„ცუდი დედა ხარ, თუ მთლიანად დამოკიდებული ხარ შენს შვილებზე“ - 55 წლის ჯოდი ფოსტერის ცხოვრების 18 წესი
- 06.12.2017
1. ხანდახან ვოცნებობ უბრალო საშინაო სამუშაოზე - რათა საღამოები დივანზე გავატარო, ვგორაობდე წიგნით ხელში და არ ვგრძნობდე არანაირ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც იქნება ხვალ. მაგრამ, მადლობა ღმერთს, არასოდეს არ მიფიქრია ამაზე სერიოზულად.
2. სისასტიკე ძალიან ადამიანურია და ძალიან გასაგები. მაგრამ არც ერთი, და არც მეორე არ ხდის მას დასაშვებს.
3. ცუდი დედა ხარ, თუ მთლიანად ხარ დამოკიდებული შენს შვილებზე და ცდილობ ყველაფერში გააკონტროლო.
4. ნებისმიერ ასაკში უფრო საინტერესოა გაატარო დრო მასთან, ვინც შენზე უფროსი ან უმცროსია - ოღონდ თანატოლებთან არა.
5. არანაირი ფულის გამო არ დავუბრუნდები საკუთარ თავს 20 წლის ასაკში. ეს ასაკი სავსეა სიფრთხილით და შიშით. ეს კი ის არის, რასთან არ უნდა იცხოვრო.
6. ნაღვლიანია, თუ ბავშვობა ისე გაატარე, რომ ვერც კი დაინახე ის.
7. დედაჩემს მუდმივად აგვიანდებოდა, და ბავშვობაში ამას ნამდვილად ჭკუიდან გადავყავდი. ახლა მე ყოველთვის დროულად მივდივარ, ან ცოტა ადრე. როგორც ხედავთ, ბავშვების აღზრდა ხანდახან სრულიად შემთხვევით შეიძლება მოხდეს.
8. მსახიობის პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაყურებელმა შეიძლება წარმოიდგინოს.
9. შიში - ნომერ პირველი ემოციაა, რომელიც აიძულებს ჩვენს გონებას წარმოუდგენელი ძალა, რათა თავიდან მოიცილოს ის.
10. თუ გაქვს იმის უნარი, რომ საჭირო დროს თქვა „არა“ - ეს ნამდვილად წარმოუდგენელი ძალაა. უფრო სწორად ვიტყოდი - დამანგრეველი.
11. „ბედისწერა“ - ძალიან მოხერხებული სიტყვაა მათთვის, ვინც არასოდეს იღებს გადაწყვეტილებებს.
12. ეს გამაოგნებელი კომბინაციაა: მარტოობის უდიდესი შიში და განმარტოების სასოწარკვეთილი აუცილებლობა. სწორედ დაბრკოლების დაძლევა მტანჯავდა მთელი ცხოვრება.
13. ძალიან მინდა ვისწავლო საკუთარი თავის შთაგონება.
14. ნორმალურობა - ეს ის არ არის, რისკენაც უნდა მიისწრაფოდე. ეს ის არის, რასაც უნდა გაექცე.
15. ეს მართალია, მე ნამდვილად ძალიან მომწონს ლოს-ანჯელესი. მე აქ გავიზარდე, და უკვე ვერაფერს ვუხერხებ ამ სიყვარულს. ეს ქალაქია, სადაც ბევრი პრობლემა უბრალოდ პლიაჟზე წასვლით შეიძლება გადაწყვიტო - ითამაშო ფრენბურთი ან მსგავსი რამ.
16. თუ ოდესმე „ჩავიძირები“, ვეცდები ეს ისე გავაკეთო, როგორც ჯერ არავის გაუკეთებია.
17. მე არ მახსოვს რამდენი იქნება რვაჯერ შვიდი. მაგრამ შემიძლია გავიმეორო ყველაფერი, რაც ახლა მითხარით.
18. მე მგონია, ქალები ძალიან ჭკვიანდებიან ორმოცი წლის ასაკისთვის.
თემები: თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები, ჯოდი ფოსტერი
<a href="https://esquire.ru">https://esquire.ru</a>