ქალის 9 პოპულარული ვარცხნილობა, რომლებიც მის ხასიათს ამჟღავნებენ
- 28.11.2017
1. მოდური ბობი
ასეთ ვარცხნილობას ირჩევენ ქალები, რომლებსაც განწყობა გაზაფხულის ამინდივით ეცვლებათ. ამბიციურები არიან, უყვართ მართვა, ადვილად აღწევენ კარიერულ მწვერვალებს.
2. კარე
ნაზი, მსუბუქი და მგრძნობიარე. ასეთ ადამიანს ჰყავს ბევრი მეგობარი, რადგან ადვილად პოულობს სასაუბრო თემას და შესანიშნავად შეუძლია მოუსმინოს მოსაუბრეს.
3. პრიალა გრძელი თმა
ეს საბედისწერო ლამაზმანია. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტები. ერთდროულად გააჩნია თვალშისაცემი ქარიზმა და იდუმალობა.
4. გაპარსული საფეთქლები
შემოქმედებითი, დამოუკიდებელი პიროვნებები, რომლებსაც არ აინტერესებთ სხვისი აზრი. მაგრამ ხშირად ასეთი თვალშისაცემი გარეგნობის უკან მგრძნობიარე და მოუსვენარი ბუნება იმალება.
5. ჩანჩქერი
ჩანჩქერის მსგავსად დავარდნილ კულულებს ძლიერი ნებისყოფის ადამიანები ირჩევენ, რომლებმაც მკაფიოდ იციან საკუთარი მიზანი და მიისწრაფიან მისკენ. ამავე დროს ეს ხელს არ უშლის მათ იყვნენ მხიარულები და სიცოცხლით სავსე.
6. პიქსი
დამოუკიდებელი, გააჩნიათ მამაკაცური ხასიათი. არ არიან დამოკიდებული სხვის აზრზე და აღფრთოვანებას იწვევენ საკუთარი პრაქტიკულობითა და გაწონასწორებული ხასიათით. და რაც უფრო მოკლეა ვარცხნილობა, მით უფრო გაბედულები არიან.
7. მკაფიო გეომეტრიული ხაზები
შეჭრილ თმაზე მკაფიო ხაზები იმაზე მეტყველებს, რომ მისი მფლობელი კონსერვატიული შეხედულებების ადამიანია, მკაფიოდ გამოხატული შემოქმედებითი ნაპერწკლით. მან ნამდვილად იცის, რა უნდა, და ისე აკეთებს, რომ გარშემომყოფებმაც იგივე მოინდომონ.
8. ვარცხნილობა ჩოლკით
ასეთი ადამიანი თავისებურ დამცავ გარსს იქმნის. და რაც უფრო ხშირი და გრძელია ჩოლკა, მით უფრო ძლიერია სურვილი შემოიფარგლოს გარე სამყაროსგან. ასეთი ქალი რომანტიკული და მგრძნობიარეა.
9. ვარცხნილობის ხშირი შეცვლა
ის ქალები, რომლებიც დღეს შესანიშნავი გრძელი თმის მფლობელები არიან, ხვალ კი გაპარსულ კეფას აჩვენებენ სამყაროს, - ექსცენტრიული, ცვლილებების მოყვარული და საკუთარი თავის მუდმივ ძიებაში მყოფი ბუნების არიან. მათ ვერ გააჩერებ ერთ ადგილზე, მათ სჭირდებათ ახალი შთაბეჭდილებები და საინტერესო ცხოვრება.
თემები: თმა, სტილი, ტესტი, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია