თუ გსურთ, თქვენი პატარა იყოს უფრო მზრუნველი და დამოუკიდებელი, უყიდეთ მას ძაღლი - მეცნიერული დასკვნა
- 29.11.2017
მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვისთვის ცხოვრელზე ზრუნვას დიდი სარგებელი მოაქვს და ამით ბევრ რამე სწავლობს. „ბავშვს უმუშავდება კარგი ჩვევები, ხდება უფრო მზრუნველი და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე“, - ამბობს მკვლევარი, პროფესორი მატია ფინ სტივენსონი.
ვნახოთ, რა სარგებელს იღებს ბავშვი ცხოველისგან და რატომ უნდა უყიდოთ მას ძაღლი? - იელის უნივერსიტეტის კვლევის შედეგი.
1. ძაღლი ბავშვებს უფრო ბედნიერს ხდის - კვლევის თანახმად, როცა ბავშვს ძაღლი ჰყავს, ის უფრო ბედნიერი და უფრო კომუნიკაბელური ხდება. არასოდესაა მოწყენილი. მასთან ერთად თამაშობს. ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სკოლაში ბავშვებს ძაღლები უყიდეს და დაინახეს, რომ ისინი პოზიტიურ როლს ასრულებენ მაშინ, როცა მოსწავლეები რთულ სიტუაციაში არიან.
2. ძაღლები ეხმარებიან ბავშვებს, რომ ისწავლონ ზრუნვა - ჩვეულებრივ, ბავშვს სიამოვნებს, როცა ზრუნავს თავის ოთხფეხა მეგობარზე, აჭმევს მას, სეირნობს მასთან ერთად. ეს მზრუნველობა კი ჩვევაში გადასდის და ადამიანების მიმართაც უჩნდება ზრუნვის სურვილი.
3. ძაღლი ეხმარება ბავშვს, იყოს უფრო მშვიდი - ძალიან ნერვიული ბავშვებიც კი, როგორც წესი, ხდებიან მშვიდები, როცა მათ ძაღლი ჰყავთ. მშვიდი ბავშვი კი უფრო მეტადაა წარმატებაზე ორიენტირებული და სკოლაში მაღალ აკადემიურ მოსწრებას აჩვენებს. არ აწუხებს სტრესი.
4. ბავშვი, რომელსაც ჰყავს ძაღლი, არის უფრო დამოუკიდებელი - იელის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთ ბავშვებს უმუშავდებათ საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი და ხდებიან უფრო დამოუკიდებლები.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშვები
<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია