1. თევზები ბედნიერები არიან, თუ მათ შვილს ხელოვნებისადმი სიყვარული აღმოაჩნდა - ისინი შვილებს აძლევენ უფრო მეტი ოცნებისა და წარმოსახვის საშუალებას და ცდილობენ, განუვითარონ წარმოსახვის უნარი, ხელი შეუწყონ შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას. თევზებისთვის მნიშვნელოვანია, შვილს ასწავლონ სიკეთე და მისი მნიშვნელობა. თევზების შვილებმა იციან ცხოვრების რეალური ღირებულებები, მოსწონთ როცა სხვებს ეხმარებიან. ცუდი ისაა რომ, თევზ დედიკოებს არ შეუძლიათ ასწავლონ შვილებს ოცნების რეალობად ქცევა.
2. ვერძი მშობლები ცდილობენ დაეხმარონ შვილებს, დაკავდნენ უფრო მეტი აქტივობით - ზოგადად ვერძი ძალიან აქტიური ზოდიაქოს ნიშანია. ის ყოველთვის ცდილობს მოძრაობაში იყოს და არასოდეს დანებდეს. შესაბამისად, სურს, რომ შვილიც მას ჰგავდეს და მის მსგავსად აქტიურობას იჩენდეს ყველა საკითხში. ვერძი მშობლები შვილებს უბიძგებენ, რომ უფრო მეტი ნახონ, შეიცნონ სამყარო და ასწავლიან, რომ ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ისტორია დააგროვონ, იცხოვრონ ისე, რომ ბევრი თავგადასავალი გადახდეთ. ის შვილს ასწავლის დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდანვე. ვერძი დედების შვილები თავდაჯერებულები არიან, რომლებსაც ჩვევაში აქვთ მიზნისკენ დაუღალავად სწრაფვა.
3. ტყუპ დედებს შეუძლიათ თავიანთ შვილებს ნებისმიერ საკითხზე ესაუბრონ - ტყუპი დედები ძალიან გახსნილები არიან შვილებისადმი. ისინი არიან ქალები, რომლებსაც არანაირი საიდუმლო არ აქვთ შვილებთან. შედეგად, ტყუპ ქალებს ჰყავთ შვილები, რომლებსაც კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი უყალიბდებათ. ამ ქალებს აქვთ შესანიშნავი უნარი, ინტუიციით მიხვდნენ როცა მათი შვილის თავს ცუდი რამე ხდება, როცა პრობლემები აქვს. ტყუპ დედას შეუძლია შვილის ბავშვობა ნამდვილ დღესასწაულად აქციოს.
4. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული დედები შვილებს დისციპლინას ასწავლიან - ისინი ძალიან მომთხოვნები და მკაცრები არიან. ეს ქალები შვილებს ასწავლიან და ადრეული ბავშვობიდანვე აჩვევენ დისციპლინას, შრომისმოყვარეობას, დამოუკიდებლობას. შედეგად, მათ შვილებს ზრდასრულ ასაკში აღარ უჭირთ სირთულეებთან გამკლავება. შესაძლოა, ბავშვობის პერიოდი არც ისე სასიამოვნოდ გაახსენდეთ, მაგრამ თავიანთ წარმატებას აღზრდის ასეთ მეთოდს დაუკავშირებენ და დედების მიმართ უკმაყოფილონი არ იქნებიან.
5. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები ძალიან ჯიუტები არიან და ამ სიჯიუტეს ავლენენ ბავშვის აღზრდის დროსაც - ეს დედები მყარად დგანან მიწაზე, შეუძლიათ რეალობას თვალი გაუსწორონ. კურო ძალიან მოსიყვარულე და ამავდროულად, მკაცრი დედაა. ის შვილს ასწავლის, როგორ შეინარჩუნოს წონასწორობა და სიმშვიდე ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. მისი გული ყოველთვის გრძნობს რა სჯობს შვილისთვის.
6. სასწორი შესანიშნავი დედაა, ვინაიდან მისი პიროვნება არის დაბალანსებული - მშვიდობისმოყვარე სასწორის სახლში ჰარმონიაა. მას შეუძლია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება, ჯანსაღ კომპრომისზე წასვლა და შვილსაც იგივეს ასწავლის. ის საუკეთესო დედა და ამავდროულად, შვილისთვის საუკეთესო მეგობარია. სასწორი დედა შვილს გვერდით უდგას ნებიმიერ სიტუაციაში და მხარს უჭერს მის წამოწყებებს.
7. კირჩხიბი დედები მუდამ შვილებზე ზრუნვას და მათ დაცვას ცდილობენ - ბავშვები, რომლებსაც კირჩხიბი დედები ჰყავთ, ძალიან ბედნიერები არიან. ამ ქალებს უყვართ ბავშვებზე ზრუნვა და ეხმარებიან მათ, გახდნენ უკეთესები. ის მუდამ ცდილობს მიიღოს შვილებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები, ყოველთვის უსმენს შვილს და აძლევს რჩევას, უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. თუ შვილს პრობლემა აქვს, რაიმე საქმეში წარუმატებელია, ის ყველაფერს გააკეთებს მის დასახმარებლად და გასამხიარულებლად. კირჩხიბი ქალისთვის შვილის ბედნიერება ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.
8. მშვილდოსან დედებს მოსიყვარულე გული აქვთ და სურთ, რომ მთელი სამყარო აჩუქონ შვილებს - მშვილდოსანი ბუნებით მოგზაურობის მოყვარული და თავგადასავლების მაძიებელია. ეს ქალები თავიანთ შვილებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან მოგზაურობის მაგიას. რა თქმა უნდა, შვილი ყველა დედას გაგიჟებით უყვარს, მაგრამ მშვილდოსანს შვილის მიმართ არანორმალური სიყვარული აქვს. ბავშვის აღზრდის დროს მისთვის დამოუკიდებლობის სწავლება მშვილდოსნის მთავარი საზრუნავია. რატომღაც გარშემომყოფები თვლიან, რომ არასერიოზულ მშვილდოსანს ბავშვის აღზრდის საქმეში პრობლემები შეექმნება, თუმცა მათი შესანიშნავი შვილებით აღფრთოვანებულები რჩებიან.
9. ქალწული დედები ცდილობენ თავიანთი შვილების პრობლემები თავად მოაგვარონ - რაც უნდა დააშავოს ბავშვმა, ქალწული დედა მუდამ მის გვერდით იქნება და ეცდება, რომ საქმე გამოასწოროს. ხშირად ის შვილისადმი ძალიან კრიტიკულია, თუმცა მასზე ზრუნვას არასოდეს წყვეტს.
10. მორიელი დედა დიდ ყურადღებას აქცევს შვილის ვიზუალურ მხარეს, მისთვის ეს პრიორიტეტული საკითხია, მისი შვილი მუდამ მოწესრიგებულია - ის დიდ ყურადღებას უთმობს შვილის ჩაცმის სტილს და ეხმარება სტილის შეგრძნება განუვითარდეს და გემოვნება ჩამოუყალიბდეს. ეს ქალები თანამედროვეები და მოდურები არიან, რომლებმაც შესანიშნავად იციან მოდის ტენდენციები.
11. მერწყული დედა შვილის პრობლემებს ისე უყურებს, როგორც საკუთარს - ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალის შვილი წარმატებას, დასახულ მიზანს დედის ჩართულობით აღწევს. ის შვილის მთავარი მხარდამჭერია. ისინი არიან ქალები, რომელთა იმედიც შვილებს ნებისმიერ სიტუაციაში აქვთ და შეუძლებელს შეძლებენ ხოლმე შვილების დასახმარებლად. შვილის ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით ერევიან.
12. ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალებთან შედარებით, არც ისე კარგი დედები არიან - ნარცისი ლომისთვის საკუთარი თავი ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულება არც მაშინ იცვლება, როცა შვილი შეეძინება. ეს ქალები შვილებისგან ადრეული ასაკიდანვე მოითხოვენ ზრუნვას და ყურადღებას. აღზრდის პროცესში ცდილობენ, რომ შვილებს დისციპლინა ასწავლონ.
თემები: დედები და შვილები, ქალები, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>