ვარსკვლავები, რომლებიც სიმდიდრის მიუხედავად, უბრალო ადამიანების მსგავსად ცხოვრობენ
- 17.12.2017
როცა ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ, წარმოვიდგენთ მდიდრულ ცხოვრებას და ფუფუნებას, თუმცა რეალურად ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ცხოვრების ჩვეულებრივი სტილით. გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დადიან სავაჭრო მაღაზიებში და ა.შ.
1. რიჰანა - მომღერალი ბარბადოსში, მრავალრიცხოვან ოჯახში დაიბადა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა მსოფლიო ვარსკვლავია, მასში არაფერი შეცვლილა. ხშირად აქვს კომუნიკაცია გულშემატკივრებთან, უყვარს ტელევიზორის ყურება, ამზადებს საჭმელებს და ხშირად გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
2. ენ ჰეთეუეი - მუდამ მომღიმარი მსახიობი არასოდეს ახდენს სიმდიდრის დემონსტრირებას. ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც პოპულარობამდე იყო. უმეტეს შემთხვევაში, ენი მეტროთი გადაადგილდება.
3. დრიუ ბერიმორი - ის პოპულარული ადრეული ასაკიდანვე გახდა და საკმაოდ რთული პერიოდის გადატანა მოუხდა, მაგრამ პრობლემებს მოერია და ახლა ცდილობს მარტივი ცხოვრებით იცხოვროს. ის სოციალურ ქსელებში უმეტესად უმაკიაჟო ფოტოებს აქვეყნებს და ცდილობს, უჩვენოს სხვებს რომ მიუხედავად ვარსკვლავობისა, ჩვეულებრივი ადამიანის უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს.
4. დაკოტა ფანინგი - მსახიობი არ იღებს ნარკოტიკებს და ალკოჰოლს. დაკოტამ იცის ქსოვა. ის არასოდეს ემალება პაპარაცებს, რომლებიც მსახიობს ხშირად აფიქსირებენ მეტროში.
5. მაიკლ დუგლასი - მსახიობი ცნობილია ცხოვრებისადმი და საკუთარი თავისადმი თავისი ირონიული დამოკიდებულებით. როცა დუგლასს საკუთარი ნიჭის შესახებ ეკითხებიან, მისი პასუხი ასეთია: „ძალიან კარგად შემიძლია სახვევების შეცვლა“. მსახიობს არ აინტერესებს მდიდრული ცხოვრება და შვილი სკოლაში უმეტესწილად მეტროთი დაჰყავს.
6. კეტი ჰოლმსი - ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ მსახიობს მეტროში მარტოს, ან გოგონასთან ერთად შეხვდეთ. ჰოლმსი ამბობს, რომ მას არ იზიდავს მდიდრული, ფუფუნების საგნები და ურჩევნია, ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდეს.
7. ჯენიფერ ლოპესი - მომღერალი და მსახიობი ღარიბი ოჯახიდანაა და მიუხედავად იმისა რომ დღეს სუპერ წარმატებულია, ის არასოდეს ივიწყებს თავის წარმომავლობას, არ ავიწყდება ის, თუ საიდან დაიწყო. მომღერალი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ბევრს ვარჯიშობს, არ სვამს ალკოჰოლს, ეხმარება დაავადებულ ბავშვებს და იბრძვის ადამიანთა უფლებებისთვის.
8. პოლ უესლი - „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავს, მომხიბვლელ პოლ უესლის, რეალურ ცხოვრებაში არაფერი აქვს საერთო მაჩოს იმიჯთან. თავისუფალ დროს ის თამაშობს ჰოკეის, უკრავს გიტარაზე, ან დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. მას ხშირად ნახავთ მეტროში და პატარა კაფეებში.
9. ზოე დეშანელი - ის თავის თავს ძვემოდურ გოგონას უწოდებს. უყვარს ვინტაჟური სტილის სამოსი, ძველი ფილმები და ძველებური მუსიკა. ზოე ძალიან შორსაა თანამედროვე მოდის ტენდენციებისგან და არ ადარდებს ის, თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე. დეშანელი არ ხარჯავს ფულს ძვირადღირებულ ბრენდულ სამოსში.
10. ჯეიკ გილენაალი - მას არ აინტერესებს მატერიალური სიმდიდრე. ამბობს, რომ გაცილებით უკეთესი აუზის მწმენდავია, ვიდრე მსახიობი. ჯეიკი ძალიან ბევრს მუშაობს თვითგანვითარებაზე. სწავლობს ახალ ენებს ახალი როლებისთვის.
თემები: ცნობილი ადამიანები, ბედნიერება, ცხოვრება, ვარსკვლავები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია