„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, ყველას გვსურს გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გასჩენია სურვილი, გვერდით ჰყოლოდა სანდო ადამიანი, რომელსაც შეიყვარებდა, ვისაც ბედნიერებას გაუნაწილებდა, ოცნებებს გაუზიარებდა, ვის გვერდითაც იცინებდა.

უმეტეს ჩვენგანს გვსურს, გვიყვარდეს გიჟურად და თავდავიწყებით, თუმცა ზოგჯერ ეს სურვილი იმდენად დიდია, რომ ნორმალურად ცხოვრებაში ხელს გვიშლის.

თავს ცუდად ვგრძნობთ, როცა უიმედოდ ვეძებთ სიყვარულს, როცა ურთიერთობის სტატუსს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, როცა მთელ დროს გარშემომყოფი წყვილების დაკვირვებაში ვკარგავთ, მათ ცხოვრებას საკუთარს ვადარებთ და ვდარდობთ მარტოხელობის გამო.

ჩვენ ვცდებით მაშინ, როცა სიყვარულის პოვნას პრიორიტეტად ვაქცევთ და ეს სურვილი თვითგანვითარებაზე, საკუთარი თავის ძიებაზე უფრო ძლიერი ხდება.

რა თქმა უნდა, ადამიანად ყოფნის ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ნაწილი სიყვარულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია, არ ნიშნავს, რომ თუ არ გიყვარს, ნორმალურად ცხოვრებას ვერ შეძლებ. სიყვარული არ გვჭირდება იმისთვის, ვიყოთ ის, ვინც ვართ.

ვცდებით, როცა ვფიქრობთ, რომ რომანტიკული სასიყვარულო ურთიერთობა ამქვეყნად ყველაფერია.

სიყვარული ცხოვრების მთავარ განმსაზღვრელად მიგვაჩნია და ამის გამო ვშფოთავთ ნაცვლად იმისა, რომ ბედნიერები და მშვიდები ვიყოთ.

სიმართლე ის არის, რომ სიყვარული მოდის მაშინ, როცა ვთავისუფლდებით მასზე დარდისგან, როცა საკუთარ თავს არ ვღლით უსიყვარულობაზე ფიქრით.

როცა ვწყვეტთ სიყვარულის ძებნას, სწორედ მაშინ ვპოულობთ მას.

სიყვარული მოდის ბუნებრივად და არა იძულებით.

ცხოვრების ყველა წუთის შეგრძნებას მხოლოდ მაშინ ვახერხებთ, როცა ვართ მშვიდად და ვცხოვრობთ სიყვარულზე დარდისა და ფიქრის გარეშე.

ვერ ვიპოვნით სიყვარულს თუ ამის გამო გამუდმებით სტრესში ვიქნებით. თუ გულისტკივილით ვუყურებთ წარსულ ურთიერთობებს, თუ ჩავთვლით, რომ რადგანაც ნამდვილი სიყვარული ვერ ვიპოვნეთ, სრულფასოვნები არ ვართ.

სიყვარული არ ემორჩილება წესებს. სიყვარული არ არის ის, რაც შენს სურვილებზეა დამოკიდებული.

ერთ დღეს სიყვარული თავად გიპოვნით თქვენ.

უნდა იყოთ მომთემენები, ძლიერები. კონცენტრირებულნი თვითგანვითარებაზე.

უნდა შეწყვიტოთ სიყვარულის გამუდმებით ძიება.

მიეცით მას უფლება თავად გიპოვნოთ.

გახსოვდეთ, როცა ვწყვეტთ სიყვარულის ძებნას, სწორედ მაშინ ვპოულობთ მას.