12 ხერხი, როგორ მოატყუო საკუთარი ორგანიზმი, რათა სწრაფად დააღწიო თავი უსიამოვნო მდგომარეობას
- 12.12.2017
1. თუ დღესასწაულზე ზედმეტი მოგივიდათ ალკოჰოლური სასმელი და გრძნობთ, რომ ოთახი ტრიალებს, დადეთ ხელი ან ფეხი სწორ ზედაპირზე (მაგიდაზე, თაროზე). ხელზე ნერვი უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ ხელთან ეს ხერხი უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ფეხთან.
2. იმისათვის რომ შეამციროთ ტკივილი, დაახველეთ. ხველება ზრდის წნევას გულ-მკერდში და აფერხებს ნერვულ გამტარიანობას. ეხმარება ტკივილის შემცირებას.
3. თუ საუბრობთ მობილურზე და მოსაუბრის ცუდად გესმით, მიიდეთ ტელეფონი მარჯვენა ყურთან. ჩვენი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო დაკავებულია მოსმენილი ინფორმაციის გაშიფვრით, მარჯვენა კი კარგად არჩევს ხმის ტონალობას.
4. საზოგადოებრივ ადგილას რომ არ დააცემინოთ, მიიჭირეთ თითი ცხვირის ქვეშა არეში. ან უბრალოდ რამდენიმე წამის განმავლობაში დაიზილეთ ცხვირის ფუძე.
5. იმისათვის რომ არ ჩაგეძინოთ, შეიკავეთ სუნთქვა. ღრმად შეისუნთქეთ და შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ. ასეთი ვარჯიშის დახმარებით ძლიერდება გულისცემა და ეს მომენტალურად გამოგაფხიზლებთ.
6. თუ ცუდ განწყობაზე ხართ, კბილებით დააჭირეთ ფანქარს. ასეთი მოქმედება ააქტიურებს კუნთებს, რომლებსაც ღიმილისას ვიყენებთ. ამით ვატყუებთ ტვინს და ვაუმჯობესებთ განწყობას.
7. თუ ყელში უსიამოვნო შეგრძნება გაგიჩნდათ, თითქოს გეფხანებათ, მოიფხანეთ ყური. თუ ასეთი რამ დაგემართათ, თითებით მოიჭირეთ ყურის ბიბილოზე და ოდნავ დაიმასაჟეთ - ქავილი მაშინვე გაქრება.
8. თუ ზედმეტად ბევრი მოგივიდათ საკვების მიღება, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. საღეჭი რეზინი აჩქარებს ნერწყვის გამომუშავებას და კუჭის წვენის გამოყოფას, რის შედეგად საკვები გადამუშავდება უფრო სწრაფად. სხვათა შორის, საღეჭი რეზინის დაღეჭვა ეხმარება ასევე გულძმარვის დროსაც.
9. როცა ძალიან ნერვიულობთ, პირში ჩაიდეთ დიდი თითი. იმისათვის რომ დამშვიდდეთ, პირში ჩაიდეთ დიდი თითი და ეცადეთ ჰაერი ამოუშვათ და ამავე დროს გაბეროთ ლოყები. ასეთი ვარჯიში ასტიმულირებს ნერვს.
10. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ გულძმარვა, დაწექით მარცხენა გვერდზე. კუჭს მოღუნული ფორმა აქვს. მარცხენა გვერდზე წოლა გიცავს იმისაგნ, რომ კუჭის შიგთავსი არ მოხვდეს უკან საყლაპავ მილში და თავიდან იცილებს გულძმარვას.
11. იმისათვის რომ მოიშოროთ თავის ტკივილი, ხელები იდაყვებამდე რამდენიმე წუთით მოათავსეთ ცივი წყლის ნაკადის ქვეშ. შემდეგ დაიზილეთ პირსახოცით მსუბუქი წვის გაჩენამდე. ტემპერატურის ცვალებადობა და სტრესი დაეხმარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და თავის ტკივილისგან გათავისუფლდებით.
12. იმისათვის რომ განთავისუფლდეთ გულისრევის შეგრძნებისგან, დააჭირეთ თითი მაჯის შიდა მხარეს. მოძებნეთ წერტილი, რომელიც მდებარეობს მაჯის შიდა მხარეს თქვენი ხელისგულიდან 3 სმ-ში. ძლიერად დააჭირეთ ამ არეს მაჯის ორივე მხრიდან, შემდეგ ენერგიულად დაამასაჟეთ წრიული მოძრაობებით. შვებას 5 წუთში იგრძნობთ.
თემები: პრობლემები, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>