1. სხვა ადამიანების პრობლემები - თქვენი არ არის
სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლინება და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭიროა მოძებნოთ ბალანსი გარშემომყოფთა დახმარებისა და საკუთარ თავს შორის.
2. არ შეჩერდეთ! ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა იყოს
მაშინაც კი, როცა ცხოვრებაში წარუმატებლობების პერიოდი გაქვთ, არ დანებდეთ! ბრძოლის გარეშე ჩვენ ვერ გავიზრდებით და განვითარდებით როგორც პიროვნება.
3. ტკივილი - დროებითია
ნებისმიერი სიტუაცია არ არის მუდმივი. დამოუკიდებლად იმისა, რაც ადრე გადაიტანეთ, დამშვიდდით და გაიხსენეთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ საკუთარი ემოციების პატრონი.
4. ნერვიულობა მეტ პრობლემას ქმნის, რწმენა კი ხელს უწყობს გარდაქმნას
არანაირი ნერვიულობა არ შეცვლის სიტუაციას. პირიქით, მეტად გააძლიერებს უარყოფითი ენერგიის გავლენას და მეტ დაბრკოლებებს შექმნის თქვენს ცხოვრებაში. შეინარჩუნეთ პოზიტიური აზროვნება და გჯეროდეთ, რომ სამყარომ დაგასაჩუქრათ განსაცდელით, რათა გაიაროთ ის და უკეთესი გახდეთ.
5. შესაძლოა, სწორედ ის უნდა გააკეთოთ, რისი გაკეთებისაც გეშინიათ
პიროვნული ზრდის სტიმულირების ერთადერთი საშუალებაა - მოიტოვო უკან კომფორტის ზონა. ხანდახან საჭიროა შეამოწმო და გამოცადო საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი, რათა გაიგო რამდენად ამტანი ხარ, და აღმოაჩინო საკუთარ თავში რაიმე ახალი.
6. გახსოვდეთ, რომ თქვენ საკმარის გავლენას ფლობთ საკუთარ ცხოვრებაზე
თქვენ სრულიად აკონტროლებთ საკუთარ ცხოვრებას და ადვილად შეგიძლიათ გადააქციოთ ცუდი სიტუაცია პოზიტიურ ფაქტად. გაითვალისწინეთ, რომ ცისარტყელა მხოლოდ წვიმის შემდეგ ჩნდება, ამიტომ უნდა გაუძლოთ ქარიშხალს, რათა შემდგომში ბედნიერად იცხოვროთ.
7. თუ თავს ნებას მისცემთ ნეგატიურად იაზროვნოთ, გარშემომყოფების წინაშე ისევ მსხვერპლის პოზიციაში აღმოჩნდებით
გააკეთეთ ყველაფერი რაც შესაძლებელია, რათა შეინარჩუნოთ საკუთარი განწყობა და არ შეცვალოთ მსოფლმხედველობა. მაშინ ნეგატივი არ გადაწყვეტს თქვენს ბედს.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია