1. ყველას შურს შენი
მაშინაც კი, როცა შენ ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ შენ გაქვს ის რესურსი, რომელიც სხვებს არ აქვთ: თუ რამე გაკლია, შენ ყოველთვის შეგიძლია ეს მიიღო, იმიტომ რომ ჭკვიანი ხარ.
2. ქედმაღალი ეჩვენები ადამიანებს
შენ ყოველთვის მართალი ხარ და შეგიძლია ეს დაამტკიცო. კამათშიც ყოველთვის იმარჯვებ: რკინის ლოგიკა, უდავო არგუმენტები და კვიმატი ენა - ნებისმიერ პოლემიკაში ბოლომდე იყენებ საკუთარ ჭკუას, და არავის მოსწონს ყოველთვის დამარცხებული გამოვიდეს შენთან.
3. შენ არ გაქვს შეცდომის უფლება
შეცდომას არ გაპატიებენ, და შენ ეს კარგად იცი. გესმის, რომ შენგან ყველა მხოლოდ საუკეთესო შედეგებს ელოდება. რა თქმა უნდა, ამაში კარგი არაფერია, იმიტომ რომ ეს პირდაპირი გზაა პერფექციონიზმისკენ, რომელიც ცხოვრებას გაგიფუჭებს.
4. ხშირად თოკავ საკუთარ გრძნობებს
არის სიტუაციები, რომლებშიც კარგი იქნებოდა არ გეფიქრა არაფერზე და გამოგეშვა ემოციები, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია: ყველაფრის გაანალიზების უნარი არასოდეს არ გტოვებს.
5. გაგაჩნია თვითმარქვიას სინდრომი
ხანდახან შენ ნამდვილად თვლი, რომ თვითმარქვია ხარ - ადამიანი, რომელიც ყველას ატყუებს და რომელმაც სრულიად დაუმსახურებლად მიაღწია წარმატებას. ეს აზროვნების ეშმაკური ხაფანგია, და მასში მხოლოდ ნამდვილად ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანები ხვდებიან.
6. პესიმისტი ხარ
გახასიათებს პესიმიზმი, ოპტიმიზმი კი, შენი აზრით, - მხოლოდ საქმეში ჩაუხედავობის შედეგია.
7. არ იღებ მხარდაჭერას
როგორც უკვე ვთქვით, ბევრი თვლის, რომ ქედმაღალი ხარ, ამიტომაც, არ ჩქარობენ თქვენს დახმარებას როდესაც ეს საჭიროა. საბედნიეროდ, ყველა ასე არ თვლის, მაგრამ გარშემომყოფების მხარდაჭერის იმედი მაინც არ გაქვს.
8. არავის ესმის შენი
მხარდაჭერად შეიძლება ჩავთვალოდ კარგი რჩევა, მაგრამ ერთადერთი რჩევა, რომელიც შეიძლება მოგცენ გულისხმობს „იყო უფრო უბრალო და ნაკლები იფიქრო“.
9. შენც არ გესმის ზოგიერთების
უფრო სწორად, ვერ იღებ ზოგიერთ პიროვნებას, იმიტომ რომ ადამიანების საქციელს და ამ საქციელის მოტივს გადაშლილი წიგნივით კითხულობ. მაგრამ ამის მიღება არ შეგიძლია.
10. შენთვის რთულია მამაკაცებთან ურთიერთობების დამყარება
იმიტომ რომ გამჭრიახი ხარ და ხედავ მათ გულში რა ხდება. თეორიულად, ამან უნდა გაგიადვილოს ცხოვრება, მაგრამ, პირიქით, გირთულებს. შედეგად, ან იწყენ მამაკაცთან, ან თქვენი ურთიერთობები გადადის ტვინების ბრძოლაში, და ამაში მხოლოდ ერთი პლუსია: შენ ყოველთვის გაქვს საშუალება ვინმეზე წაივარჯიშო.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია