ჰორმონალური დისბალანსის 14 ნიშანი, რომლებსაც ქალების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს
- 29.11.2017
მენტრუალური ციკლის პერიოდში ქალის ჰორმონები იცვლება და ყოველივეს უკავშირდება ემოციური და ასევე ფიზიკური ცვლილებები.
ქალების ნაწილისთვის უცხო არ არის ჰორმონალური დისბალანსი, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა არ იცის რომ მისი ესა თუ ის ჩივილი, ჰორმონალურ დისფუნქციას უკავშირდება. მედიკოსები გვირჩევენ, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ უგულებელვყოთ.
გთავაზობთ სიმპტომებს, რომლებიც სწორედ ჰორმონალურ დარღვევებს უკავშირდება და აუცილებლად უნდა მიამრთოთ ექიმს, იმისთვის რომ პრობლემა არ გართულდეს.
1. არეული, არარეგულარული ციკლი - მენტრუალური ციკლი უნდა გქონდეთ ყოველ 21-35 დღეში. და თუ ასე არ არის, თუ მენტრუალური ციკლი გაქვთ თვეში ორჯერ, ან ყოველ 40-50 დღეში, ეს პრობლემაზე მიუთითებს. შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პერიმენოპაუზასთან.
2. უძილობა - თუ გიჭირთ დაძინება, ან ძილი ხშირად გიტყდებათ, შესაძლოა, ეს პროგესტერონის დეფიციტს უკავშირდებოდეს. პროგესტერონზე დამოკიდებულია მშვიდი ძილი, ხოლო მისი ნაკლებობა ადამიანს ძილის მიმართ უუნაროს ხდის.
3. ქრონიკული დაღლილობა - მართალია, პროგესტერონი მშვიდ ძილს უწყობს ხელს, მაგრამ თუ ორგანიზმში ის დიდი რაოდენობითაა, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვალი. ასეთ შემთხვევაში ,აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, გაიკეთოთ სისხლის ანალიზი.
4. ღამით ოფლიანობა - ძილიანობის დარღვევას ასევე იწვევენ ესტროგენული ჰორმონები. თუ ორგანიზმში ესტროგენი მცირე რაოდენობითაა, ეს იწვევს ღამით ოფლიანობას, რაც ასევე ურღვევს ადამიანს სიმშვიდეს და ვეღარ სძინავს შესაბამისად. ესტროგენის ნაკლებობის დროს ადამიანს ძალიან სცხელა. ეს განსაკუთრებით თავს იჩენს მენოპაუზის პერიოდში.
5. გაოცებული და თავგზააბნეული - თუ საკუთარ თავს შეამჩნიეთ, რომ უჩვეულოდ თავგზააბნეული ხართ და მარტივი რაღაცები გაოცებთ, ექიმების თქმით, ეს ესტროგენისა და პროგესტერონის ცვლილებებს უკავშირდება. ასევე, შესაძლოა გიჭირთ რაღაც ფაქტების დამახსოვრება.
6. ქრონიკული აკნე - განსაკუთრებით ეს პრობლემა თინეიჯერებში იჩენს თავს. აღსანიშნავია, რომ აკნე მენტრუალური ციკლის პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერია საგანგაშო, მაგრამ თუ მას ქრონიკული სახე აქვს, ეს მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმში ჭარბადაა მამაკაცის ჰორმონები, ანდროგენები. ანდროგენები ასევე იწვევს კანის ცხიმიანობას.
7. შებერილობა - საჭნლის მომნებელი სისტემის მოუწერიგებლად მუშაობა, შებერილობა მენტრუალური ციკლის პერიოდში ნორმალურია, მაგრამ თუ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები რეგულარულს სახეს იძენს, ეს შესაძლოა ჰორმონალური დარღვევების ბრალი იყოს. საჭმლის მომნელებელი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა ესტროგენისა და პროგესტერონის მიმართ.
8. ხასიათის ცვლილება - მენტრუალური ციკლის პერიოდში თითქმის ყველა ქალი საშინელ ხასიათზეა, თუმცა ეს ნორმალურია. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ იმაზე უფრო მეტად ხართ დეპრესიაში და იმაზე უფრო ცუდად გრძნობთ თავს, ვიდრე სხვა დროს, ეს ჰორმონალური დისბალანსის ბრალია. ესტროგენი ახდენს გავლენას სეროტინინსა და დოფამინზე და ამიტომაც, თქვენი განწყობის მართვას ვეღარ ახერხებთ.
9. წონაში მომატება - ჰორმონალური დარღვევა იწვევს წონაში მატებას. ჰორმონები არეგულირებენ ჭამის მოთხოვნილებასაც და დარღვევების დროს ადამიანს უფრო მეტი საკვების მიღება უნდება.
10. ვაგინალური პრობლემები - ჰორმონალურმა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ვაგინალური სიმშრალე, შესიება. ესტროგენი არეგულირებს ვაგინალურ სითხეებს.
11. თუ სექსის მოთხოვნილება არ გაქვთ - ესეც ჰორმონალური დისბალანსის ბრალია. ტესტოსტერონის შემცირება ამცირებს სექსის სურვილს. იგივე ხდება ესტროგენის ნაკლებობის შემთხვევაშიც.
12. თავის ტკივილი - თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, სტრესული სამუშაო გარემო, დაღლილობა და ა.შ, მაგრამ თუ თავი გამუდმებით გტკივათ, ეს შესაძლოა ჰორმონალურ დისფუნქციას უკავშირდებოდეს. თავის ტკივილს შესაძლოა იწვევდეს ესტროგენის ნაკლებობა. მენსტრუაციის დროს თავის ტკივილი ჩვეულებრივი და აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ თუ აღმოაჩინეთ, რომ თავის ტკივილი პერმანენტულ სახეს იძენს, ეს შეიძლება ესტროგენის დეფიციტს დაუკავშიროთ.
13. დიარეა - ჰორმონალური ცვლილებები გავლენას ახდენს ნაწლავურ სისტემაზე და შესაძლოა, გამოიწვიოს დიარეა, თუმცა ჰორმონალურ დისბალანსზე ნუ იფიქრებთ მაშინ, როცა მხოლოდ დიარეა გაწუხებთ. ჩვეულებრივ მას სხვა სიმპტომებიც ახლავს - თავის ტკივილი, დეპრესია და ა.შ.
14. შეიმოწმეთ მკერდი - დროდადრო მკერდი აუცილებლად უნდა შეიმოწმოთ. თუ შენიშნეთ, რომ მკერდმაფორმა შეიცვალა, გაიზარდა, ეს შესაძლოა ორგანიზმში ესტროგენის დიდ რაოდენობას დავუკავშიროთ, ხოლო თუ მკერდი დაპატარავდა, გამომწვევი მიზეზი ესტროგენის დეფიციტია.
თემები: სწორი კვება, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები
<a href="http://guff.com">http://guff.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია