათ, არ დანებდეთ, სცადეთ გააკეთოთ საუკეთესო. თუ არ იცით როგორ ისუნთქოთ, გაიღიმეთ და სცადეთ, დატკბეთ ყველა მომენტით, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ.
2. თუ გვსურს, რომ ვიყოთ ბედნიერები, უნდა მივიღოთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის - უნდა იყოთ გახსნილები და მხოლოდ საკუთარი იდეებით არ უნდა ცხოვრობდეთ, სხვებსაც უნდა მოუსმინოთ. ბევრი ჩვენგანი ცდილობს მხოლოდ პოზიტივი დიანახოს და ნეგატივს თავს არიდებს, მაგრამ იმისთვის, რომ ნეგატივისგან მთლიანად გათავისუფლდეთ აუცილებელია, თვალი გაუსწოროთ მას.
3. უნდა შეგვეძლოს დავინახოთ როდის არის ცვლილების დრო და არ უნდა შეგვეშინდეს ამ ცვლილებების - დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და უნდა შეგვეძლოს ამ ცვლილებებთან შეჩვევა. ამასთანავე, უნდა ვხედავდეთ როდის გვჭირდება რაიმის შეცვლა და უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები უკეთესი ცხოვრებისკენ.
4. შეცდომას დაუშვებთ თუ მთელ ცხოვრებას ბედნიერების ძიებაში გაატარებთ - ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბედნიერება რაღაც საოცარი და ამაღელვებელია, მაგრამ ეს არის ბედნიერების ჩვენ მიერ წარმოსახული ვერსია. ჩვენ ბედნიერების მუდმივ დევნაში ვართ მაშინ, როცა შესაძლოა სწორედ ახლა, ამ მომენტში ვართ ბედნიერები. ნამდვილად ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია მოიპოვოს შინაგანი სიმშვიდე და იყოს კმაყოფილი იმ ცხოვრებით, რომელიც აქვს.
5. მედიტაცია ტკივილის დაძლევის საუკეთესო გზაა - მედიტაციის საშუალებით მიიღწევა სიმშვიდე, ადამიანი ხდება უფრო შემოქმედებითი და კონცენტრირებული კონკრეტულ მიზანზე. გარდა ამისა, მედიტაციას აქვს ტკივილისგან გათავისუფლების ძალა. მისი საშუალებით შეგიძლიათ უფრო მკაფიოდ დაინახოთ თქვენი პრობლემების არსი და ყველანაირი ცუდი განცდა და გრძნობა განდევნოთ.
თემები: ბედნიერება, თავდაჯერებულობა, რჩევები, ბუდისტური
<a href="http://irelease.org">http://irelease.org</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია