სილამაზე

SALVATORE FERRAGAMO-ს მდიდარი მემკვიდრეობის შესახებ „ლუტეციასგან“

SALVATORE FERRAGAMO-ს მდიდარი მემკვიდრეობის შესახებ „ლუტეციასგან“

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ ქართული პრესის წარმომადგენლებს SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელთან — ლუჩიანო ბერტინელისთან შეხვედრა მოუწყო. „ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ფხაკაძემ სტუმრებს ბრენდის მიმართ საკუთარი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებაც გაუმხილა.

SALVATORE FERRAGAMO-ს მდიდარი მემკვიდრეობის შესახებ „ლუტეციასგან“

Salvatore Ferragamo-ს სახელი დახვეწილ სტილსა და ფუფუნებასთანაა ასოცირებული. ფერაგამო იტალიელი დიზაინერი იყო, რომელიც 20-იან წლებში ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ქმნიდა ფეხსაცმელებს. მისი ხელნაკეთი ტექნოლოგია შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა — სწორედ ფერაგამოს გამოგონებაა „ტანკეტკის“ ძირი და მეტალის „გალია“ ქუსლი.

SALVATORE FERRAGAMO-ს მდიდარი მემკვიდრეობის შესახებ „ლუტეციასგან“

ფერაგამო 1898 წელს იტალიის სოფელ ბონიტოში, ღარიბ ოჯახში დაიბადა, 14 და-ძმას შორის მე-11 იყო. პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საკუთარი დებისთვის, 9 წლისამ შეკერა, შემდეგ კი სულ მალე ნეპალში ფეხსაცმლის ოსტატობის შესწავლას შეუდგა და მშობლების სახლში პატარა მარაზიაც გახსნა. 16 წლის იყო, როდესაც 1914-ში ბოსტონში წავიდა. იქ ერთ-ერთი ძმა „კოვბოების“ ჩექმების საწარმოში მუშაობდა. მისი დარწმუნება შეძლო, კალიფორნიაში — ჯერ სანტა-ბარბარაში, შემდეგ კი — ჰოლივუდში წასულიყვნენ. იქ ფეხსაცმლის შეკეთების სტუდია გახსნენს, თუმცა ახალ მოდელებსაც კერავდნენ. ფერაგამო სულ მალე ჰოლივუდის საყვარელ ოსტატად იქცა, თუმცა ეს სტატუსი მაინც და მაინც არ ხიბლავდა.

SALVATORE FERRAGAMO-ს მდიდარი მემკვიდრეობის შესახებ „ლუტეციასგან“

ხელოვანს აწუხებდა ფაქტი, რომ მისი ფეხსაცმლის ლამაზი მოდელები ფეხს ტკენდა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ანატომიის სწავლა დაიწყო. მოკლედ, შტატებში გატარებული 13 წლის შემდეგ, 1927 წელს იტალიაში დაბრუნდა და ვია მანელიზე მოდის სახლი დააფუძნა. მისი ფეხსაცმელებით მსოფლიოს ყევლაზე გავლენიანი ქალბატონები იწონებდნენ თავს — ბეჰარის მაჰარაჯა, ევა პერონი თუ მერლინ მონრო.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ცუდი მენეჯმენტი ბრენდის მოღვაწეობაზე ნეგატიურად აისახა: ფერაგამომ მოდის სახლი 1933 წელს გაკოტრებულად გამოაცხადა, თუმცა წლების შემდეგ ძალისხმევა ისევ მოიკრიბა და 50-იანებში მოდის სახლი 700 არტიზან ექსპერტს ითვლიდა, რომლებიც ყოველდღიურად 350 წყვილ ფეხსაცმელს კერავდნენ. Salvatore Ferragamo-ს ცნობილი ფეხსაცმლის მოდელი „ცისარტყელა“, რომელიც პლატფორმის ფეხსაცმელს წარმოადგენდა, 1938 წელს მსახიობ ჯუდი გარლანდისთვის შეიქმნა ფილმზე — The Wizard of Oz-ზე მუშაობისას. გარლანდი საკულტო ფეხსაცმლით ფილმის ცნობილ სცენაში გვხვდება, როდესაც სიმღერა „ცისარტყელის გადასწვრივს“ ასრულებს.

Salvatore Ferragamo-ს მოდის სახლი უკვე 15 წელია, რაც სუნამოებს გვთავაზობს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა პარფიუმერულ ლენდმარკთან ერთად საქართველოში 2008 წლიდან, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ წარმოდგენილი. Salvatore Ferragamo-ს არომატები ასოციაციურად ემოციებს და გრძნობებს უკავშირდება: Signorina, Tuscan Soul-ი თუ Emozione, განსხვავებული იტალიური ხასიათის მატარებელია, რაც ასე ახლოსაა ქართველებთან და სავარაუდოდ, ამიტომაცაა Salvatore Ferragamo „ლუტეციას“ ერთ-ერთი ბესთსელერი ბრენდი.