1. შენი გარეგანული მხარე ასახავს შენს შინაგან მდგომარეობას.

2. მსგავსი იზიდავს მსგავსს.

3. მიაქციეთ ყურადღება, რა ხდება თქვენს გარშემო და თქვენს შიგნით.

4. თუ თქვენ რაღაც არ მოგწონთ სხვებში, მაშასადამე, ეს თქვენშიცაა...

5. თუ ჩვენ რაიმეს თავს ვარიდებთ, ესე იგი, ამის უკან ტკივილი ან შიში იმალება.

6. ნებისმიერი საქმის კეთებისას, რომელიც თქვენ გეხებათ, დაესწარით პირადად და სხვას ნუ გადააბარებთ.

7. შეცდომის დაშვების შემდეგ არ დაიდანაშაულოთ საკუთარი თავი, არამედ გაანალიზეთ ყველაფერი, რაც მანადე, იმ დროს და შემდეგ ხდებოდა. თქვენი აზრების, გრძნობებისა და წინათგრძნობების ჩათვლით, და გამოიტანეთ ამ სიტუაციიდან გაკვეთილი.

8. თუ ერთი და იგივე სიტუაციაში ხშირად ხვდებით ან მუდმივად ავად ხართ, მაშასადამე, თქვენ რაღაც გაკვეთილს გადიხართ.

9. თქვენ - მიზეზი ხართ იმისა, რაც თქვენს თავს ხდება.

10. ნუ ცდილობთ შეცვალოთ სამყარო ან გარშემომყოფი ადამიანები, თავდაპირველად შეცვალეთ საკუთარი თავი. როცა შეცვლით საკუთარ თავს, შეიცვლებიან სხვებიც, და სამყაროც.

11. არასოდეს იფიქროთ იმაზე, რა შეუძლია ადამიანებს მოგცეთ თქვენ ან რა გინდათ მიიღოთ მათგან. როცა ასე იქცევით, მიმზიდველობას კარგავთ.

12. დაივიწყეთ სწრაფვა იმის შესახებთ, რომ იყოთ ძლიერები. ნამდვილი ძალა, საკუთარ თავისა და გარშემომყოფების სიყვარულსა და ყურადღებაში მდგომარეობს.

13. მამაკაცი ხდება თავისუფალი და შესწევს იმის უნარი იმოქმედოს, როდესაც მასზე შეყვარებული ქალი, უარს ამბობს მბრძანებლობაზე.

14. იფიქრეთ იმაზე, რა გინდათ, რომ გქონდეთ, და არა იმაზე, რა არ გინდათ, რომ გქონდეთ.

15. ნეგატიურ ემოციებს არ მოაქვს ის, რაც თქვენ გსურთ, მათ მოაქვთ მხოლოდ ის, რაც თქვენ არ გსურთ.

16. ოცნებები და ფანტაზიები გაჩვენებენ თქვენს პოტენციალს.

17. თუ არ შეგიძლიათ დაიჯეროთ რომ რაიმე შეგიძლიათ, თქვენ არასოდეს გექნებათ ის.

18. კეთილდღეობის ფლობა არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნის პროცესის დაუფლება.

19. ისწავლო შექმნა კეთილდღეობა საკუთარ ცხოვრებაში - ეს თქვენი ზრდის პროცესია.

20. თქვენ მოხვედით ამ ცხოვრებაში იმისთვის, რომ გააფართოვოთ საკუთარი ცნობიერება გამოცდილების მიღებით.