მშობლები

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

როცა ადამიანს შფოთვა სტანჯავს ეს ყოველთვის მკვეთრად გამოხატული არ არის. განსაკუთრებით რთულია მისი შემჩნევა მოზარდების შემთხვევაში. გარდა ამისა, ბავშვებმა არ იციან როგორ ებრძოლონ მათ და ამ შემთხვევაში ზრდასრული ადამიანების, მათი მშობლების როლი უმნიშვნელოვანესია. ბევრი კუთხით შფოთვასა და დეპრესიას ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებში ერთნაირი სიმპტომები აქვს,თუმცა უფროსებისგან განსხვავებით ბავშვებმა არ იციან როგორ ებრძოლონ მას.

არსებობს ფრაზები, წინადადებები, რომლებსაც ბავშვები ამბობენ და მშობელი სწორედ ამ ფრაზების საშუალებით უნდა მიხვდეს, რომ შვილს შფოთვა აწუხებს და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

გთავაზობთ 10 ფრაზას, რომელთა საშუალებითაც ბავშვი სინამდვილეში აბობს - „შფოთვა მაწუხებს“.

1. „რა მემართება?“ - თუ ხედავთ, რომ მოზარდს საკუთარ თავში ეჭვი ეპარება და ეს ხშირად ხდება, არ უნდა უგულებელყოთ. ბავშვს საკუთარი თავისადმი რწმენა აღარ აქვს და ეს მისი შფოთვის საბაბი ხდება.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

2. „დავიღალე“ - ბავშვებს აწუხებთ უძილობა, რის გამოც სკოლაში გამოუძინებლებს უწევთ სიარული და სწავლის პროცესი მათთვის რთული ხდება. მუდამ დაღლილობას გრძნობენ. უძილობა კი, უმეტეს შემთხვევაში, შფოთვითაა გამოწვეული.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

3. „თავი მტკივა, არ მინდა სკოლაში წასვლა“ - ხშირად ბავშვს სკოლაში წასვლა არ სურს და იმიზეზებს რაიმის ტკივილს. ეს დამაფიქრებელი ნიშანია. მას რაღაც აწუხებს, რაღაც სტანჯავს და ეს მშობელმა არ უნდა უგულებელყოს.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

4. „მაპატიე“ - როცა ადამიანს ბოდიშის მოხდა შეუძლია, ეს კარგია, მაგრამ თუ ის უმიზეზოდ იხდის ბოდიშებს და ამას ძალიან ხშირად აკეთებს, ეს პრობლემაა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა მოზარდს შფოთვა აწუხებს, მან არ იცის როგორ დაამყაროს კომუნიკაცია ადამიანებთან, ყველაფერში თავის თავს თვლის დამნაშავედ და გამუდმებით ბოდიშებს იხდის. ამიტომ მშობელმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

5. „არ შეიძლება რომ სახლში დავრჩე?“ - თუ თქვენს შვილს ურჩევნია სახლში დარჩეს, წყნარად იყოს, არ სურს გარეთ გასვლა და რაიმე ახალი გამოცდილების შეძენა, მეგობრებთან ერთად გართობა, ეს ცუდი ნიშანია. მას ხმაური აწუხებს და ამიტომ გარეთ გასვლა, კომფორტის ზონის დატოვება არ უნდა.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

6. „არ მინდა“ - თუ თქვენი შვილი ყველაფერს თავს არ იდებს და გამუდმებით ამბობს ფრაზას - „არ მინდა“, ეს მიუთითებს რომ შფოთვა აწუხებს. ასეთ დროს მოზარდი ჭამაზეც კი უარს ამბობს.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

7. „სახლში წასვლა მინდა“ - თუ ბავშვი თავის თანატოლებთან ერთადაა, ბავშვები ერთობიან, მისთვის კი გარემო არაკომფორტულია და სახლში წასვლა სურს, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას შფოთვა აწუხებს და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

8. „არ დამტოვო“ - თუ ბავშვი არ გიშორებთ და ერთი წუთითაც კი არ უნდა რომ დატოვოთ, ეს გამოკვეთილი ნიშანია, რომ მას შფოთვა აწუხებს. ეშინია გარესამყაროს წინაშე მარტო, თქვენ გარეშე დარჩენის.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

9. „შეიძლება ღამით შუქი ჩართული დავტოვო?“ - ეს მიუთითებს რომ მას სიბნელის ეშინია და აშფოთებს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს

10. „თავს კარგად არ ვგრძნობ“ - თუ ამ ფრაზას ხშირად ამბობს თქვენი შვილი არ უნდა უგულებელყოთ. შესაძლოა, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს.

თუკი მოზარდი ამ 10 ფრაზას ხშირად ამბობს, ის დეპრესიაშია და შფოთვა სტანჯავს



<a href="http://www.healthy-holistic-living.com">http://www.healthy-holistic-living.com</a>