პრინც ჰარის საცოლე Suits-ის კასტინგზე H&M-ის სამოსით მივიდა - მეგან მარკლის ჩაცმის სტილი
- 28.11.2017
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი მალე მსოფლიოს ყველაზე სასურველი სასიძოს სტატუსს დაკარგავს. პრინცმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ის დანიშნულია და საცოლე ნიშნობის ბეჭდით ჟურნალისტების წინაშე წარადგინა.
ბუკინგების სასახლის სარძლო პოპულარული მსახიობი მეგან მარკლია, რომელსაც განსაკუთრებული აღიარება მოუტანმა სერიალმა „Suits”, სადაც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
მეგანს სერიალის კასტინგიდან საინტერესო ისტორია აქვს. როდესაც „Suits”-ის კასთინგზე მიდიოდა, არ მოეწონა თავისი ჩაცმის სტილი, გადაწყვიტა, რომ შეუსაბამოდ ეცვა,ამიტომ გზად H&M-ში შეიარა და მოკლე შავი კაბა იყიდა. როგორც თავადაც ამბობს, ეს კაბაც დაეხმარა იმაში, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინა.
აღსანიშნავია, რომ მეგანი ყოველთვის ატარებს მინიმალისტურ ყელსაბამს, რომელსაც ჰრინცი ჰარისა და მისი ინიციალები აქვს H&M. სოციალურ ქსელში ხუმრობენ კიდეც, რომ ის ტანსაცმლის ბრენდს, H&M-ს ამ ყელსაბამის საშუალებით უფასო რეკლამას უკეთებს.
მას შემდეგ რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა რომ მეგანი სამეფო ოჯახის წევრი გახდება. მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება მისკენაა მიმართული. ადამიანები ინტერესდებიან ყველა დეტალით - მსახიობის წარსულით, იმით თუ რა ბედი ელის მის სამსახიობო კარიერას, როგორია მეგანის ჩაცმის სტილი და ა.შ.
ამჯერად ვნახოთ რა ეკეთა და ვისი დიზაინით შექმნილი სამოსით წარსდგა ის ჟურნალისტების წინაშე პრინცზე დანიშნულის ამპლუაში.
მეგან მარკლის ნიშნობის ბრილიანტის ბეჭედი ეკუთვნის Cleave and Company-ს.
მსახიობის თეთრი პალტოს ავტორია Mara და ის 750 დოლარი ღირს.
ფეხსაცმელი AquazzuraMatilde, ქუსლის ზომა - 105 მმ, მისი ფასი 695 დოლარია.
საყურე - ერთ-ერთი კანადური მწარმოებლის შექმნილია. ეს არის ოქროსა და ოპალის საყურე. მისი ფასი 995 დოლარია.
კაბა P.A.R.O.S.H
თემები: პრინცესები, პრინცესა დაიანა, მეგანმარკლი, პრინცი
<a href="http://www.meghansfashion.com">http://www.meghansfashion.com</a>