ჯანმრთელობა

დეპრესიისა და აღელვების 15 ფიზიკური ნიშანი - როდესაც თქვენი სული და სხეული ერთნაირად განიცდის

დეპრესიისა და აღელვების 15 ფიზიკური ნიშანი - როდესაც თქვენი სული და სხეული ერთნაირად განიცდის

დეპრესია და აღელვებული მდგომარეობა - ცნობილია, როგორც აშლილობა, რომლებიც გავლენას ახდენენ განწყობაზე, ემოციებზე და ქცევაზე. მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ფიზიკურ მდგომარეობაზეც. გთავაზობთ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, განსაკუთრებით, თუ ისინი კომპლექსურად ვლინდებიან და ხშირად მიზეზის გარეშე.

1. იმუნიტეტის დაქვეითება.

2. კუჭთან დაკავშირებული პრობლემები.

3. ხშირი შარდვა.

4. განმეორებითი თავის ტკივილები.

5. დაღლილობა.

6. ძილთან დაკავშირებული მუდმივი პრობლემები (უძილობა, რთულად გაღვიძება და ა.შ.).

7. სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები (ხშირი, ზედაპირული, ტკივილი გულმკერდში).

8. გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი კანზე.

9. უცნაური მოძრაობები (მაგალითად, სიარულის დროს ხელების უფრო სწრაფი ან უფრო ნელი მოძრაობა).

10. მომატებული სხეულის ტემპერატურა, სიცხე გაციების სხვა სიმპტომების გარეშე.

11. წონაში არსებითი მომატება ან დაკლება (და შესაბამისად ცვლილებები მადაში).

12. სექსისადმი ინტერესის დაქვეითება.

13. ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები კუნთებში.

14. მაღალი წნევა.

15. სისუსტე. 



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>