1. ძლიერი ქალი არ დარდობს იმაზე, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები - ის ამაყობს საკუთარი თავით, მოსწონს ცხოვრების ის გზა, რომელიც აირჩია. ძლიერი ქალი არ შეიცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებს ის არ მოსწონთ.
2. ძლიერ ქალს არ აღელვებს საზოგადოების აზრი „სრულყოფილი სხეულის“ შესახებ - მან იცის, რომ ყველას განსხვავებული ფიზიონომია აქვს და საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი სრულყოფილი სხეულის ფორმების შესახებ სულ არ აინტერესებს. იცის, რომ ადამიანი ვიზუალურ მხარეზე გაცილებით მეტია და უფრო მეტი ღირებულებები აქვს.
3. ძლიერი ქალი არ არის „მოდის მსხვერპლი“ - ძლიერი ქალი ატარებს იმას, რაც მოსწონს და რაც თვლის, რომ უხდება. სამოსს, რომელიც არ უხდება არ ჩაიცვამს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოდაშია.
4. ძლიერ ქალს სიამოვნებას ანიჭებს რაღაც ახლის შესწავლა, ის მუდამ ახლის ძიებაშია - ის ღიაა და მზადაა გამოწვევებისთვის, ჯანსაღი დებატისთვის და თუ იცის, რომ ცდება, არც ამის აღიარება უჭირს. მას ესმის, რომ ყველაფერი ვერ ეცოდინება, თუმცა ყოველთვის სწავლობს რაღაც ახალს.
5. ის მარტივად ამთავრებს მტანჯველ რომანტიკულ ურთიერთობას, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს მის ცხოვრებაზე - ძლიერი ქალი როცა ამჩნევს, რომ ურთიერთობა მისი ცხოვრებისთვის საშიში ხდება, მარტივად ასრულებს მას.
6. ძლიერ ქალს არ ეშინია საწოლში ექსპერიმენტების - მან იცის, როგორ ისიამოვნოს და როგორ ასიამოვნოს პარტნიორსაც. შეუძლია, საკუთარი სექსუალური სურვილების შესახებ პარტნიორს დაუფარავად უთხრას.
7. მას არ სჭირდება სოციალურ ქსელში პოპულარობა - ის დაკავებულია იმით, რომ რეალური მეგობრები ჰყავდეს და მათთან ჯანსაღი ურთიერთობა აკავშირებდეს. არ ღელავს იმაზე, თუ მის ფოტოს 100-ზე მეტი მოწონება არ აქვს.
8. ძლიერი ქალი სილამაზეს, რომელიც ტკივილთანაა დაკავშირებული, კომფორტს ამჯობინებს - მაგ: ძალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მოხერხებული და კომფორტული ფეხსაცმლის ჩაცმას ამჯობინებს, რომელიც ფეხს არ ატკენს. ძლიერი ქალი თვლის, რომ ყველაზე ლამაზი მაშინაა, როცა არაფერი აწუხებს.
9. ასეთი ქალები არ ჭორაობენ - ძლიერ ქალს არ სჭირდება სხვების ცხოვრების დეტალების ცოდნა და სხვების ცხოვრების განხილვა. ძლიერი ქალს არც აქვს დრო ჭორაობისთვის. ის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული.
10. ძლიერი ქალი სტერეოტიპების მტერია - ის არ ცხოვრობს იმ წესებით, რომელიც მისი ცხოვრების სტილს არ შეესაბამება. ამსხვრევს სტერეოტიპებს და ცხოვრებაში საკუთარი წესებით მოქმედებს.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები, რჩევები
<a href="http://ewao.com">http://ewao.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია