10 ფოტო-მტკიცებულება იმისა, რომ ქალებს ჭაღარა თმა ძალიან უხდებათ
- 12.01.2018
1. ჯესიკა ლენიკა, 39 წლის ფოტოგრაფი სიეტლიდან - მას მოსწონს თავისი ჭაღარა თმა, ხოლო მისი ვარცხნილობა მარტივი და ლამაზია - უკან გადაწეულია და შეკრული, ე.წ. ცხენის კუდი.
2. პინო მონტესდოკა, ესპანელი მოდელი - ის ამტკიცებს, რომ ქალი ჭაღარა თმაშიც შეიძლება ძალიან მომხიბვლელი იყოს. პინო გრძელ ჭაღარა თმას ატარებს.
3. მერსი ბეილი, საბავშვო წიგნების ილუსტრატორი - მერსის ვარცხნილობა „პიქსია“, რომელიც როგორც ფოტოდანაც ჩანს ჭაღარა თმაზეც ძალიან მომხიბვლელია. მან ჭაღარა თმისა და თინეიჯერული სტილის შერწყმით მომხიბვლელი „ლუქი“ მიიღო. „ახლა 36 წლის ვარ და მთლიანად ვერცხლისფერი თმა მაქვს და მე ძალიან მომწონს ჩემი ჭაღარა“, - წერს ილუსტრატორი.
4. მილდრიდ ბინი, „ინსტაგრამის“ კულულებიანი ვარსკვლავი - ის ამაყობს თავისი ბუნებრიობით და ამტკიცებს, რომ ჭაღარა ასეთ ხვეულ თმაზეც ძალიან ლამაზია.
5. იაკო, მოდური ქალი ტოკიოდან - ის ჭაღარა თმას ელეგანტურ „ბობს“ უხამებს და მომხიბვლელი, დახვეწილი გარეგნობაც აქვს.
6. კრისტინა ბითი თმის სალონის მფლობელია დეტროიტში - მან ერთ-ერთ მომხმარებელს ჭაღარა თმაზე პროვოკაციული ვარცხნილობა გაუკეთა. ნახეთ ფოტო:
7. ჯუდით დევისი პოპულარული ჭაღარათმიანი ქალია, რომლის თმაც ერთი სიტყვით შეიძლება ასე განვსაზღვროთ - „მდინარე“. პროფესიონალი მოდელის ბუნებრივი და ძალიან ლამაზი ჭაღარა თმა მართლაც მდინარის დინებას მოგაგონებთ.
8. ეს კარლა კემპია, რომელიც შეღებილ თმას ბუნებრივ ჭაღარას ამჯობინებს - „ჭაღარა თმის გამო არ იდარდო“, - კარლას საყვარელი მანტრაა.
9. ლინ სლატერი - ქალი, რომელიც სიბერის შესახებ ყველანაირ სტერეოტიპს ანგრევს და ამტკიცებს, რომ ჭაღარა თმითაც შეიძლება გქონდეს გლამურული ვიზუალი.
10. ტუტი სუტონი, ქალი, რომელიც 30 წლის ასაკში გაჭაღარავდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რომ უარავი განსხვავებული სტილის ვარცხნილობა ეცადა. ფოტოზე ის გვერდებზე ძალიან დაბალზე შეჭრილი თმითაა აღბეჭდილი.
თემები: თმა, სტილი, ქალი, სილამაზე ყველა ასაკში
<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>