როგორია თანამედროვე პრინცებისა და პრინცესების ქორწილები სხვადასხვა ქვეყნებში?
- 17.12.2017
სამეფო ქორწილების მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ლამაზი ცერემონია მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. განსაკუთრებით ეს დიდ ბრიტანეთს ეხება, სადაც პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის შემდეგ კიდევ ერთი ქორწილია მოსალოდნელი - უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის 19 მაისს პრინცი ჰარი მსახიობ მეგან მარკლიზე დაქორწინდება.
მხოლოდ დიდ ბრიტანეთში არ არის სამეფო ოჯახი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, გიჩვენოთ როგორ ქორწილებს იხდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახები.
10. დიდი ბრიტანეთი: პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი - ეს მართლაც გახმაურებული ქორწილი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სამეფო ოჯახის „იუთუბის“ არხზე და მას მსოფლიოს მასშტაბით 72-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. ქორწილში 1 900-ზე მეტი სტუმარი იყო.
9. მაროკო: მოლი რაშიდი და ოუმ კელტუმ ბუფარესი - ქორწილი მაროკოს ტრადიციების სრული დაცვით გაიმართა და ორი დღე გაგრძელდა. ფოტოზე ახალდაქორწინებულები ნათესავებთან ერთად არიან აღბეჭდილნი და ის ერთ-ერთი საქორწინო რიტუალის დროსაა გადაღებული. ქორწინების რიტუალის ნაწილია ნეფე-დედოფლის სახის ინით შეღებვა. სჯერათ, რომ ეს დაქორწინებულებს ბედნიერებას მოუტანს.
8. გერმანია: ჰანოვერის პრინცი, ერნსტ ავგუსტი და ეკატერინა მალიშევა - ბრიტანელი მონარქების შთამომავალი, ერნსტი და რუსი დიზაინერი ჰანოვერის ლუთერანულ ეკლესიაში დაქორწინდნენ. ცერემონია ზღაპარს ჰგავდა. მას ნეფის მამა არ დაესწრო, ვინაიდან ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო.
7. ლუქსემბურგი: პრინცი გილიამი და სტეფანია დე ლანოი - ორივე მათგანი არისტოკრატული წარმომავლობისაა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.
6. ბრუნეი: პრინცესა ჰაფიზა სურურული და მუჰამედ რუზაინი - პრინცესა ჰაფიზა ბრუნეის სულთანის ქალიშვილი გახლავთ. მისი მამა, ჰაზანალ ბოლკია მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ქორწილის ცერემონია გრანდიოზული და მდიდრული იყო. ის სამეფო სასახლეში გაიმართა და რამდენიმე დღე გაგრძელდა.
5. ბელგია: ბელგიის პრინცი ამადეო და ელიზაბეტა მარია როსბოშ ვონ ვოლკენშტეინი - ამადეო ბელგიის მეფის ძმის შვილია. ქორწილი რომში შედგა. წყვილი რომის პაპმა დალოცა. ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
4. ბუტანი: ბუტანის მეფე, ჯიგმე ხესარ ნამჯილ ვანგჩუკი და ჯეტსუნ პემა - ქორწინების ცერემონია ბუდისტურ მონასტერში შედგა, რომლის სახელიც ბედნიერების სასახლეა. ქორწილი ბუდისტური ტრადიციების დაცვით შედგა. მეფის დაქორწინება მთელმა ქვეყანამ იზეიმა. ქვეყნის ყველა ქალაქში საგანგებოდ ამ დღისთვის ფესტივალი გაიმართა, რომელიც 3 დღე გაგრძელდა.
3. შვედეთი: პრინცესა ვიქტორია და დენიელ უესთლინგი - პრინცესა ვიქტორიასა და მისი მწვრთნელის ქორწილი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. შვედები კი, უკმაყოფილოები იყვნენ, ვინაიდან ქორწილის გამო დიდი რაოდენობით თანხა დაიხარჯა.
2. იორდანია: პრინცი ალი ბინ ჰუსეინი და რუმ ბრაჰიმი - პრინცი CNN-ის ყოფილ ჟურნალისტზე დაქორწინა. საქორწინო ცერემონია მასშტაბური და შთამბეჭდავი იყო.
1. ავსტრია: ერცჰერცოგი კრისტოფი და ადელაიდა დრეიფ-ფრიცი - ქორწინების ცერემონია საფრანგეთში გაიმართა. სამოქალაქო ცერემონია შედარებით მოკრძალებული იყო და მას 40-მდე სტუმარი ესწრებოდა, თუმცა სამოქალაქო ქორწინების შემდეგ ნამდვილი სამეფო ქორწილი შედგა. სამეფო წყვილმა სამეფო ოჯახის ყველა ტრადიცია დაიცვა.
თემები: სიყვარული, ქორწილი, მამაკაცები, ურთიერთობა, პრინცესები, პრინცი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია