ყველა, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, რამდენიმე კილოგრამის დასაკლებად, მკაცრ დიეტას მიმართავს. თუმცა, მსგავსი დიეტები იშვიათად იძლევა შედეგს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანები, ფაქტობრივად შიმშილობენ დიეტის უკანასკნელ დღემდე, ხოლო მისი დასრულებისას, ყველა იმ საკვებს ერთბაშად მიირთმევენ, რაც დიეტის განმავლობაში ენატრებოდათ. ამიტომ, დაკარგულ წონასაც მალევე იბრუნებენ და გამოდის, რომ უშედეგობისთვის შიმშილობდნენ.
შესაძლოა ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, თუმცა, დიეტებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი, სამხედრო დიეტას აქვს!
რა არის სამხედრო დიეტა?
სამხედრო დიეტის წყალობით, სამ დღეში თქვენ შეძლებთ ოთხ კილოგრამამდე დაიკლოთ. აღნიშნულ შედეგს კი ყოველგვარი ფიზიკური ძალისხმევისა და განსაკუთრებული რეცეპტების გარეშე მიიღებთ. სამდღიან სამხედრო დიეტას არ აქვს ძვირადღირებული საკვები პროდუქტების შემადგენლობა. პირიქით, იგი საკმაოოდ იაფი ღირებულების საკვებთა ისეთ კომბინაციას მოიცავს, რომლებიც აჩქარებენ ცხიმთა წვას, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და წონაშიც დაუყონებლივ იკლებთ. ფაქტობრივად, ეს დიეტა ბუნებრივ და სანდო დიეტებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა.
სამხედრო დიეტა აერთიანებს დაბალკალორიულ და ქიმიურად თავსებად საკვებს. ორივე ერთად კი უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს იძლევა. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ეს დიეტა, სხვა დიეტებთან შედარებით, საკმაოდ ხანმოკლე დროში, საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს, არც იმ საფრთხის წინაშე გაყენებთ, რომ თქვენი ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელდება.
როგორც წესი, სამხედრო დიეტისას შიმშილის გრძნობამ არ უნდა შეგაწუხოთ, რადგან დღის განმავლობაში, საკმარისი რაოდენობის კალორიას მიიღებთ. ამის გამო ეჭვი ნუ შეგეპარებათ მოსალოდნელ შედეგში. ის, რომ იმაზე მეტი კალორიის მიღება მოგიწევთ, ვიდრე დაწვავთ, არ ნიშნავს, რომ დიეტა უშედეგოა.
ეს დიეტა გამოიყენება საგანგებო სიტუაციებისთვის. მაგალითად, როცა უიმედოდ ხართ და გსურთ ძალიან მალე დაიკლოთ წონაში. თუ სამხედრო დიეტას მთელი თვის მანძილზე დაიცავთ, გამოვა, რომ წონაში 15 კილოგრამამდე დაიკლებთ.
რას ეფუძნება სამხედრო დიეტა?
სამხედრო დიეტა მთლიანად ნატურალურ პროდუქციაზე დაფუძნებულია და მისი მყისიერი შედეგები მოტივაციას გმატებთ. ჭარბწონიანი ადამიანები ძალიან ბევრს ხარჯავენ პროდუქტებსა და მომსახურებაში, იმ იმედით, რომ სასურველ წონას მიაღწევენ, თუმცა, ხშირად, მათი მცდელობა უშედეგოა. ამის საპირისპიროდ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიეტა არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და არც რთული შესასრულებელია. თუ, რა თქმა უნდა, გეგმის შესაბამისად დაიცავთ მას.
ძალიან მალე იხილავთ შედეგს, რომელზეც ოცნებობდით და ამას ყოველგვარი ფინანსური დანაკარგის გარეშე შეძლებთ.
პირველი დღე
საუზმე
- ნახევარი გრეიფრუტი
- ერთი ნაჭერი გახუხული პური
- 2 სუფრის კოვზი მიწისთხილის კარაქი
- 1 ფინჯანი ჩაი ან ყავა
ლანჩი
- 1/2 თინუსი
- ერთი ნაჭერი გახუხული პური
- ერთი ფინჯანი ჩაი ან ყავა
სადილი
- სამი ნაჭერი ხორცი
- ერთი თეფში მწვანე ლობიო
- ნახევარი ბანანი (ან სხვა ხილი)
- მთლიანი ვაშლი
- ერთი ფინჯანი ნაყინი (ვანილის ნაყინი ყველაზე დაბალკალორიულია)
მეორე დღე
საუზმე
- 1 ცალი კვერცი
- ნახევარი ბანანი (ან სხვა ხილი)
- ერთი ნაჭერი გახუხული პური
ლანჩი
- ერთი ცალი მოხარშული კვერცხი
- ხუთი ცალი ორცხობილა
- ერთი ფინჯანი ხაჟო
სადილი
- ორი ცალი ჰოთ-დოგი (სასურველია ფუნთუშა არ იყოს ტკბილი)
- ნახევარი თეფში სტაფილო
- ერთი თეფში ბროკოლი
- ნახევარი ბანანი (ან სხვა ხილი)
- ნახევარი ფინჯანი ვანილის ნაყინი
მესამე დღე
საუზმე
- ერთი ნაჭერი ჩედერის ყველი
- ხუთი ცალი ორცხობილა
- მთლიანი ვაშლი
- ლანჩი
- ერთი ცალი მოხარშული კვერცხი
- ერთი ნაჭერი გახუხული პური
სადილი
- ერთი თეფში თინუსი
- ნახევარი ბანანი
- ერთი ფინჯანი ვანილის ნაყინი
ოთხდღიანი პაუზის შემდეგ გაიმეორეთ დიეტა. თუ გაცილებით მეტის დაკლება გსურთ და ამავდროულად ფორმაში ყოფნაც, კვების ამ რაციონთან ერთად ფიზიკურ აქტივობასაც მიმართეთ. სავალდებულო არ არის რაიმე რთულის გაკეთება. შეგიძლიათ ახლო-მახლო არსებულ პარკში გაისეირნოთ საღამოობით, ასევე უარი თქვათ ლიფტზე და კიბეზე ფეხით იაროთ. ასევე, ძალიან კარგი იქნება თუ სისტემატურად გააკეთებთ რაიმე ივარჯიშებთ, მაგალითად ირბენთ ან ივლით ცურვაზე.
ჯანმრთელობა თქვენი სილამაზის საწინდარია, ხოლო ამას, უპირველესად, ჯანმრთელი წონა და ფიზიკური დატვირთვა განაპირობებს.
ნუ დაიშურებთ ძალისხმევას!
თემები: დიეტა, წონა, წონაში დაკლება, სამხედრო, შედეგი