LIFE

5 რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ

5 რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ

ვარჯიში კარგია, მაგრამ ჯანსაღი ცხივრებისთვის მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის. არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ, თუ გსურთ რომ ვარჯიშს უკეშედეგი არ ჰქონდეს.

რა არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ?

1. არ უნდა დაივიწყოთ, რომ ორგანიზმს ჰიდრატაცია სჭირდება - ბევრი ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ საერთოდ არ ზრუნავს ორგანიზმის ჰიდრატაციაზე, რაც რეალურად ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. აუცილებლად უნდა მიიღოთ წყალი. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია სხეულის წონაზე. ყოველ ერთ კილოგრამზე რეკომენდებულია 30-35 მილილიტრი წყალი დღის განმავლობაში. აუცილებლად უნდა დაამატოთ 500-1000 მილილიტრი იმ შემთხვევაში, თუ ვარჯიშობთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში თუ ძალიან ოფლიანობთ. იმისთვის, რომ სხეულში წყლის ნაკლებობა არ იყოს უნდა მიიღოთ წყალი. 

5 რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ

2. არ მიირთვათ არაჯანსაღი საკვები - ვარჯიშის შემდეგ არ უნდა ჭამოთ ის, რაც გსურთ. მიიღეთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები. უარი თქვით კალორიულ საჭმელზე, ამასთანავე, იკვებეთ მსუბუქად. ვარჯიშის შემდეგ საუკეთესო საჭმელია ტკბილი კარტოფილი.

5 რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ

3. ვარჯიშის შემდეგ ნუ გაიწელებით - როცა ვარჯიშს დაასრულებთ, აღარ გაიწელოთ. ვარჯიშის შედეგი ასე უფრო ეფექტური იქნება.

5 რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ

4. არ დატოვოთ მოუწესრიგებელი სავარჯიშო დარბაზი - არ აქვს მნიშვნელობა სად ვარჯიშობთ - სახლში, თუ სპორტდარბაზში. მოაწესრიგეთ და მიალაგეთ ის არეალი, სადაც ვარჯიშობდით. წარმოიდგინეთ, სავარჯიშო დარბაზში მიხვედით და მოუწესრიგებელი, სხვისი ოფლით ჭუჭყიანი ტრენაჟორები დაგხვდათ, რა საშინელებაა.

5 რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ

5. არ მოდუნდეთ - ის, რომ ვარჯიშობთ, არ ნიშნავს, რომ მუდამ უნდა იჯდეთ და მოეშვათ. მუდმივი მოძრაობა აქციეთ ცხოვრების წესად. მუდამ გადაადგილდით. ფეხით აიარეთ კიბეები. თუ მთელი დღე კომპიუტერთან მუშაობთ. ყოველ საათში ადექით, გაიარეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

5 რამ, რაც ვარჯიშის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ



<a href="https://www.runtastic.com">https://www.runtastic.com</a>